რა არის სისტემური თეოლოგია?


შეკითხვა: რა არის სისტემური თეოლოგია?

პასუხი:
„სისტემური" გულისხმობს რაღაცის სისტემაში მოქცევას. ამგვარად, სისტემური თეოლოგია ღვთისმეტყველების სისტემატურად დაყოფაა, რომელიც მის სხვადასხვა ნაწილებს განმარტავს. მაგალითად, ბიბლიის ბევრი წიგნი ანგელოზებზე გვაწვდის ინფორმაციას. მაგრამ, ცალკეული წიგნი არ გვაძლევს სრულ ინფორმაციას ანგელოზებზე. სისტემური თეოლოგია ინფორმაციას ანგელოზებზე ბიბლიის ყველა წიგნიდან იღებს და ათავსებს სისტემაში, რომელსაც ანგელოლოგია ჰქვია. ასეთია სისტემატური თეოლოგიის არსი — ბიბლიური სწავლებების სისტემატურ კატეგორიებად თავმოყრა.

პროპერის თეოლოგია ან პატეროლოგია არის სწავლება მამა ღმერთის შესახებ. ქრისტოლოგია არის სწავლება ღმერთის ძის, უფალი იესო ქრისტეს შესახებ. პნევმატოლოგია სულიწმიდას სწავლობს. ბიბლიოლოგიაკი — ბიბლიას. ესქატოლოგიას სწავლობს ბოლოჟამს, ანგელოლოგია-ანგელოზებს. ქრისტიანული დემონოლოგია სწავლობს დემონებს ქრისტიანული პერსპექტივით, ხოლო ქრისტიანული ანთროპოლოგია არის სწავლება ადამიანზე, ქრისტიანული პერსპექტივით. ჰამარტიოლოგია არის სწავლება ცოდვის შესახებ. სისტემური თეოლოგიის მეშვეობით უკეთ ვიგებთ და ორგანიზებულად ვასწავლით ბიბლიას.

სისტემური ღვთისმეტყველების გარდა, სხვაგვარადაც ყოფენ თეოლოგიას. ბიბლიური თეოლოგია სწავლობს ბიბლიის რომელიმე წიგნს (ან წიგნებს) ღვთისმეტყველების სხვადასხვა მხარეებზე ხაზგასმით. მაგალითად, იოანეს სახარება ძალიან ქრისტოლოგიურია, რაკი დიდი ყურადღება ეთმობა ქრისტეს ღვთაებრიობას (იოანეს 1:1, 14; 8:58; 10:30; 20:28). ისტორიული თეოლოგია — დოქტრინების შესწავლა და მათი განვითარება ეკლესიაში საუკუნეების განმავლობაში. დოგმატური თეოლოგია — გარკვეული ქრისტიანული ჯგუფების მოძღვრებათა შესწავლა, რომლებმაც ჩამოაყალიბეს სისტემატიზებული დოქტრინები. მაგალითად, კალვინისტური თეოლოგია და დისენსაციონალური თეოლოგია. თანამედროვე ღვთისმეტყველება არის სწავლება იმ დოქტრინების შესახებ, რომელებიც უკანასკნელ ხანებში ჩამოყალიბდა. არა აქვს მნიშვნელობა როგორი მეთოდით შევისწავლით თეოლოგიას, მთავარია, რომ ღვთისმეტყველებას ვსწავლობდეთ.

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
რა არის სისტემური თეოლოგია?