settings icon
share icon
შეკითხვა

უნდა იყვნენ თუ არა ქრისტიანები შემწყნარებლები სხვა ხალხთა რელიგიური რწმენისა?

პასუხი


ჩვენს დროში, „შემწყნარებლობა" მორალური რელატივიზმის უმაღლეს სიკეთედაა აღქმული. რელატივისტი ამბობს, რომ ყველა ფილოსოფიას, იდეას და რწმენის სისტემას თანაბარი ღირსება აქვს და ამიტომ თანაბრად უნდა მივაგოთ პატივი. ისინი, ვინც უპირატესობას ანიჭებენ ერთ სარწმუნოებას და, რაც უარესია, ამტკიცებენ, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება იციან, ითვლებიან ვიწრო თვალსაწიერის მქონეებად, გაუნათლებლებად და ფანატიკოსებად.

ცხადია, სხვადასხვა რელიგიას ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები აქვს, ხოლო რელატივისტს არ შეუძლია ლოგიკურად შეათავსოს ეს აშკარა წინააღმდეგობები. მაგალითად, ბიბლია ამტკიცებს, რომ „ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და მერე განკითხვა" (ებრაელთა 9:27), მაშინ, როცა რამდენიმე აღმოსავლური რელიგია რეინკარნაციას ქადაგებს. ერთხელ ვკვდებით თუ რამდენჯერმე? არ შეიძლება ორივე სწავლება ჭეშმარიტი იყოს. რელატივისტი არსებითად, უარს ამბობს სიმართლეზე, რათა შექმნას პარადოქსული სამყარო, სადაც მრავალი ურთიერთგამომრიცხავი „ჭეშმარიტებანი" თანაარსებობს.

იესომ თქვა: ,,მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით" (იოანეს 14:6). ქრისტიანისთვის ჭეშმარიტება პიროვნებაა, და არა კონცეფცია. ასეთი აღიარება ქრისტიანს „გონებაგახსნილებისგან" განაცალკევებს. ქრისტიანი სახალხოდ აღიარებს, რომ იესო მკვდრეთით აღსდგა (რომაელთა 10:9-10). თუკი მას მართლაც სჯერა აღდგომისა, როგორ იქნება იგი „გონებაგახსნილი" ურწმუნოს მტკიცების მიმართ, რომ იესო არასდროს აღმდგარა მკვდრეთით? ქრისტიანისთვის წმინდა წერილიდან მომდინარე ცხადი სწავლების უარყოფა ღვთის უარყოფის ტოლფასი იქნება.

მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენ აქამდე მხოლოდ რწმენის საფუძვლებს შევეხეთ. ზოგიერთი რამ (მაგალითად, ქრისტეს ხორციელი აღდგომა) განხილვას არ ექვემდებარება. სხვა საკითხები შეიძლება ღია იყოს დისკუსიისთვის, მაგალითად, ის, თუ ვინ არის ებრაელთა მიმართ წერილის ავტორი ან რას გულისხმობს „ეკლები" პავლეს სხეულში? არ უნდა ვიკამათოთ მეორეხარისხოვან საკითხებზე (2 ტიმოთეს 2:23; ტიტეს 3:9).

საკვანძო დოქტრინების კამათისას თუ საუბრის დროსაც კი, ქრისტიანი ფრთხილად და მშვიდად უნდა იყოს. ერთია, არ დაეთანხმო პოზიციას, მეორე – დაამცირო ადამიანი. მტკიცედ უნდა გვწამდეს ჭეშმარიტებისა და უნდა თანავუგრძნოთ მათ, ვინც ეჭვქვეშ აყენებს მას. იესოს მსგავსად, უნდა ავივსოთ მადლითა და ჭეშმარიტებით (იოანეს 1:14). პეტრე პოულობს ოქროს შუალედს პასუხის გაცემასა და თავმდაბლობას შორის: წმიდაჰყავით ქრისტე, როგორც უფალი, თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა–განმარტებას მოგთხოვთ" (1 პეტრეს 3:15).

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

უნდა იყვნენ თუ არა ქრისტიანები შემწყნარებლები სხვა ხალხთა რელიგიური რწმენისა?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries