settings icon
share icon
შეკითხვა

რას ნიშნავს ეკლესიის ატაცება?

პასუხი


სიტყვა „ატაცება" პირდაპირ არ გვხვდება ბიბლიაში. ეს ტერმინი მოდის ლათინურიდან, რომელიც ნიშნავს „წაყვანას", „გადაადგილებას" ან „მოტაცებას". ეკლესიის „წაყვანის" ან ატაცების კონცეფცია ნათლადაა გადმოცემული წმინდა წერილში.

ეკლესიის ატაცება – მოვლენა, როდესაც ღმერთი ყველა მორწმუნეს აიტაცებს დედამიწიდან, რათა ადგილი გაათავისუფლოს თავისი საშინელი სამსჯავროსთვის. ატაცება პირდაპირაა აღწერილი 1 თესალონიკელთა 4:13–18-სა და 1 კორინთელთა 15:50–54-ში. ღმერთი აღადგენს ყველა მკვდარ მორწმუნეს, მისცემს მათ უხრწნელ სხეულს და წაიყვანს დედამიწიდან ყველა ცოცხალ მორწმუნესთან ერთად, რომელთაც, იმ დროისთვის, ასევე, უხრწნელი სხეულები ექნებათ. „ვინაიდან თვითონ უფალი გადმოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმაზე და ღვთის საყვირზე და ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან, მერე კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად უფალთან ვიქნებით სამარადისოდ." (1 თესალონიკელთა 4: 16-17)

ატაცებას თან მოჰყვება ჩვენი სხეულების წამიერი გარდასახვა მარადიულობისთვის. „ამიერიდან ღვთის შვილნი ვართ, ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულა, რანი ვიქნებით. ვიცით, რომ როცა გამომჟღავნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც არის (1 იოანეს 3:2). ატაცება უნდა გავარჩიოთ მეორედ მოსვლისგან. ატაცების დროს უფალი მოვა „ღრუბლებიდან", რათა „ჰაერში" შეგვხვდეს (1 თესალონიკელთა 4:7). მეორედ მოსვლის დროს უფალი ეშვება დედამიწაზე, რათა დადგეს ზეთისხილის მთაზე, რომელსაც მოყვება საშინელი მიწისძვრა ღვთის მტერთა განადგურების შედეგად (ზაქარია 14: 3-4).

ატაცებაზე სწავლებას არ ვხვდებით ძველ აღთქმაში, და ამიტომ უწოდებს პავლე მას „საიდუმლოს", რომელიც ახლა გაცხადდა: „აი, მე საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი არ განისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელ საყვირზე. ვინაიდან დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად, ხოლო ჩვენ შევიცვლებით" (1 კორინთელთა 15:51–52).

ატაცება ის დიდებული მოვლენაა, რომლისკენაც ყველანი მივისწრაფვით. ჩვენ საბოლოოდ განვთავისუფლდებით ცოდვისგან. საუკუნოდ ღმერთთან ვიქნებით. ხშირია კამათი ატაცების მნიშვნელობასა და მის მასშტაბებზე. ეს არ არის ღმერთის განზრახვა. პირიქით, ატაცება სრული იმედით აღსავსე სანუგეშებელი დოქტრინაა; ღმერთს სურს „ვანუგეშოთ ერთმანეთი ამ სიტყვებით" (1 თესალონიკელთა 4:18).

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რას ნიშნავს ეკლესიის ატაცება?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries