მასტურბაცია - არის თუ არა ის ცოდვა ბიბლიის თანახმად?




შეკითხვა: მასტურბაცია - არის თუ არა ის ცოდვა ბიბლიის თანახმად?

პასუხი:
ბიბლია არსადაა ღიად საუბარი მასტურბაციაზე, ან იმაზე ითვლება თუ არა ის ცოდვად. ყველაზე ხშირად მასტურბაცია ნახსენებია ონანის ოსტორიაში “დაბადება 38:9-10”. ზოგიერთს აღნიშნული მონაკვეთი ისე ესმის, თითქოს “თესლის დაღვრა” მიწაზე ცოდვაა. თუმცა, ეს არ არის მართალი. ღმერთმა დაგმო ონანი იმის გამო, რომ მან უარი განაცხადა შეესრულებინა მოვალეობა და ჩაესახა მემკვიდრე საკუთარი ძმისთვის. ეს მონაკვეთი ეხება არა მასტურმაციას, არამედ ოჯახის წინაშე მოვალეობის შესრულებას. მეორე მონაკვეთი, რომელიც ზოგჯერ ასევე გამოიყენება მასტურბაციის ცოდვად დასამტკიცებლად მოცემულია მათეს სახარებაში 5:27-30. იესო საუბრობს ავხორც ფიქრებზე და ამბობს: “თუ მარჯვენა შენი გაცდუნებს შენ, მოიჭერი და გადააგდე”. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მონაკვეთსა და მასტურბაციას შორის არსებობს კარკვეული პარალელები, ნაკლებ სავარაუდოა, რომ იესოს სწორედ მასტურბაციაზე გაეკეთებინა მინიშნება.

რადგანაც ბიბლიაში არსად აშკარად ნახსენები არაა, რომ მასტურბაცია ცოდვაა, კითხვაც არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, ითვლება თუ არა ის ქმედებები ცოდვად, რასაც მივყავართ მასტურბაციამდე. მასტურბაცია თითქმის ყოველთვის ავხორცი ფიქრების, სექსუალური სტიმულაციის და/ან პორნოგრაფიული წარმოდგენების შედეგია. სწორედ ეს პრობლემები საჭიროებს მოგვარებას. თუ ავხორცობის ცოდვები, ამორალური ფიქრები და პორნოგრაფია აღარ იარსებებს და დაიძლევა, მასტურბაციის თემა აღარ იქნება განხილვის საგანი. მრავალი ადამიანი ებრძვის მასტურბაციასთან დაკავშირებულ გრძნობებს, ფაქტობრივად კი იმას, რასაც მივყავართ ისეთ ქმედებამდე, რაც მეტად საჭიროებს სინანულს.

მრავალი პრინციპი ბიბლიური არსებობს, რომელიც შეიძლება მასტურბაციის საკითხთან გამოვიყენოთ. ეფესელთა 5:3 საუბარია: “ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენს შორის, როგორც წმიდათ შეშვენის”. რთულია იმის დანახვა, როგორ გაივლის მასტურბაცია კონკრეტულ შემოწმებას. ბიბლია გვასწავლის “ამიტომ ჭამთ, სვამთ, თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად” (1 კორინთელთა 10:31). თუ ღმერთს ვერ ადიდებ, არ უნდა გააკეთო ეს. თუ ადამიანი მთლიანად დარწმუნებული არაა, რომ მისი საქციელი მოეწონება ღმერთს, მაშინ ის ცოდვად ითვლება: “ყოველივე, რაც რწმენით არაა, ცოდვაა” (რომაელთა 14:23). ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სხეულები გამოისყიდა და ეკუთვნის უფალს. “ანდა, ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა, რომელიც ღვთისგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით? ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულებით, რომლებიც ღვთისანი არიან” (1კორინთელთა 6:19-20). ამ სიტყვებს ნამდვილი გავლენა უნდა ჰქონდეს იმაზე, თუ რას ვუშვრებით საკუთარ სხეულებს. ამ პრინციპების ფონყე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მასტურბაცია ბიბლიური ცოდვაა. უფრო გარკვევით, მასტურბაცია ღვთის სადიდებელი არაა; ის ამორალურია და კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ ჩვენი სხეულები უფალს ეკუთვნის.



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე



მასტურბაცია - არის თუ არა ის ცოდვა ბიბლიის თანახმად?