settings icon
share icon
შეკითხვა

რას ამბობს ბიბლია სულიერ ბრძოლაზე?

პასუხი


სულიერ ბრძოლასთან დაკავშირებით ორი ძირითად შეცდომას ვუშვებთ – ზედმეტად ვაფასებთ ან ვაბიაბრუებთ მას. არიან ადამიანები, რომლებიც ყველა ცოდვას, კონფლიქტსა და პრობლემას დემონებს მიაწერენ. სხვები კი, პირიქით, სრულიად უგულებელყოფენ სულიერ რეალობას და ბიბლიაში აღწერილ სულიერ ძალებთან ბრძოლას. გამარჯვებული სულიერი ბრძოლის გასაღები ბიბლიურ ბალანსშია. ერთგან, იესო დევნის დემონებს ადამიანებისგან, მეორეგან, დემონების უხსენებლად კურნავს ხალხს. პავლე მოციქული გვარიგებს, რომ საკუთარ ცოდვებს ვებრძოლოთ (რომაელთა 6) და წინ აღვუდგეთ ეშმაკის ზრახვებს (ეფესელთა 6:10-18).

ეფესელთა 6:10-12 გადმოგვცემს: „დასასრულს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს. რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სიბნელის სამყაროს მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ." ეს ტექსტი გვასწავლის საკვანძო ჭეშმარიტებებს: ჩვენი ბრძოლა ცისქვეშეთში ბოროტ სულთა წინააღმდეგაა, სადაც მხოლოდ უფლის ძალით ვიდგებით მტკიცედ და უფლის საჭურველით ვიქნებით დაცულნი.

ეფესელთა 6:13-18-ში აღწერილია ღვთის მიერ ბოძებული საჭურველი. მყარად უნდა ვიდგეთ ჭეშმარიტებით წელშემორტყმულნი, სიმართლის ჯავშნით შემოსილნი, მშვიდობის სახარებლად მზადმყოფნი, რწმენის ფარით ხელში, უნდა ვილოცოთ ყველა წმიდისათვის. რას წარმოადგენს სულიერი საჭურველი სულიერ ბრძოლაში? უნდა ვიცოდეთ, გვწამდეს და ვილაპარაკოთ სიმართლე. არ დაგვავიწყდეს ჩვენი გამართლება ქრისტეს მსხვერპლით. ყველანაირი დაბრკოლების მიუხედავად, უნდა გავავრცელოთ სახარება. არ უნდა ვიმერყეოთ რწმენაში, მუდამ გვწამდეს უფლის აღთქმებისა, მიუხედავად ურთულესი წინააღმდეგობებისა. ჩვენი ძლიერი ფარია რწმენა ჩვენი გადარჩენისა, რომელსაც ვერანაირი სულიერი ძალა ვერ წაგვართმევს. ჩვენი იარაღი უფლის სიტყვაა, და არა საკუთარი გრძნობები და აზრები. უნდა ვილოცოთ სულიწმიდის ძალითა და ნებით.

იესო საუკეთესო მაგალითია სულიერ ბრძოლაში ცდუნებათა დაძლევისა. დააკვირდით, როგორ უმკლავდება იესო სატანისგან უშუალო შეტევებს უდაბნოში (მათეს 4:1-11). ყველა ცდუნებას სძლია სიტყვებმა: „დაწერილია". ეშმაკის საცდურების წინააღმდეგ, ყველაზე ძლიერი იარაღი ცოცხალი ღვთის სიტყვაა. „გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო" (ფსალმუნები 118:11).

სიფრთხილე გვმართებს სულიერ ბრძოლისას. იესოს სახელი არ არის მაგიური ფორმულა, რომელიც დემონებს განდევნის ჩვენგან. სკევას შვიდი ვაჟის ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს, როცა ადამიანები იყენებენ იმ ძალაუფლებას, რომელიც სინამდვილეში მათ არ გააჩნიათ (საქმეები 19:13-16). მიქაელ მთავარანგელოზმაც კი ვერ შერისხა სატანა თავისი ძალით და უთხრა: „შეგრისხოს უფალმა!" (იუდა 1:9). ეშმაკთან შეხებისას, შესაძლოა, ევასავით გზას ავცდეთ (დაბადება 3:1-7). ჩვენი ყურადღება უნდა იყოს უფალზე და არა სატანაზე; უფალს ვესაუბრებით და არა სატანას.

საბოლოოდ, რა არის სულიერი ბრძოლაში გამარჯვების საშუალება? დავეყრდნოთ უფლის ძალას და არა — საკუთარს. შევიმოსოთ უფლის მთლიანი საჭურველით. ჩვენ გვწამს ბიბლიის ძალის — უფლის სიტყვა სულის ხმალია. სიმტკიცითა და სიწმიდით ლოცვისას, ვაუწყებთ უფალს ჩვენს სათხოვარს. ვდგავართ რა მყარად (ეფესელთა 6:13-14), ვემორჩილებით ღმერთს, ვეწინააღმდეგებით ეშმაკს (იაკობის 4:7), გვახსოვდეს, რომ ცაბაოთ უფალია ჩვენი მფარველი; „მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე — აღარ დავეცემი მეტად (ფსალმუნები 61:2).

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რას ამბობს ბიბლია სულიერ ბრძოლაზე?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries