როგორია ქრისტიანთა მსოფლმხედველობა?


შეკითხვა: როგორია ქრისტიანთა მსოფლმხედველობა?

პასუხი:
„მსოფლმხედველობა" — ყოვლისმომცველი კონცეფცია მსოფლიოს შესახებ გარკვეული პოზიციის მიხედვით. აქედან გამომდინარე, „ქრისტიანული მსოფლმხედველობა" ყოვლისმომცველი კონცეფციაა მსოფლიოს შესახებ ქრისტიანული პოზიციის მიხედვით.

პიროვნების მსოფლგანცდა არის „ფართო სურათი", მსოფლიოზე ყველა მის შეხედულებათა ჰარმონია. ესაა რეალობის შეცნობის გზა. ადამიანის მსოფლგაგება მისი ყოველდღიური გადაწყვეტილებების საფუძველია, და ამიტომაცაა ძალიან მნიშვნელოვანი.

ვაშლს, რომელიც მაგიდაზე დევს რამდენიმე ადამიანი ხედავს. ბოტანიკოსი უყურებს და მის კლასიფიკაციას საზღვრავს. მხატვარი ნატურმორტს ხედავს და ხატავს. ხილ-ბოსტნის გამყიდველი აქტივს ხედავს და ინვენტარიზაციას უკეთებს. ბავშვი საჭმელს ხედავს და ჭამს. ის, თუ როგორ ვხედავთ ნებისმიერ სიტუაციას დამოკიდებულია ჩვენს გარემო აღქმაზე. ყველანაირი მსოფლგანცდა, ქრისტიანული თუ არაქრისტიანული, სვამს, სულ ცოტა, სამ კითხვას:
1) საიდან მოვედით (და რატომ ვართ აქ)?
2) რა არის ცუდი მსოფლიოში?
3) როგორ შეგვიძლია გამოვასწოროთ?

დღეს ყველაზე გავრცელებულია ნატურალისტური მსოფლმხედველობა, რომელიც ამ სამ კითხვას ასე პასუხობს: 1) რეალური მიზნის უქონელნი ბუნების შემთხვევითი ქმედებების შედეგი ვართ; 2) არ ვუფრთხილდებით ბუნებას ისე, როგორც საჭიროა; 3) შეგვიძლია მსოფლიოს გადარჩენა ეკოლოგიით და კონსერვაციით. ნატურალისტური მსოფლმხედველობა აყალიბებს ბევრ ერთმანეთთან დაკავშირებულ ფილოსოფიას: მორალური რელატივიზმი, ეგზისტენციალიზმი, პრაგმატიზმი და უტოპიზმი.

მეორე მხრივ, ქრისტიანული მსოფლმხედველობა ამ სამ კითხვას ბიბლიის მიხედვით პასუხობს: 1) ჩვენ ღმერთის ქმნილებანი ვართ, მსოფლიოს განმგებლობისა და ღმერთთან ურთიერთობისთვის მოწოდებულნი (დაბადება 1:27-28; 2:15); 2) ჩვენ ღმერთს შევცოდეთ და მთელი ქვეყნიერება წყევლას დავუქვემდებარეთ (დაბადება თ. 3); 3) ღმერთმა გამოისყიდა მსოფლიო თავისი ძის, იესო ქრისტეს მსხვერპლად შეწირვით (დაბადება 3:15; ლუკას 19:10), და, ერთხელაც, თავის ქმნილებას აღადგენს, ყოფილ, სრულყოფილ მდგომარეობამდე (ესაია 65: 17-25). ქრისტიანული მსოფლგანცდა გვაძლევს საშუალებას ვირწმუნოთ მორალური აბსოლუტი, სასწაული, ადამიანის ღირსება და გამოსყიდვის შესაძლებლობა.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მსოფლმხედველობა ყოვლისმომცველია. ის მოქმედებს ცხოვრების ყველა ასპექტზე — ფულზე და მორალზე, პოლიტიკასა და ხელოვნებაზე. ნამდვილი ქრისტიანობა უფრო მეტია, ვიდრე იდეები, რომელთა გამოყენებაც ეკლესიაში შეგვიძლია. როგორც ბიბლია გვასწავლის — ქრისტიანობა თავადაა მსოფლმხედველობა. ბიბლია არასდროს არ ასხვავებს „რელიგიურ" და „სეკულარულ" ცხოვრებას; ქრისტიანული ცხოვრება ერთადერთი არსებული ცხოვრებაა. იესომ თქვა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე" (იოანეს 16:4), და, ამით, იგი ჩვენს მსოფლმხედველობად იქცა.

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
როგორია ქრისტიანთა მსოფლმხედველობა?