settings icon
share icon
შეკითხვა

ვინ არის იესო ქრისტე?

პასუხი


ვინ არის იესო ქრისტე? ამ კითხვის საპირისპიროდ, ”არსებობს თუ არა ღმერთი?”, ძალიან ცოტა ადამიანს უკითხავს არსებობს თუ არა იესო ქრისტე. საზოგადოდ მიღებულია, რომ ნამდვილად არსებობსდა იესო, რომელიც დადიოდა დედამიწაზე, ისრაელში დაახლოებით 2000 წლის წინ. კამათი იწყება მაშინ. როდესაც იესოს პიროვნების შესახებ მიდის საუბარი. თითქმის თითოეული ფართოდ გავრცელებული რელიგია გვასწავლის, რომ იესო იყო წინასწარმეტყველი, ან კარგი მასწავლებელი, ან ღვთის კაცი. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ბიბლია გვეუბნება, რომ იესო წინასწარმეტყველზე, მასწავლებელსა თუ ღვთის კაცზე ნამდვილად გაცილებით მეტს წარმოადგენდა.

სი. ეს. ლიუისი თავის წიგნში ”ქრისტიანობა მარტივად” წერს: ”ამით მე ვცდილობ, რომ ადამიანებმა არ თქვან რაიმე სისულელე მის (იესო ქრისტეს) შესახებ: ”მე მზად ვარ ვაღიარო იესო, როგორც უდიდესი მორალური მასწავლებელი, მაგრამ მე არ ვიღებ მას, როგორც ღმერთს.” ეს ჩვენ არ უნდა ვთქვათ. ადამიანი, რომელიც ძალიან მცირედითაა ადამიანი, და ამბობს ისეთ რამეს, რასაც იესო ამბობდა, არ შეიძლება იყოს უდიდესი მორალური მასწავლებელი. ის ან მთვარეულია - იმ ადამიანის მსგავსად, რომელსაც გონია, რომ ის მოხარშული კვერცხია - ან ჯოჯოხეთის მაშხალაა. არჩევანი უნდა გააკეთოთ. ეს ადამიანი ან იყო და არის ღვთის შვილი, ან ის გიჟია და რამე კიდევ უარესი... შეგიძლიათ ის სულელად ჩათვალოთ, შეგიძლიათ აფურთხოთ და ეშმაკივით მოკლათ. ან დაემხოთ მის ფეხთით და ღმერთი უწოდოთ. მაგრამ მოდით თავი გავანებოთ უაზრობას, თითქოს ის უდიდესი მასწავლებელი ყოფილიყოს. მას ეს ჩვენთვის არ განუმარტავს და ამის განზრახვა არც ქონდა”.

მაშ, ვინ არის იესო? რას გვეუბნება ბიბლია, ვინ იყო ის? თავიდან, მოდით წავიკითხოთ იესოს სიტყვები: იოანე 10:30: ” მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ”. ერთი შეხედვით, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ იესო თავს ღმერთად აღიარებს. თუმცა, ამ განაცხადზე ებრაელთა რეაქციას დააკვირდით: ”იუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: კეთილისა საქმისათჳს ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათჳს, და რამეთუ კაცი ხარ შენ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ” (იოანე 10:30). ებრაელებმა, იესოს სიტყვა მიიღეს ისე, თითქოს ეს ღმერთის რაობაზე განაცხადი ყოფილიყო. შემდგომ სტრიქონებში იესო არ უსწორებს ებრალთ სიტყვებით ”მე არ ვაცხადებ თითქოს ღმერთი ვიყო”. ის იმაზე მიუთითებს, რომ იესო სინამდვილეში ამბობდა, რომ ის ღმერთია: ”მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ” (იოანე 10:30). იოანე 8:58-ში კიდევ ერთი მაგალითია. იესო აცხადებს, ”სიმართლეს გეტყვით, იესო პასუხობს, აბრაამის დაბადებამდე მე ვარ! ” და კვლავ, პასუხად, ებრაელებმა ქვა აიღეს და სროლა განიზრახეს (იოანე 8:59). იესო აცხადებს ”მე ვარ” და ეს პირდაპირი მიმართვაა ძველი აღთქმისაკენ (გამოსლვათა 3:14). რატომ სურდათ ებრაელებს იესოს ჩაქოლვა, თუ მას არაფერი უთქვამს ღვთისგმობის მსგავსი, კენძოდ კი, მას არ უთქვამს, რომ ის ღმერთია.

იოანე 1:1 ამბობს, რომ ” ...და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი”. იოანე 1:14 ამბობს, რომ ”და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა...”. ეს კი ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ იესო არის ხორციელი ღმერთი. მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! (იოანე 20:28). იესოს ის არ შეუსწორებია. მოციქული ტიტე აღწერს მას, როგორც: ”...დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა” (ტიტე 2:13). მოციქული პეტრე იგივეს ამბობს: ”... ღმრთისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესითა”. (წმ. მოციქულისა პეტრესი (მეორე) 1:1). მამა ღმერთი ასევე მოწმეა იესოს პიროვნებისა: ”ხოლო ძისათჳს იტყჳს: საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე; კუერთხი განგებისაჲ და კუერთხი სუფევისა შენისაჲ”. ძველი აღთქმის ქრისტეს წინასწარმეტყველნი აცხადებენ მის ღვთიურობას: ” რამეთუ ყრმა იშვა ჩვენდა ძე, და მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ იქმნა მჴარსა ზედა მისსა და ჰრქჳან სახელი მისი _ დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანგანმზრახი, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნოსა”.

როგორც სი. ეს. ლიუისმა თქვა, იესოს აღქმა, როგორც კარგი მასწავლებლის, არ არის სწორი პოზიცია. იესომ ნათლად განაცხადა, რომ ის ღმერთია. ის ღმერთი რომ არ იყოს, მაშინ ის მატყუარაა და შესაბამისად არც წინასწარმეტყველია, არც კარგი მასწავლებელი თუ ღვთიური კაცი. თანამედროვნი, ”მეცნიერები” ამტკიცებენ, თითქოს იესოს არ უთქვამს იმ სიტყვათა უმეტესობა, რასაც მას ბიბლია მიაწერს. მაგრამ ვინ ვართ ჩვენ, რომ განვსაჯოთ თუ რა თქვა, და რა არ უთქვამს იესოს? როგორ შეუძლია ”მეცნიერს”, რომელიც ორი ათასი წლითაა დაშორებული ქრისტესაგან, ქონდეს უკეთესი ხედვა თუ რა თქვა და რა არა იესომ, იმ ხალხთან შედარებით, რომლებიც იესოს ეპოქაში მასთან ერთად ცხოვრობდნენ, ემსახურებოდნენ, და სწავლობდნენ მისგან (იოანე 14:26)?

რატომ არის იესოს პიროვნების საკითხი ასეთი მნიშვნელოვანი? რატომ აქვს ასეთი მნიშვნელობა იესო ღმერთია თუ არა? ყველაზე მნიშვნელოვანი თუ რატომაც არის იესო ღმერთი, არის ის, რომ ის რომ ღმერთი არ ყოფილიყო, მისი სიკვდილი არ იქნებოდა საკმარისი მთელი სამყაროს ცოდვების გამოსასყიდად (1 იოანე 2:2). მხოლოდ ღმერთს ძალუძს მოიხადოს ასეთი საუკუნო სასჯელი (რომაელთა 5:8; 2 კორინთელთა 5:21). იესო ღმერთი უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ ჩვენი ვალის გადახდა შეძლებოდა. იესო ადამიანი უნდა ყოფილიყო, რომ მომკვდარიყო. ხსნა მხოლოდ იესოს რწმენაშია! იესოს ღვთაებრიობა ერთადერთი გზაა სხნისაკენ. ღვთაებრივი იესო აცხადებს: ”მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ” (იოანე 14:6).

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

ვინ არის იესო ქრისტე?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries