გსურთ საუკუნო ცხოვრება?




შეკითხვა: გსურთ საუკუნო ცხოვრება?

პასუხი:
ბიბლია საუკონო ცხოვრებისაკენ მიმავალ ნათელ გზას წარმოგვიდგენს. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ შევცოდეთ ღვთის წინაშე: ” რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა” (რომაელთა 3:23). ჩვენ ყველას ჩაგვიდენია ღვთისათვის არასასურველი საქმენი, და ჩვენ ყველანი სასჯელს ვიმსახურებთ. ყველა ჩვენი ცოდვა ღვთის წინააღმდეგაა მიმართული და მხოლოდ საუკუნო სასჯელია საკმარისი მათ გამოსასყიდად. ”რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაჲ – ცხორებაჲ საუკუნოჲ ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა”. (როემაელთა 6:23).

თუმცა, იესო ქრისტე, უცოდველი (წმ. მოციქულისა პეტრესი (პირველი) 2:22), ღვთის შვილი (იოანე 1:1,14) გახდა ადამიანი და მოკვდა ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად. ”ხოლო გამოაცხადა თჳსი იგი სიყუარული ჩუენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილ-ღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთჳს მოკუდა” (რომაელთა 5:8). იესო ქრისტე ჯვარზე გარდაიცვალა (იოანე 19:31-42), მან საკუთარ თავზე აიღო ის სასჯელი, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებდით (კორინთელთა მიმართ (მეორე) 5:21). სამი დღის შემდგომ, ის მკვდრეთით აღსდგა (კორინთელთა მიმართ (პირველი) 15:1-4) და ამით დაამტკიცა თავისი გამარჯვება ცოდვასა და სიკვდილზე. ”კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან-იგი მრავლითა მით წყალობითა თჳსითა კუალად გუშვნა ჩუენ სასოებად ცხოველად აღდგომითა იესუ ქრისტესითა მკუდრეთით” (წმ. მოციქულისა პეტრესი (პირველი) 1:3).

რწმენით, ჩვენ უნდა განვუდგეთ ცოდვას და მივმართოთ ქრისტეს გადარჩენისათვის (საქმე წმიდათა მოციქულთა 3:19). თუ ჩვენ ვირწმუნებთ მას, ვაღიარებთ მის ჯვარცმასა და სიკვდილს განხორციელებულს ჩვენი ცოდვებისათვის, ჩვენ გვეპატიება და სამოთხეში საუკუნო ცოვრებას დავიმკვიდრებთ ”რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ” (იოანე 3:16). ”ვითარმედ აღ-თუ-იარო პირითა შენითა უფალი იესუ, და გრწმენეს გულითა შენითა, რამეთუ ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით, სცხონდე” (რომაელთა 10:9). მხოლოდ ჯვარცმული ქრისტეს რწმენა არის საუკუნო ცოვრებისაკენ მიმავალი ერთადერთი გზა! ”რამეთუ მადლითა ხართ გამოჴსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს: არა საქმეთაგან, რაჲთა არავინ იქადოს” (ეფესელთა 2:8-9).

თუ გსურს აღიარო იესო ქრისტე, როგორც შენი მხსნელი, არსებობს ლოცვა. დაიმახსოვრე, რომ მხოლოდ ამ ან სხვა ლოცვის წარმოთქმა შენ არ გიშველის. მხოლოდ ქრისტეს რწმენა აგარიდებს ცოდვას. ეს ლოცვა კი მხოლოდ და მხოლოდ საშუალებაა გამოვხატოთ ჩვენი დნობა ღვთისადმი და მადლობა გადავუხადოთ მას ჩვენი გადარჩენისათვის. ”ღმერთო, ვიცი, რომ შევცოდე შენს წინაშე და სასჯელს ვიმსახურებ. მაგრამ იესო ქრისტემ მიიღო ეს სასჯელი და მისდამი რწმენით მე მეპატიება. მე ვუარყოფ ცოდვას და შენ მოგანდობ ჩემს რწმენას გადარჩენისათვის. გმადლობ შენი მადლოსათვისა და პატიებისათვის - საუკუნო ცხოვრების საჩუქრისათვის! ამინ!”

მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე



გსურთ საუკუნო ცხოვრება?