settings icon
share icon
შეკითხვა

მარადიულად დაცულობა ცოდვის ჩადენის ნებართვასნიშნავს?

პასუხი


ყველაზე ხშირად,მარადიულად დაცულობის დოქტრინასუპირისპირდება აზრი, თითქოს,ადამიანებს თვითნებურად შეუძლიათ იცხოვრონ, და მიუხედავად ამისა,შეწყალებულნი იყვნენ. ეს შეიძლება „ფორმალურად" სიმართლე იყოს, მაგრამ რეალურად ასე არ არის. იესო ქრისტეს მიერ დახსნილი ადამიანის ცხოვრებას არ ახასიათებს თვითნებური, ნებსით ცოდვა. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, თუ როგორ უნდა იცხოვროს ქრისტიანმა და რა უნდა გააკეთოს ადამიანმა გადარჩენისთვის.

ბიბლია ცხადად გადმოგვცემს: ხსნა არის მხოლოდ მადლითა და რწმენით, და მხოლოდ ქრისტეთი (იოანეს 3:16; ეფესელთა 2:8-9; იოანეს 14:6). ქრისტეს, ჭეშმარიტად აღიარებისა და რწმენის მომენტში, ადამიანი დახსნილია და დაცულია გადარჩენისთვის. ხსნას ვერ გამოიმუშავებ მხოლოდ რწმენით, მაგრამ შეინარჩუნებსაქმით. პეტრე მოციქული ამ საკითხს განიხილავს გალატელთა 3:3-ში:„ნუთუიმდენადუგუნურნიხართ, რომსულითდაიწყეთდაახლახორცითამთავრებთ?" თუ რწმენით გადავრჩებით, ჩვენი ხსნაც შენარჩუნებული და დაცულია რწმენით. ჩვენ, საკუთრივ, ვერ გამოვიმუშავებთ ხსნას. აქედან გამომდინარე, ვერც შევინარჩუნებთ.ღმერთია, ვინც განამტკიცებს ჩვენს ხსნას (იუდას1:24). ეს არის ღვთის ხელი, რომელსაც მყარად უჭირავს ჩვენი თავი (იოანეს 10:28-29). ეს არის ღვთის სიყვარული, რომლისგანაც ვერაფერი ჩამოგვაშორებს (რომაელთა 8:38-39).

მარადიულად დაცულობის ნებისმიერი უარყოფა,თავისი არსით, არის რწმენა, რომ უნდა შევინარჩუნოთ საკუთარი ხსნა, ჩვენი კარგი საქმეებითა და საქციელებით. მაგრამ, ეს სრულიად ეწინააღმდეგება მადლით დახსნას.ჩვენ ქრისტეს დამსახურებებით ვართ შეწყალებული, და არა – ჩვენით (რომაელთა 5:8). იმის მტკიცება, რომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ღვთის სიტყვას ან ვიცხოვროთ ღვთიური სიცოცხლით საკუთარი ხსნის შესანარჩუნებლად,ნიშნავს იმას, რომ იესოს სიკვდილი არ იყო საკმარისი ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად (რომაელთა 5:8; 1კორინთელთა 15:3; 2 კორინთელთა 5:21).

ანუ ქრისტიანს შეუძლია იცხოვროს ისე, როგორც სურს, და, მაინც,იყოსდახსნილი? ეს სათუო შეკითხვაა, რადგან ბიბლია ნათლად აღნიშნავს — ნამდვილი ქრისტიანი არ იცხოვრებს„ისე, როგორც თავად სურს." ქრისტიანები ახალი ქმნილებანი არიან (2კორინთელთა 5:17). ქრისტიანები ამჟღავნებენ სულის ნაყოფებს (გალატელთა 5:22-23), და არა ხორცის საქმეებს (გალატელთა5:19-21). პირველი იოანეს 3:6-9 ნათლად გადმოსცემს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი არ რჩება შემცოდედ.საწინააღმდეგოდ იმისა,თითქოს, მადლი უბიძგებს ცოდვის ჩადენას,მოციქული პავლე ცხადჰყოფს: „მაშრავთქვათ? დავრჩეთცოდვაში, რათამადლიგამრავლდეს? არამცდაარამც! ჩვენ, რომელნიცმოვკვდითცოდვისათვის, როგორღავიცოცხლოთმასში?" (რომაელთა 6:1-2).

მარადიულად დაცულობა ცოდვით ცხოვრებას არ იწონებს. პირიქით, ამით ვიგებთ ღვთისგარანტირებულ სიყვარულს ქრისტეს მორწმუნეებისადმი. ღვთის დიადი ხსნის საჩუქრის ცოდნა და გაგებასრულიად უპირისპირდება ცოდვის ჩადენის ნებადართულობას.შეიძლება, მან, ვინც იცისქრისტეს ღვაწლი ჩვენს ცოდვათა გამო, ისევ ცოდვით სავსე იცხოვროს (რომაელთა 6:15-23)? როგორ შეიძლება, მან, ვისაც ესმის ღვთის უპირობო და ურყევი სიყვარული მორწმუნეებისადმი, ზურგი აქციოს მას? ასეთი ადამიანი წარმოაჩენს არა იმას, რომ საუკუნო დაცულობამ მას ცოდვის ჩადენის უფლება მისცა,არამედ მან ვერ განიცადა ჭეშმარიტი ხსნა ქრისტე იესოში. „ყოველი, ვინცრჩებამასში, არსცოდავს. ვერცერთიშემცოდევერიხილავსდავერშეიცნობსმას" (1 იოანეს 3:6).

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

მარადიულად დაცულობა ცოდვის ჩადენის ნებართვასნიშნავს?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries