settings icon
share icon
შეკითხვა

როგორია ნაბიჯები გადარჩენისკენ?

პასუხი


ბევრი ადამიანი ეძიებს „ნაბიჯებს გადარჩენისკენ". ადამიანებს მოსწონთ ხუთი ნაბიჯის ინსტრუქციის იდეა, რომელთაც თუკი დაიცავენ, გადარჩებიან. ამის მაგალითია ისლამი, თავისი ხუთი ბურჯით, რომელთაც თუკი დაიცავ, გადარჩები. ქრისტიანთა შორისაც ბევრს შეცდომით ჰგონია, რომ გადარჩენა ეტაპობრივი პროცესია. რომაულ კათოლიციზმს აქვს შვიდი საიდუმლო. სხვადასხვა ქრისტიანული დენომინაცია ამატებს ნათლობას, საჯარო აღსარებას, ცოდვაზე უარის თქმას, სხვადასხვა ენაზე ლაპარაკს. მაგრამ ბიბლია გადარჩენის მხოლოდ ერთ გზას გვიჩვენებს. მაშინ, როდესაც ფილიპელმა ციხის ზედამხედველმა ჰკითხა პავლეს: „რა გავაკეთო, რომ გადავრჩე?" პავლემ უპასუხა: „იწამე უფალი იესო და გადარჩებით შენც და მთელი შენი სახლიც" (საქმეები 16:30-31).

იესო ქრისტეს, მხსნელის რწმენა ერთადერთი „ნაბიჯია" გადარჩენისკენ. ბიბლიის გზავნილი სრულიად ნათელია. ჩვენ ყველამ შევცოდეთ ღმერთის წინაშე (რომაელთა 2:23); ცოდვის გამო ღმერთისგან სამუდამო დაშორება დავიმსახურეთ (რომაელთა 6:23); ღმერთმა ჩვენი სიყვარულის გამო (იოანეს 3:16) ხორცი შეისხა და მოკვდა ჩვენ ნაცვლად; აიღო საკუთარ თავზე სასჯელი, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებდით (რომაელთა 5:8; 2 კორინთელთა 5:21). ღმერთი გვპირდება ცოდვების პატიებას და ზეცაში საუკუნო ცხოვრებას ყველას, ვინც ირწმუნებს, რომ იესო ქრისტეა მხსნელი (იოანეს 1:12; 3:16; 5:24; საქმეები 16:31).

გადარჩენა არ არის კავშირში გარკვეულ ნაბიჯებთან, რომელთაც გადავდგამთ, რათა გადავრჩეთ. დიახ, ქრისტიანი უნდა მოინათლოს. დიახ, ქრისტიანმა საჯაროდ უნდა აღიაროს, რომ ქრისტეა მხსნელი. დიახ, ქრისტიანმა უარი უნდა თქვას ცოდვაზე. დიახ, ქრისტიანმა საკუთარი ცხოვრება უნდა მიუძღვნას ღმერთს. ეს ყველაფერი ხსნის შედეგია. ცოდვის გამო ჩვენ ვერაფრით დავიმსახურებდით ხსნას. ჩვენ ათასი ნაბიჯიც რომ გადავდგათ, ეს მაინც არ იქნება საკმარისი. ამიტომ უნდა მომკვდარიყო იესო ჩვენ ნაცვლად. ჩვენ სრულიად უუნაროები ვართ იმისთვის, რომ გადავიხადოთ ჩვენი ცოდვების საზღაური ღმერთის წინაშე, ან განვიწმინდოთ ცოდვისაგან. მხოლოდ ღმერთს შეეძლო ჩვენი ხსნა და ასეც გააკეთა. თვითონ ღმერთმა გადადგა „ნაბიჯი" და ამასვე სთავაზობს ყველას, ვინც ხსნას მიიღებს მისგან.

გადარჩენა და პატიება არ გულისხმობს ნაბიჯებს. ის გულისხმობს ქრისტეს, როგორც მხსნელის მიღებას და იმის აღიარებას, რომ მან ყველაფერი გააკეთა ჩვენ ნაცვლად. ღმერთი ჩვენგან ერთ ნაბიჯს მოითხოვს – მივიღოთ იესო ქრისტე, როგორც ცოდვებისგან ჩვენი დამხსნელი და სრულად მივენდოთ მხოლოდ მას გადარჩენის გზაზე. სწორედ ეს გამოარჩევს ქრისტიანულ რწმენას ყველა სხვა მსოფლიო რელიგიისგან, რომელთაგანაც თითოეულს აქვს ნაბიჯების ნუსხა, რომელიც უნდა გადადგა, რომ გადარჩე. ქრისტიანული რწმენა აღიარებს, რომ ღმერთმა უკვე გადადგა ნაბიჯები და უბრალოდ გვეძახის, რათა მოვინანიოთ და მივიღოთ იგი რწმენით.

მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

როგორია ნაბიჯები გადარჩენისკენ?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries