settings icon
share icon
შეკითხვა

ვინ იყვნენ ღვთის შვილები და ადამიანის ასულები დაბადების 6:1-4-ში?

პასუხი


დაბადების 6:1-4-ში აღწერილია ღვთის შვილები და ადამიანთა ასულები. რამდენიმე ვარაუდი არსებობს, თუ ვინ იყვნენ ღვთის შვილები და რატომ მოხდა, რომ მათი შთამომავლები, რომლებიც ადამიანთა ასულებისგან შეეძინათ, გოლიათებად იქცნენ (სწორედ იმად, რასაც, სავარაუდოდ, სიტყვა ნეფილიმ ნიშნავს).

ღვთის შვილების შესახებ სამი ძირითადი მოსაზრება არსებობს: 1) ისინი იყვნენ დაცემული ანგელოზები; 2) ისინი იყვნენ ადამიანთა ძლევამოსილი მმართველები; 3) ისინი იყვნენ შეთის ღვთაებრივი შთამომავლები, რომლებიც კაენის დაწყევლილ შთამომავლებთან დაქორწინდნენ. პირველ თეორიას ამართლებს ის, რომ ძველ აღთქმაში „ღვთის შვილებად", როგორც წესი, ანგელოზები მოიხსენებიან (იობი 1:6; 2:1; 38:7), მაგრამ, სავარაუდოდ, პრობლემას ქმნის მათეს 22:30, სადაც წერია, რომ ანგელოზები არ ქორწინდებიან. ბიბლიის მიხედვით, ანგელოზებს არ აქვთ სქესი და არ შეუძლიათ გამრავლება. ეს პრობლემა არ ეხება დანარჩენ ორ თვალსაზრისს.

მეორე და მესამე შეხედულებათა ნაკლი ისაა, რომ რთულია ახსნა, რატომ იყვნენ „ბუმბერაზები" ან „ძველთაგანვე სახელოვანნი" ჩვეულებრივი კაცების შვილები, რომლებიც ჩვეულებრივ ქალებთან დაქორწინდნენ. შემდეგ, რატომ გადაწყვიტა ღმერთმა წარღვნა დედამიწაზე (დაბ. 6: 5-7), როცა ღმერთს არასდროს აუკრძალავს შეთის შთამომავალებისთვის ან ძლიერი მამაკაცებისთვის დაქორწინებულიყვნენ ჩვეულებრივ ქალებზე ან კაენის შთამომავლებზე? მომავალი სასჯელი დაბადების 6:5-7-ში, უკავშირდება დაბადების 6:1-4-ში მომხდარს. მხოლოდ დაცემული ანგელოზების ადამიანთა ასულებთან ამორალურ, გარყვნილ ქორწინებას შეეძლო გამოეწვია ასეთი საშინელი სასჯელი.

როგორც აღვნიშნეთ, პირველი მოსაზრების სუსტი მხარეა მათეს 22:30-ში ნათქვამი: „ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში." თუმცა ტექსტი პირდაპირ არ ამბობს, რომ ანგელოზებს არ შეუძლიათ დაქორწინება. სავარაუდოდ,მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ ანგელოზები არ ქორწინდებიან. ამას გარდა, მათეს 22:30-ში ნახსენებია ანგელოზები ცაში. ეს არ ეხება დაცემულ ანგელოზებს, რომლებიც არ იცავენ ღმერთის მიერ დადგენილ წესრიგს, და, რომლებიც მონდომებით ეძებენ გზებს ღვთის გეგმის ჩასაშლელად. ის ფაქტი, რომ ღმერთის წმინდა ანგელოზები არ ქორწინდებიან და არა აქვთ სექსუალური ურთიერთობები, არ ნიშნავს იმას, რომ იგივე არ ეხება სატანასა და მის დემონებს.

პირველი მოსაზრება ყველაზე უფრო შესაძლებელია. დიახ, საინტერესო „წინააღმდეგობაა" ვთქვათ, რომ ანგელოზებს სქესი არა აქვთ, ხოლო შემდეგ – „ღვთის შვილები" იყვნენ დაცემული ანგელოზები, რომელებიც დაუკავშირდნენ ადამიანთა ასულებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ანგელოზები სულიერი არსებები არიან (ებრაელთა 1:14), მათ შეუძლიათ გამოჩდნენ ადამიანის ფიზიკურ სხეულში (მარკოზის 16:5). სოდომისა და გომორას მკვიდრ მამაკაცებს უნდოდათ შეცნობა ლოტის თანმხლები ორი ანგელოზისა (დაბადების 19:1-5). სავსებით შესაძლებელია, რომ ანგელოზებს აქვთ უნარი მიიღონ ადამიანის ფორმა, და თანაც ისე, რომ შეეძლოთ გამრავლება. რატომ ხდება ეს იშვიათად? როგორც ჩანს, ღმერთმა ციხეში გამოკეტა დაცემული ანგელოზები, რომლებმაც ეს ბოროტი ცოდვა ჩაიდინეს და, შესაბამისად, სხვა დაცემული ანგელოზები იგივეს აღარ იმეორებენ (როგორც აღწერილია იუდა 6-ში). ადრეული ებრაული განმარტებები, ასევე აპოკრიფული და ფსევდოპიგრაფული შრომები ემხრობა მოსაზრებას, რომ დაბადების 6:1-4-ში მოხსენიებული „ღვთის შვილები" დაცემული ანგელოზები არიან. მაგრამ ამით ეს დისკუსიას არ მთავრდება. თუმცა, იმ მოსაზრებას, რომ დაბადების 6:1-4-ში იგულისხმება დაცემული ანგელოზები, რომელებიც ადამიანთა ასულებთან „შედიოდნენ", მყარი კონტექსტუალური, გრამატიკული და ისტორიული საფუძველი აქვს.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

ვინ იყვნენ ღვთის შვილები და ადამიანის ასულები დაბადების 6:1-4-ში?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries