settings icon
share icon
შეკითხვა

რა მოხდება ბოლო ჟამის წინასწარმეტყველების მიხედვით?

პასუხი


ბიბლია ბევრს გვასწავლის ბოლო ჟამზე. ბიბლიის თითქმის ყველა წიგნი მოიცავს წინასწარმეტყველებას ბოლო ჟამის შესახებ. ყველა ამ წინასწარმეტყველების თავმოყრა საკმაოდ რთული ამოცანაა. ქვემოთ, მოკლედ გადმოცემულია ამბები, რომლებიც, ბიბლიის თანახმად, ბოლო ჟამს უნდა მოხდეს.

ქრისტე, ატაცების დროს, დედამიწიდან წაიყვანს ყველა ხელახლა შობილ მორწმუნეს (1 თესალონიკელთა 4:13-18; 1 კორინთელთა 15:51-54). ქრისტეს სამსჯავროზე მორწმუნეები დაჯილდოვდებიან იმ კეთილი საქმეებისა და სწორად მსახურების გამო, რომელიც დედამიწაზე ყოფნის დროს გასწიეს, ანდა დაკარგავენ ჯილდოს, და არა საუკუნო სიცოცხლეს, მსახურების ნაკლებობისა და დაუმორჩილებლობის გამო (1 კორინთელთა 3:11-15; 2 კორინთელთა 5:10).

ანტიქრისტე (მხეცი) მოვა სათავეში და ისრაელთან შვიდწლიან ხელშეკრულებას დადებს (დანიელი 9:27). შვიდწლიანი პერიოდი ცნობილია, როგორც „გასაჭირი". გასაჭირისას იქნება საშინელი ომები, შიმშილი, ეპიდემიები, ავადმყოფობები და სტიქიური უბედურებები. ღმერთი გადმოანთხევს თავის რისხვას ცოდვაზე, ეშმაკსა და ბოროტებაზე. ტანჯვა, ასევე, მოიცავს გამოცხადების ოთხი მხედრის გამოჩენას, შვიდ ბეჭედს, საყვირებსა და სამსჯავროს.

შვიდწლიანი მმართველობის შუაში, ანტიქრისტე დაარღვევს ისრაელთან დადებულ ხელშეკრულებას და დაიწყებს ომს მის წინააღმდეგ. ანტიქრისტე ჩაიდენს „გატიალებს სიბილწეს" და შექმნის თავის ხატს სათაყვანებლად იერუსალიმის ტაძარში (დანიელის 9:27; 2 თესალონიკელთა 2:3-10), რომელიც აღდგება. ტანჯვის მეორე ნახევარი მოიხსენიება „დიდ გასაჭირად" (გამოცხადება 7:14) და „იაკობის გასაჭირის ჟამად" (იერემია 30:7).

ათასწლეულის ბოლოს სატანა განთავისუფლდება, დამარცხდება, და, შემდეგ, საუკუნო ცეცხლის ტბაში ჩაგდებულ იქნება (გამოცხადება 20:7-10). ამის შემდეგ, ქრისტე ყველა ურწმუნოს გაასამართლებს (გამოცხადება 20:10-15) დიდი თეთრი ტახტიდან, და ყველას ცეცხლის ტბაში ჩაყრის. ქრისტე შექმნის ახალ ცასა და მიწას და ახალ იერუსალიმს — მორწმუნეების სამარადისო სამყოფელს. და აღარ იქნება ცოდვა, მწუხარება და სიკვდილი (გამოცხადება თ. 21–22).

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რა მოხდება ბოლო ჟამის წინასწარმეტყველების მიხედვით?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries