settings icon
share icon
შეკითხვა

რას ფიქრობს ქრისტიანს თვითმკვლელობაზე? რას გვეუბნება ბიბლია თვითმკვლელობაზე?

პასუხი


ბიბლია ასახელებს 6 კონკრეტულ ადამიანს, რომლებმაც თვითმკვლელობა ჩაიდინეს: აბიმელეხი (სამართლის წიგნი 9:54), საული (1 სამუელი 31:4), საულის საჭურველმტვირთველი (1 სამუელი 31:4-6), აჰიტოფელი (2 სამუელი 17:23), ზიმრი (1 მეფეთა 16:18) და იუდა (მათე 27:5).ხუთი მათგანი ბოროტი, ცოდვილი ადამიანი იყო (ცოტა რამაა ცნობილი საულის საჭურველმტვირთველზე, მის განსასჯელად). ზოგიერთი სამსონს ასახელებს თვითმკვლელობის მაგალითად (ებრაელთა სამართლის წიგნი 16:26-31), მაგრამ სამსონის მიზანი ფილისტინის მოკვლა იყო და არა საკუთარი თავისა. ბიბლია თვითმკვლელობას მკვლელობის დარად აფასებს, რაც თვითმკვლელობას ნიშნავს. მხოლოდ ღმერთს შეუძლია განსაზღვროს როდის და როგორ უნდა მოკვდეს ადამიანი.

ბიბლიის თანახმად, თვითმკვლელობით არ განისაზღვრება ადამიანის სამოთხეში მოხვედრა. თუ დაუცველი ადამიანი ჩადის თვითმკვლელობას, ის უბრალოდ გზას იკვალავს “ჯოჯოხეთისკენ”. თუმცა, ადამიანი, თვითმკვლელობის მერე ჯოჯოხეთში ხვდება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან უარი თქვა ქრისტესგან ხსნაზე და არა იმიტომ, რომ თავი მოიკლა. რას გვეუბნება ბიბლია ქრისტიანის თვითმკვლელობაზე? ბიბლია გვასწავლის, რომ იმ წუთიდან, როდესაც ქრისტეს ვიწამებთ, ჩვენ ვიღებთ საუკუნო ცხოვრებას (იოანე 3:16). ბიბლიის მიხედვით, ქრისტიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ საუკუნო ცხოვრება აქვთ (1 იოანე 5:13). ვერავინ დააშორებს ქრისტიანს ღვთის სიყვარულს (რომაელთა 8:38-39). თუ ვერანაირ “ქმნილებას” ძალუძს დააშოროს ქრისტიანი ღვთის სიყვარულს და თუ ქრისტიანი, რომელიც თავს იკლავს “ქმნილებაა”, მაშინ თვითმკვლელობასაც კი არ შეუძლია ქრისტიანის ღვთის სიყვარულთან დაშორება. იესო ჩვენი ცოდვებისთვის ეწამა, და თუ ჭეშმარიტი ქრისტიანი სულიერი ბრძოლისა და სისუსტის დროს, იკლავს თავს, ეს ცოდვა ქრისტეს სისხლით გამოისყიდება.

და მაინც, თვითმკვლელობა სერიოზული ცოდვაა ღვთის წინაშე. ბიბლიის თანახმად, თვითმკვლელობა მკვლელობის ტოლფასია; ის ყოველთვის ცუდია. სერიოზული ეჭვები შეიძლება წარმოიშვას იმ ადამიანის რწმენასთან დაკავშირებით, ვინც თვითმკვლელობას ჩადის. არ არსებობს შემთხვევა, რომ გაამართლოს ადამიანის, განსაკუთრებით კი ქრისტიანის თვითმკვლელობა. ქრისტიანები თავიანთ სიცოცხლეს ღმერთს უმადლიან და მხოლოდ ღმერთს შეუძლია იმის გადაწყვეტა როდის უნდა მოკვდეს ის. თუმცა მასში თვითმკვლელობაზე არაა საუბარი, 1 კორინთელთა 3:15 ალბათ საუკეთესოდ აღწერს, რა მოსდის ქრისტიანს თვითმკვლელობის შემდეგ: “ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს; თვითონ კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლისაგან”.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რას ფიქრობს ქრისტიანს თვითმკვლელობაზე? რას გვეუბნება ბიბლია თვითმკვლელობაზე?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries