settings icon
share icon
შეკითხვა

რას ნიშნავს სულიერი ზრდა?

პასუხი


სულიერი ზრდა არის გზა იესო ქრისტეს მსგავსად გარდაქმნისა. ვირწმუნებთ რა ქრისტეს, სულიწმიდა გარდაგვსახავს იესო ქრისტეს ხატად. სულიერი ზრდა ყველაზე კარგად წარმოდგენილია 2 პეტრეს 1:3-8-ში, სადაც ვკითხულობთ, რომ უფლის ძალით „მოგვენიჭა ყოველივე" ღვთისმოსაობისთვის, რაც სულიერი ზრდის მიზანია. შენიშნეთ, რომ ყველაფერი „მისი შემეცნებით" მოდის, რაც ყველა საჭიროების მოპოვების გასაღებია. უფლის შემეცნება ღვთის სიტყვიდანაა, რომელიც ზრდისა და აღშენებისთვის მოგვეცა.

გალატელთა მიმართ წერილის მეხუთე თავში (19-23) ვხვდებით ორ ნუსხას. პირველ ნუსხაში, 19-21 მუხლებში, აღწერილია „ხორცის საქმეები". ესენია საქმეები, რომლებიც დამახასიათებელი იყო ცხოვრების იმ პერიოდისთვის, როცა იესო ქრისტე მხსნელად არ მიგვეღო. ხორციელ საქმეებს ვინანიებთ და, უფლის დახმარებით, ვძლევთ კიდეც. რაწამს დავიწყებთ სულიერ ზრდას, უფრო და უფრო განქარდება „ხორცის საქმეები" ჩვენს ცხოვრებაში. მეორე ნუსხა „სულის ნაყოფებია" (მმ. 22-23). ესენი უნდა ახასიათებს ჩვენს ცხოვრებას, იესო ქრისტეში გადარჩენის შემდეგ. სულიერი ზრდას ამტკიცებს სულის ნაყოფები, რომლებიც დღითი დღე აშკარა ხდება.

გადარჩენის შემდეგ სახეცვლილებისას, სულიერ ზრდაც იწყება. სულიწმიდა მკვიდრდება ჩვენში (იოანეს 14:16-17). ჩვენ ახალი ქმნილებები ვართ ქრისტეში (2 კორინთელთა 5:17). ძველი, ცოდვილი ბუნება, გზას უხსნის ახალს – ქრისტესმიერ ბუნებას (რომაელთა 6-7). სულიერი ზრდა დაუსრულებელი პროცესია, რომელიც მჭიდროდაა გადაჯაჭვული ღვთის სიტყვის შესწავლასა და განხორციელებაზე, და, ასევე „სულიერად სიარულზე" (გალატელთა 5:16-26). სულიერი ზრდის ძიებისას, უნდა ვილოცოთ მის წინაშე და ვთხოვოთ სიბრძნე, რომელიც, ჩვენს ცხოვრებაში, გააძლიერებს ღვთისთვის სასურველ საქმეებს. შეგვიძლია ღმერთს ცოდნისა და რწმენის გაზრდა ვთხოვოთ. უფლისთვის სასურველია ჩვენი სულიერი ზრდა, რისთვისაც ყველაფერს გვაძლევს. სულიწმიდის დახმარებით ცოდვის ძლევა და ჩვენი მხსნელის, უფალ იესო ქრისტეს ხატად გარდაქმნა შეგვიძლია.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რას ნიშნავს სულიერი ზრდა?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries