რა არის ცხოვრების მნიშვნელობა?




შეკითხვა: რა არის ცხოვრების მნიშვნელობა?

პასუხი:
რა მნიშვნელობა აქვს ცხოვრებას? როგორ გავიგო ცხოვრების მიზანი, მივიღო მისგან სიამოვნება და განვახორციელო ეს მიზნები? მექნება თუ არა პოტენციალი განვახორციელო სერიოზული მნიშვნელობის რამ? ზოგიერთი ადამიანი განუწყვეტლივ ფიქრობს ამ მნიშვნელოვანი კითხვების გარშემო. ისინი წარსულში იყურებიან და უკვირთ, რატომ ჩავარდა მათი ურთიერთობა და რატომ გრძნობენ ასეთ სიცარიელეს, მაშინაც კი თუ ისინი აღწევენ დასახულ მიზანს. ერთ კალათბურთელს, რომელსაც დიდების გალერეაში ჰკითხეს, რის მოსმენას ისურვებდა, როდესაც პირველად დაიწყო კალათბურთის თამაში. მან უპასუხა: “ნეტავ ვინმეს ეთქვა, რომ როდესაც უმაღლეს მწვერვალს მივაღწევდი, იქ არაფერი დამხვდებოდაო”. მრავალი მიზნის ამაოება და უმნიშვნელობა მჟღავნდება მათ მისაღწევად წლების ბრძოლის შემდეგ.

ჩვენს საზოგადოებაში, ადამიანები მრავალი ისეთი მიზნისკენ ისწრაფვიან, რომელშიც ისინი რაღაც მნიშვნელოვანს ეძებენ. ზოგიერთი ეს სწრაფვა საქმეში წარმატების მიღწევაში, სიმდიდრის მოპოვებაში, კარგი ურთიერთობების დამყარებაში, სექსში, გართობასა და სხვებისთვის კეთილი საქმის კეთებაში მდგომარეობს. ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ მაშინაც კი როცა აღწევენ სასურველ მიზანს, მოიპოვებენ სიმდიდრეს, დაამყარებენ კარგ ურთიერთობებს და მიიღებენ სიამოვნებას, მაინც გრძნობენ შინაგან სიცარიელეს, რომელსაც ვერაფრით ავსებენ.

ბიბლიური წიგნის “ეკლესიასტეს” ავტორი ამტკიცებს ამ გრძნობის არსებობას, როდესაც ამბობს: “ამაოება ამაოებათა . . . ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა!” (ეკლესიასტე 1:2). “ეკლესიასტეს” ავტორმა, მეფე სოლომონმა “დააგროვა ოქრო და ვერცხლი, მეფეთა განძიყოველი მხარის; გაიჩინა მგალობელნი, კაცნი და ქალნი, და სიამენი ხორციელნი, ულამაზეს ხარჭათა დასი”. ერთხელ მან თქვა, რომ ხორცი შეასხა ყველაფერს, რაც მის გულს სურდა – “არ უარვყავი არაფერი, რაც კი მომთხოვეს ჩემმა თვალებმა, არ დავაოკე გული ჩემი სიხარულისგან, რადგან ხარობდა ჩემი გული ჩემი ნაღვაწით. და მერმე როდესაც გადავხედე ყოველივეს, რაც კი შექმნა ჩემმა მარჯვენამ, და ყოველ საქმეს, ჩემს ნამოქმედარს, მივხვდი, ამაო რომ ყოფილა ეს ყველაფერი, ქარისნაბერი, და რომ არ არის სარგებელი ამ მზისქვეშეთში. ღმერთმა ყველაფერი კეთილად შექმნა თავის დროისთვის, თვით იდუმალის შეცნობად აღძრა გონება კაცთა, ოღონდ ისე, რომ ვერ გაუგონ ღვთის ნამოქმედარს თავი და ბოლო” (ეკლესიასტე 3:11). გულში კი ვიცით, რომ მხოლოდ აწმყო არაფერია.

დაბადებაში, ბიბლიის პირველ წიგნში, ღმერთი ამბობს: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად (დაბადება 1:26). ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაზე მეტად უფალს ვგავართ, ვიდრე სხვა რამეს. იმასაც ვგებულობთ, რომ სანამ კაცობრიობა ცოდვის მორევში გაეხვეოდა და ცოდვის წყევლა დედამიწაზე გავრცელდებოდა: (1) ღმერთმა შექმნა მამაკაცი (დაბადება 2:18-25); (2) ღმერთმა აიყვანა მამაკაცი და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად (დაბადება 2:15); (3) ღმერთი ემეგობრებოდა მამაკაცს (დაბადება 3:8); და (4) ღმერთმა მისცა მამაკაცს მთელი დედამიწა საბატონოდ (დაბადება 1:26). რა არის აქ მნიშვნელოვანი? ღმერთს სურდა ყოველივე ეს ჩვენი ცხოვრების სრულყოფილებისთვის გაეკეთებინა, მაგრამ ყველაფერი (განსაკუთრებით ღმერთის მეგობრობა ადამიანთან) უარესობისკენ წავიდა, როცა ადამიანი ცოდვაში ჩავარდა და წყევლამ მოიცვა მთელი ქვეყანა (დაბადება 3).

ბიბლიის ბოლო წიგნში, “გამოცხადებაში” უფალი ამბობს, რომ გაანადგურებს ახლანდელ სამყაროსა და სამოთხეს, შექმნის ახალ სამყაროსა და სამოთხეს და შეგვიყვანს სამარადისო სასუფეველში. იმ დროისათვის ის აღადგენს ძმობას უკვე ცოდვებისაგან გათავისულებულ კაცობრიობასთან, ცოდვილები კი განისჯებიან საქმეთა მათთაებრ და შთაინთქმებიან ცეცხლის ტბაში (გამოცხადება 20:11-15). და შეაშრობს ღმერთი მათ თვალებზე ყოველგვარ ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი, და აღარც გლოვა. აღარც ტირილი და აღარც ტანჯვა აღარ იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი (გამოცხადება 21:4), და მძლეველი დაიმკვიდრებს ყოველს, და ვიქნები მისი ღმერთი, და ის იქნება ჩემი ძე (გამოცხადება 21:7). ასე რომ, საწყის წერტილს რომ დავუბრუნდეთ, ღმერთმა შეგვქმნა, რათა მასთან ვყოფილიყავით, ადამიანმა სცოდა და გაწყვიტა ეს კავშირი, ღმერთი აღადგენს ძმობას სამარადისოდ მათთან, ვისაც ის ჩათვლის თავის ღირსად. მაგრამ ფუჭია ყოველივე ამ ცხოვრებაში, თუ ღმერთს დავშორდებით. უფალს მივყავართ არა მარტო სასუფევლისაკენ (ლუკა 23:43), არამედ დედამიწაზე ცხოვრებასაც თავისი აზრი მისცა. როგორ უნდა დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი იმ ცხოვრებაში და დედამიწაზეც?

ღვთივბოძებული სიცოცხლის მნიშვნელობა

ცხოვრების ჭეშმარიტი მნიშვნელობა, დედამიწაზეც და სამოთხეშიც, უფალთან გაწყვეტილი კავშირის აღდგენაშია, რომელიც ადამისა და ევას ცოდვაში დაცემის შემდეგ დაიკარგა. დღეს, ეს მხოლოდ მისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობითაა შესაძლებელი (საქმეები 4:12; იოანე 14:6; იოანე 1:12). მარადიული ცხოვრება ცოდვების მონანიების შემდეგ (როცა ადამიანს აღარ სურს ცოდვილი ცხოვრებით იცხოვროს და ქრისტეს თხოვს თავისი ცხოვრების შეცვლას) და იესო ქრისტეს რწმენის შემდეგ იწყება (ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. კითხვა: “რა არის ხსნის გეგმა?”).

ცხოვრების ჭეშმარიტების განცდა მხოლოს იესო ქრისტეში, როგორც მხსნელში არ მიიღწევა (რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს). ცხოვრების ჭეშმარიტების განცდა მაშინ იწყება, როცა ადამიანი ქრისტეს, როგორც მის მასწავლებელს, შეუდგება, ყოველ წუთს მისი სიტყვის, ბიბლიის გააზრებას დაუთმობს, ლოცვით ექნება მასთან კავშირი და დაემორჩილება მის მცნებებს. თუ ურწმუნო ხარ (ან ახლადგამომცხვარი მორწმუნე) ალბათ საკუთარ თავს ეუბნები: “ეს მაინცდამაინც ამაღელვებლად არ მეჩვენება!” მაგრამ ცოტა დიდხანს იკითხე ლოცვა. აკი იესომ გამოგვიცხადა: “მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი - მსუბუქი”. (მათე 11:28-30). “მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ” (იოანე 10:10ბ). მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა იესომ: “ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს. ვინაიდან ვისაც სურს თავის სულს გაუფრთხილდეს, ის დაკარგავს მას; ხოლო ვინც ჩემი გულისათვის დაკარგავს სულს, ის მოიპოვებს მას” (მათე 16:24-25). “ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს” (ფსალმუნი 37:4). ყველა ამ სიტყვაში ნათქვამია, რომ ჩვენ შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ. ჩვენ შეგვიძლია ვისწრაფოთ, თვითონ ვმართოთ საკუთარი ცხოვრება, რაც სიცარიელემდე მიგვიყვანს, ან შეგვიძლია შევუდგეთ ღმერთს და მის მცნებებს მთელი გულით, რაც სრულყოფილ ცხოვრებას, სურვილების ასრულებას, არსებობასა და სიამოვნებას გვპირდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს შემქმნელს ვუყვარვართ და საუკეთესო უნდა ჩვენთვის (არა იოლი ცხოვრება, არამედ სავსე).

თუ სპორტის გულშემატკივარი ხარ და პროფესიულ თამაშზე დასწრებას გადაწყვეტ, შეგიძლია ცოტაოდენი ფული დახარჯო და მოედანზე ზედა რიგებში ადგილიც დაიკავო, ან რამდენიმე ასეული დოლარი გადაიხადო და მთლიანად გადაერთო თამაშზე. ასეთივეა ქრისტიანის ცხოვრებაც. მხოლოდ საკვირაო წირვაზე დამსწრე ქრისტიანები არ არიან ღირსნი იხილონ უფლის საქმეები. მათ საზღაური არ გადაუხდიათ. ღვთის საქმეების ყურების ღირსი ისაა, ვინც ნამდვილად უარყო საკუთარი სურვილები და უფალს შეუდგა. მათ გადაიხადეს საზღაური (მთლიანად მიენდნენ ქრისტეს და მის მცნებებს); ისინი ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრობენ; მათ შეუძლიათ საკუთარ თავზე და მეგობრებზე იზრუნონ მათი შემქმნელი კმაყოფილი იქნება! შენ გადაიხადე საზღაური? გაქვს კი ამის სურვილი? თუ ეს ასეა, მაშ არ შეგეშინდეს ამ მიზნის მიღწევის.



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე



რა არის ცხოვრების მნიშვნელობა?