რას ნიშნავს ჭეშმარიტი რელიგია?


შეკითხვა: რას ნიშნავს ჭეშმარიტი რელიგია?

პასუხი:
რელიგია შეიძლება ასე განისაზღვროს: „ღმერთის ან ღმერთების რწმენა, რომელსაც თაყვანი უნდა სცე, რაც ჩვეულებრივ ქმედებებსა და რიტუალებში აისახება", ან „რწმენის, თაყვანისცემის და ა. შ. სპეციფიკური სისტემა, რომელიც მოიცავს ეთიკის კოდექსსაც". დედამიწის მოსახლეობის 90%-ზე მეტი რელიგიის რომელიმე ფორმას აღიარებს. პრობლემა ისაა, რომ ბევრი განსახვავებული რელიგია არსებობს. რომელია სწორი რელიგია? რომელია ჭეშმარიტი რელიგია?

რელიგია, ძირითადად, მოიცავს წესებსა და რიტუალებს. ზოგიერთი რელიგია სხვა არაფერია, თუ არა წესების ნუსხა – რა შეიძლება, რომ გააკეთო, და რა – არა. რაღაც წესები უნდა დაიცვას ადამიანმა, რათა ამ რელიგიის მიმდევრად ჩაითვალოს და შესაბამისად, ჰქონდეს უფლება, აღიაროს ამ რელიგიის ღმერთი. წესებზე დაფუძნებული რელიგიის ორი ნიმუში ისლამი და იუდაიზმია. ისლამს აქვს ხუთი წესი, რომელიც აუცილებლად დასაცავია. იუდაიზმს ასობით მცნება და ტრადიცია აქვს, რომლის დაცვასაც მოითხოვს. ორივე რელიგია, გარკვეულწილად, ამტკიცებს, რომ ადამიანი, თუკი წესებს დაიცავს, გამართლდება ღმერთის მიერ.

სხვა რელიგიები უფრო მეტად რიტუალების დაცვაზე არიან ორიენტირებულნი, ვიდრე წესების ნუსხაზე. მსხვერპლის შეთავაზებით, ამოცანის შესრულებით, რიტუალში მონაწილეობით, კონკრეტული საჭმლის გამოყენებით და ა. შ. ამით ადამიანი გამართლდება ღმერთის წინაშე. რიტუალური რელიგიის ყველაზე ნათელი მაგალითი კათოლიციზმია. რომაული კათოლიციზმი მიიჩნევს, რომ ბავშვობაში წყლით მონათვლით, მესაში მონაწილეობით, ცოდვის მღვდელთან აღსარებით, წმინდანებისადმი ლოცვით, სიკვდილის წინ მღვდლის მიერ ზიარებით და ა. შ. ღმერთი მიიღებს ადამიანს სამოთხეში, სიკვდილის შემდეგ. ბუდიზმიც და ინდუიზმიც, ძირითადად, რიტუალზე დაფუძნებული რელიგიებია, თუმცა, ასევე შეიძლება ჩაითვალოს წესებზე დაფუძნებულადაც.

ჭეშმარიტი რელიგია არც რიტუალს ეფუძნება და არც წესებს. ჭეშმარიტი რელიგია ღმერთთან ურთიერთობაა. ყველა რელიგიას ახასიათებს ის, რომ კაცობრიობა დაშორებულია ღმერთს და სჭირდება მასთან შერიგება. ცრუ რელიგია ამ პრობლემის გადაჭრას წესებითა და რიტუალებით ცდილობს; ჭეშმარიტი რელიგია კი ამ პრობლემას გადაჭრის იმის გაცნობიერებით, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია, გამოასწოროს ეს დაშორება და მან ეს უკვე გააკეთა. ჭეშმარიტი რელიგია აღიარებს შემდეგს:

• ჩვენ ყველამ შევცოდეთ და ამიტომ ვართ დაშორებულნი ღმერთს (რომაელთა 3:23).

• თუკი არ შეიცვალა ეს, ცოდვისთვის სამართლიანი სასჯელია სიკვდილი და ღმერთისგან სამუდამო დაშორება (რომაელთა 6:23).

• ღმერთი მოვიდა ჩვენთან იესო ქრისტეს სახით და მოკვდა ჩვენ მაგივრად; მიიღო სასჯელი, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებთ, და აღდგა მკვდრეთით, რათა ეჩვენებინა, რომ მისი სიკვდილი საკმარისი საზღაურია (რომაელთა 5:8; 1 კორინთელთა 15:3-4; 2 კორინთელთა 5:21).

• ჩვენ მივიღეთ იესო, როგორც მხსნელი; გვჯერა, რომ მისი სიკვდილი ჩვენი ცოდვების სრული გამოსყიდვაა; ჩვენ მოგვეტევა, გადავრჩით, გამოსყიდულები ვართ და მიგვიღო ღმერთმა (იოანეს 3:16; რომაელთა 10:9-10; ეფესელთა 2:8-9).

ჭეშმარიტ რელიგიასაც აქვს წესები და რიტუალები, მაგრამ არსებობს კრიტიკული განსხვავება. ჭეშმარიტ რელიგიაში რიტუალებს მადლიერების ნიშნად იცავენ იმ ხსნისთვის, რომელიც ღმერთმა მოგვანიჭა და არა იმიტომ, რათა ხსნა მიიღონ. ჭეშმარიტ რელიგიას, რომელიც ბიბლიური ქრისტიანობაა, აქვს წესები, რომლებიც უნდა დაიცვა (არ მოკლა, არ იმრუშო, არ მოიტყუო და ა. შ. ) და რიტუალები (წყლით ნათლობა წყალში სრული შთაფვლით, და უფლის ვახშამი — ზიარება). ამ წესების დაცვა ადამიანს ღმერთის წინაშე არ გაამართლებს. ეს წესები და რიტუალები უფრო მეტად ღმერთთან ურთიერთობის შედეგია, მადლია, რადგან გვწამს, რომ მხოლოდ იესო ქრისტეა მხსნელი. ცრუ რელიგიაში კეთდება რაღაც (წესები და რიტუალები) იმისათვის, რომ ღმერთს ასიამოვნონ. ჭეშმარიტი რელიგია იღებს იესო ქრისტეს, როგორც მხსნელს და შესაბამისად, სწორი ურთიერთობა აქვს ღმერთთან და მხოლოდ ამის შემდეგ იცავს წესებს და რიტუალებს ღმერთის სიყვარულით და იმიტომ, რომ ახლოს იყოს მასთან.

მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
რას ნიშნავს ჭეშმარიტი რელიგია?