რა ხდება სიკვდილის შემდეგ?




შეკითხვა: რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

პასუხი:
ქრისტიანული რწმენის მიხედვით, მრავალი მოსაზრება არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ გარდაცვლილს “ძინავს” საბოლოო განკითხვის დღემდე, რის შემდეგაც მოხდება ადამიანების განაწილება სამოთხესა თუ ჯოჯოხეთში. ზოგს მიაჩნია, რომ სიკვდილის მომენტშივე ხდება ადამიანების განსჯა და გაგზავნა სათანადო ადგილას. თუმცა სხვანი ამტკიცებენ, რომ ადამიანების სიკვდილის შემდეგ, მათი სულები “დროებით” სამოთხეში ან ჯოჯოხეთში ხვდებიან, სადაც ელოდებიან საბოლოო აღდგომას, სამსჯავროს და მათი დანიშნულების ადგილას გაგზავნას. ასე რომ, რას ამბობს ბიბლია კონკრეტულად იმის შესახებ, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

პირველი, ქრისტეს მორწმუნეებს ბიბლია გვეუბნება, რომ გარდაცვალების შემდეგ მორწმუნეთა სულები სამოთხეში მიემგზავრებიან, ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილიძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე (იოანე 3:16, 18, 36). მორწმუნეთათვის, სიკვდილი იგივეა, რაც “ყოველთვის მხნედა ვართ, და ვიცით, რომ სანამ დამკვიდრებულნი ვართ სხეულში, განშორებულნი ვართ უფლისაგან. ვინაიდან რწმენით დავდივართ და არა ხილვით. მხნედა ვართ და გვირჩევნია სხეულს განვშორდეთ და უფალთან დავბინავდეთ” (2 კორინთელთა 5:6–8, ფილიპელთა 1:23). თუმცა, ისეთ მონაკვეთებში, როგორიცაა 1 კორინთელთა 15:50–54 და 1 თესალონიკელთა 4:13–17 მორწმუნეებს განუმარტავს, რომ ისინი აღდგებიან და განდიდდებიან. თუ მორწმუნეები სიკვდილის შემდეგ პირდაპირ იესოსთან მოხვდებიან, რა აზრი აქვს აღდგომას? როგორც ჩანს, თუ მორწმუნეთა სულები გარდაცვალების შემდეგ იესოსთან ხვდებიან, სხეული საფლავში რჩება “მძინარე” მდგომარეობაში. მორწმუნეთა აღდგომისას აღდგება ფიზიკური სხეული, განდიდებული და სულთან გამთლიანებული. ეს გამთლიანებული და განდიდებული სხეული და სული იქნება მორწმუნეთა საკუთრება სამარადისოდ ახალ ცასა და ახალ დედამიწაზე (გამოცხადება 21–22).

მეორე, მათთვის, ვინც უარყოფს იესო ქრისტეს, როგორც მხსნელს, სიკვდილი ნიშნავს მუდმივ ტანჯვას. თუმცა, მორწმუნეთა ბედისწერის მსგავსად, როგორც ჩანს ურწმუნოთა სულებიც დაუყოვნებლივ დროებით განსასვენებელ ადგილას მიამგზავრებიან, სადაც ელიან საბოლოო აღდგენას, სამსჯავროს და მუდმივ სამკვიდრებელს. ლუკა 16:22–23 გვესაუბრება მდიდარზე, რომელიც სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში, ტანჯვა–წამებაში მოხვდა. გამოცხადება 20:11–15 მოგვითხრობს, ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომარე, რომლისგანაც გარბოდა ცა და დედამიწა, და არ იპოვებოდა მათთვის ადგილი. ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გადაშლილი იყო წიგნები; გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია; და განკითხულ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ. მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები და თითოეული განკითხულ იქნა თავისი საქმეებისამებრ. სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში; ეს არის მეორე სიკვდილი, ცეცხლის ტბა. ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წინგში, ცეცხლის ტბაში იქნა ჩაგდებული. მდიდარმა იყვირა: “ვიტანჯები ამ ალში” (ლუკა 16:24).

ამიტომ, სიკვდილის შემდეგ, ადამიანი გადადის “დროებით” სამოთხესა თუ ჯოჯოხეთში. ამ დროებითი სამყოფელის შემდეგ, საბოლოო სამსჯავროზე, არ იცვლება ადამიანის სამუდამო სამყოფი. ამ სამუდამო განსასვენებლის ზუსტი “ადგილმდებარეობაა” ის, რაც იცვლება. მორწმუნეებს აუცილებლად მიეცემათ ახალი ცისა და ახალი დედამიწის ხილვის საშუალება (გამოცხადება 21:1). ურწმუნოები კი აუცილებლად მოხვდებიან ცეცხლის ტბაში (გამოცხადება 20:11–15). და წავლენ ისინი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო სიცოცხლეში (მათე 25:46; იოანე 3:36).



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე



რა ხდება სიკვდილის შემდეგ?