settings icon
share icon
შეკითხვა

რა ნიშნავს ჩანაცვლებით გამოსყიდვა?

პასუხი


ჩანაცვლებით გამოსყიდვა გულისხმობს ცოდვილთა ნაცვლად იესო ქრისტეს სიკვდილს. წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ადამიანები ცოდვილები არიან (რომაელთა 3:9-18, 23). ჩვენი ცოდვების სასჯელი სიკვდილია. რომაელთა 6:23-ში ვკითხულობთ: „ცოდვისსაზღაურისიკვდილია, ხოლოღვთისმადლი – საუკუნოსიცოცხლეჩვენსუფალში, იესოქრისტეში."

ეს მუხლი გვასწავლის რამდენიმე რამეს: ქრისტეს გარეშე დავიღუპებოდით და ჩვენს მარადიულობას ჯოჯოხეთში გავატარებდით საკუთარი ცოდვების გამოსასყიდად. სიკვდილი, წმინდა წერილში, „განშორებას" ნიშნავს. ყველა მოკვდება, მაგრამ ზოგი საუკუნოდ ღმერთთან იცოცხლებს ზეცაში, ვიდრე დანარჩენები მარადიულობას ჯოჯოხეთში გაატარებენ. ამ მუხლებში სიკვდილი ჯოჯოხეთში ყოფნას აღნიშნავს. თუმცა, მეორე წინადადება ამ მუხლებისა გვასწავლის, რომ მარადიული სიცოცხლე ხელმისაწვდომია ქრისტე იესოს მეშვეობით. ეს არის მისი ჩანაცვლებითი გამოსყიდვა.

იესო ქრისტე ჯვარზე სიკვდილისასჩვენ ადგილას კვდებოდა. სინამდვილეში,ჯვარზე, იმ ადგილას, სიკვდილს ჩვენ ვიმსახურებდით, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ცოდვებით. მაგრამ იესომ აიღო საკუთარ თავზე სასჯელი ჩვენი ცოდვებისთვის – ის შეგვენაცვლა და მიიღო ის, რასაც სინამდვილეში ჩვენ გვეკუთვნოდა: „ვინცცოდვაარიცოდა, ისგახადაცოდვადჩვენსგამო, რათაჩვენცგავხდეთღვთისსამართლიანობამასში" (2 კორინთელთა5:21).

„რომელმაცჩვენიცოდვებითვითონვეაზიდაჯვარზეთავისისხეულით, რათაცოდვისათვისმკვდრებმასიმართლისათვისვიცოცხლოთ; ვისიჭრილობებითაცთქვენგანიკურნეთ" (1 პეტრეს 2:24). აქ, კიდევ ერთხელჩანს, რომ ქრისტემ თავის თავზე აიღო ცოდვები, რომლებიც ჩვენ ჩავიდინეთ. რამდენიმე მუხლის შემდეგ ვკითხულობთ, „რადგანქრისტეცმოკვდაერთხელჩვენიცოდვებისთვის, მართალი — უსამართლოთათვის, რათამივეყვანეთღმერთთან; მოიკლახორცითდაგაცოცხლდასულით" (1 პეტრეს 3:18). ეს მუხლებიარამარტოქრისტეს ჩანაცვლებაზე მიგვითითებს, არამედ იმასაც გვასწავლის, რომ ქრისტეს გამოსყიდვა საკმარისი იყო,რომ გადაეხადა საზღაური ცოდვილი ადამიანებისთვის.

კიდევ ერთი მუხლი ჩანაცვლებით გამოსყიდვაზე, არის ესაიას 53:5. ეს მუხლი საუბრობს მომავალ ქრისტეზე, რომელიც უნდა მომკვდარიყო ჯვარზე ჩვენი ცოდვებისთვის. წინასწარმეტყველება საკმაოდ დეტალურად არის აღწერილი და ჯვარცმაც სწორედ ისე მოხდა როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო. „მაგრამისდაჭრილიიყოჩვენსდანაშაულთაგამო, დალეწილი — ჩვენიურჯულოებისგამო; ჩვენისასჯელიმასზეიყო; დამისიჭრილობებითჩვენგანვიკურნეთ." შენიშნეთ ჩანაცვლება. აქ, ისევ ვხედავთ ფასს, ქრისტემ მიერ გადახდილს!

ჩვენ, საკუთარი ცოდვებს, ჯოჯოხეთში მარადიული ტანჯვით თუ გამოვისყიდდით. მაგრამ ღვთის ძე, იესო ქრისტე, მოვიდა დედამიწაზე, რათა ფასი გადაეხადა ჩვენი ცოდვებისთვის. ამით, არა მარტო ცოდვების პატიების საშუალებამოგვცა, არამედ მასთან მარადიულად ყოფნის უფლებაც.ამისთვის, უნდა ვირწმუნოთ ჯვარცმული ქრისტესი. ჩვენ ვერ დავიხსნით საკუთარ თავს; ჩვენ გვჭირდება შემცვლელი, ჩვენს ადგილზე. იესო ქრისტეს სიკვდილი ჩანაცვლებითი გამოსყიდვაა.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რა ნიშნავს ჩანაცვლებით გამოსყიდვა?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries