დღესაც აძლევს ღმერთი ადამიანებს ჩვენებებს?


შეკითხვა: დღესაც აძლევს ღმერთი ადამიანებს ჩვენებებს?

პასუხი:
შეიძლება ღმერთმა დღესაც მისცეს ადამიანებს ჩვენება? დიახ! ჩვენება უჩვეულო მოვლენად უნდა მივიღოთ? არა! როგორც ბიბლიაშია აღწერილი, ღმერთი ადამიანებს ბევრჯერ დალაპარაკებია ჩვენებებით. ამის მაგალითია: იოსები, იაკობის შვილი, იოსები, მარიამის ქმარი, სოლომონი, ესაია, ეზეკიელი, დანიელი, პეტრე და პავლე. წინასწარმეტყველმა იოველმა იწინასწარმეტყველა ჩვენებების ნიაღვარი, რაც დაადასტურა პეტრემ საქმეების მე-2 თავში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ განსხვავება ჩვენებასა და სიზმარს შორისა – ჩვენებას მღვიძარე ხედავს ადამიანი, ხოლო სიზმარს — ძილში.

როგორც ჩანს, ღმერთი ჩვენებებსა და სიზმრებს მსოფლიოს ბევრ ნაწილში იყენებს. იმ ადგილებში, სადაც სახარება არ არის ნაუწყები და, სადაც, ადამიანებს ბიბლიაც არ აქვთ, ღმერთი საკუთარ გზავნილს პირდაპირ სიზმრებისა და ჩვენებების სახით ავრცელებს. ეს სრულიად ეთანხმება ბიბლიურ გამოცდილებას, რომლის მიხედვითაც ღმერთი ხშირად იყენებდა ჩვენებებს, რათა თავისი ჭეშმარიტება ხალხისთვის ეუწყებინა ქრისტიანობის ადრეულ ხანაში. თუკი ღმერთს სურს ადამიანებს აუწყოს რაიმე, ყველა საშუალებას გამოიყენებს – მისიონერი, ანგელოზი, ჩვენება ან სიზმარი. რა თქმა უნდა, ღმერთს აქვს შესაძლებლობა იმ ადგილებშიც მისცეს ჩვენებები, სადაც სახარება უკვე ხელმისაწვდომია.

ღმერთის მოქმედება უსაზღვროა.

ამასთან, ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა საქმე ეხება ჩვენებებს და ჩვენებების განმარტებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ბიბლია დასრულებულია და იქ ნათქვამია ყველაფერი, რაც საჭიროა საცოდნელად. მთავარი ჭეშმარიტება ისაა, რომ თუკი ღმერთი გვაძლევს ჩვენებას, ის ჰარმონიაშია გაცხადებულ ღვთის სიტყვასთან. ჩვენებებს არასდროს უნდა მივანიჭოთ თანაბარი ან უფრო მეტი მნიშვნელობა, ვიდრე ღმერთის სიტყვას. ღმერთის სიტყვა ქრისტიანული რწმენის და პრაქტიკისთვის უმაღლესი ავტორიტეტია. თუკი გგონიათ, რომ ჩვენება გქონდათ და ის ღმერთმა გამოგიგზავნათ, წმინდა წერილის შუქზე გადახედეთ მას. შემდეგ ყურადღებით დააკვირდით, თქვენგან რა სურს ღმერთს ჩვენების პასუხად (იაკობის 1:5). ღმერთი თუ მისცემს ჩვენებას ადამიანს, მის მნიშვნელობასაც გააგებინებს. წმინდა წერილში, ყოველთვის, როცა ადამიანი ღმერთს სთხოვს ჩვენების მნიშვნელობის გაგებას, ღმერთი პასუხობს მას (დანიელი 8:15-17).

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
დღესაც აძლევს ღმერთი ადამიანებს ჩვენებებს?