settings icon
share icon
შეკითხვა

ვინ შეიძლება გადარჩეს? გადარჩება თუ არა ვინმე?

პასუხი


იესო პირდაპირ გვასწავლის იოანეს 3:16-ში, რომ ის გადაარჩენს ყველას, ვინც მას იწამებს: „ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე." „ვინც ირწმუნებს" გულისხმობს ნებისმიერ ადამიანს დედამიწაზე.

ბიბლია ამბობს: ხსნა რომ ჩვენს მცდელობებზე იყოს დაფუძნებული, ვერავინ ვერ გადარჩებოდა: „ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას" (რომაელთა 3:23). ფსალმუნნი 143:2 ამატებს: „არავის უცხოვრია მართლად შენამდე", რომაელთა 3:10 კი აცხადებს: „როგორც სწერია: „არავინ არის მართალი".

ჩვენ ვერ ვიხსნით საკუთარ თავებს. ჩვენ გადავრჩებით, როცა იესო ქრისტეს ვირწმუნებთ. ეფესელთა 2:8-9 გვასწავლის: „ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილნი, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგან კი არაა, არამედ ღვთის საჩუქარია. არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხნოს". ჩვენ ღმერთის მადლით გადავრჩით, მადლი, კი არ შეიძლება გამოიმუშავო. ჩვენ არ ვიმსახურებთ ხსნას, არამედ ვიღებთ რწმენით.

ღმერთის მადლი საკმარისია ყველა ცოდვათა დასაფარად (რომაელთა 5:20). ბიბლია სავსეა იმ ადამიანების მაგალითებით, რომელთაც ცოდვით სავსე წარსული ჰქონდათ და, მაინც, გადარჩნენ. პავლე მოციქული წერდა ქრისტიანებს, რომლებიც სხვადასხვა ცოდვით ცხოვრობდნენ, მათ შორის – სქესობრივი გარყვნილებით, კერპთაყვანისმცემლობით, სიძვით, ჰომოსექსუალობით, ქურდობით, სიხარბითა და ლოთობით. პავლემ ხსნის შესახებ ეუბნება მათ: „მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდა გახდით, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით: (1 კორინთელთა 6:9–11).

თვითონ პავლე მოციქულიც ქრისტიანებს სდევნიდა, ამართლებდა სტეფანეს სიკვდილს (საქმეები 8:1) და აპატიმრებდა ქრისტიანებს და ციხეში ამწყვდევდა მათ (საქმეები 8:3). მოგვიანებით ის დაწერს: „მე, რომელიც უწინ მგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი ვიყავი, მაგრამ შეწყალებულ ვიქენი, ვინაიდან უმეცარი ვიყავი და ვიქცეოდი ურწმუნოებით. მაგრამ უფრო მეტად გაუხვდა ჩვენი უფლის მადლი რწმენით და სიყვარულით ქრისტე იესოში. სარწმუნოა და სრულიად მიღების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა სოფელში ცოდვილთა სახსნელად, რომელთა შორის პირველი მე ვარ" (1 ტიმოთეს 1:13–15).

ხშირად, ღმერთი ირჩევს მოულოდნელ ადამიანებს თავის სამსახურად. მან სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში შეიწყალა ავაზაკი ჯვარზე (ლუკას 23:42–43), ეკლესიის მდევნელი (პავლე) და მეთევზე, რომელმაც უარყო ის (პეტრე), რომაელი ჯარისკაცი და მისი ოჯახი (საქმეები 10), გაქცეული მონა (ონისიმუსი ფილემონში) და ბევრი სხვა. არავინაა ისეთი, ვისაც ღმერთი ვერ შეიწყალებს (იხ. ესაია 50:2). ჩვენ მას რწმენით უნდა ვუპასუხოთ და მივიღოთ მისი თავისუფალი საჩუქარი – მარადიული სიცოცხლე.

ვინ შეიძლება გადარჩეს? ერთი რამ შეიძლება ითქვას – თქვენც შეგიძლიათ, თუკი მიიღებთ იესო ქრისტეს, როგორც მხსნელს! თუკი არა ხართ დარწმუნებული, რომ იესო მხსნელად მიიღეთ, შეგიძლიათ ახლავე ლოცვით უპასუხოთ:

„ღმერთო, ვაღიარებ, რომ ცოდვილი ვარ და ვერასდროს მოვხვდები ზეცაში ჩემი კეთილი საქმეებით. ამ წუთიდან, მწამს იესო ქრისტესი, როგორც ღმერთის ძისა, რომელიც მოკვდა ჩემი ცოდვებისთვის, მკვდრეთით აღდგა და მარადიული სიცოცხლე მოგვცა. გთხოვ, მომიტევე ჩემი ყველა ცოდვა და შემეწიე, რომ ვიცხოვრო შენთვის. გმადლობ, რომ მიმიღე და მომეცი საუკუნო ცხოვრება"

მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

ვინ შეიძლება გადარჩეს? გადარჩება თუ არა ვინმე?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries