რა არის ეკლესიის მიზანი?


შეკითხვა: რა არის ეკლესიის მიზანი?

პასუხი:
მოციქულთა საქმეების2:42 მუხლი შეიძლება ეკლესიის მიზნის ფორმულირებადგანვიხილოთ: „დაიყვნენისინიგამუდმებითმოციქულთამოძღვრებაში, თანამოზიარობაში, პურისგატეხასადალოცვებში." ამ მუხლისმიხედვით, ეკლესიის მიზნები და საქმეებიუნდა იყოს: 1) ბიბლიური დოქტრინების სწავლება; 2) ადგილის უზრუნველყოფა მორწმუნეთა მოზიარეობისთვის; 3) საიდუმლო სერობის შესრულება;4) ლოცვა.

ეკლესიამ დოქტრინები უნდა გვასწავლოს,რათა გავმაგრდეთ რწმენაში. ეფესელთა 4:14 გვასწავლის: „რათააღარვიყოთბავშვები, რომელთაცარყევსდაიტაცებსმოძღვრებისყოველგვარიქარიადამიანთაცბიერებით, ცდუნებისმზაკვრულიხელოვნებით." ეკლესია უნდა იყოს თანაზიარების ადგილი, სადაც ქრისტიანები თავს მიუძღვნიან და პატივს მიაგებენერთმანეთს (რომაელთა15:14), იყავით კეთილნი და თანამგრძნობნიერთმანეთის მიმართ (ეფესელთა4:32), შეაგონეთ ერთმანეთი (1 თს. 5:11) და, რაც მთავარია, გიყვარდეთ ერთმანეთი (1 იოანეს3:11).

ეკლესია უნდა იყოს ადგილი, სადაც მორწმუნეებიმონაწილეობას მიიღებენ საიდუმლო სერობაში, მოიგონებენრა ქრისტეს სიკვდილით ჩვენთვის დაღვრილ სისხლს (1 კორინთელთა11:23-26). „პურის გატეხვის" ცნებაც(საქმეები2:42) ერთად პურობას ემსახურება. ეს კიდევ ერთი მაგალითია ერთობის წახალისებისა. საქმეები 2:42-ის მიხედვით, ეკლესიის საბოლოო მიზანი ლოცვაა. ეკლესიამ უნდა ხელი შეუწყობს ლოცვას, ლოცვის სწავლასა და ლოცვაში წვრთნას.ფილიპელთა 4:6-7 შთაგვაგონებს: „არაფერზეიზრუნოთ, მხოლოდლოცვასადავედრებაშიმადლიერებითაუწყეთთქვენისურვილიღმერთს, დაღვთისმშვიდობა, რომელიცყოველგვარგონებასაღემატება, დაიფარავსთქვენსგულებსდათქვენსფიქრებსქრისტეიესოში".

ეკლესია სახავს კიდევ ერთ ამოცანას -იესო ქრისტეში გადამრჩენელი სახარების ქადაგება(მათეს 28:18-20; საქმეები1:8). ეკლესია მოწოდებულია ერთგულად აუწყოს სახარება სიტყვითა და საქმით. ეკლესია უნდა იყოს ერის „შუქურა", რომელიც მიუთითებს ჩვენს უფალსა და მხსნელზე, იესო ქრისტეზე. ეკლესიამ, როგორც უნდა უქადაგოს სახარება ქვეყნიერებას, ასევე, უნდა მოამზადოს წევრებისახარების საუწყებლად (1 პეტრეს3:15).

ეკლესიისზოგიერთიბოლომიზანიგადმოცემულია იაკობის 1:27-ში: „წმიდა და შეუბღალავი ღვთისმოსაობა ღვთისა და მამის წინაშე ისაა, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი სოფლისაგან." ეკლესია უნდა ემსახურებოდეს გაჭირვებულთ.ეს მოიცავს, არა მხოლოდ სახარების ქადაგებას, არამედ ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილებასაც(საჭმელი, სამოსი,თავშესაფარი) ისე, როგორც საჭირო და ხელსაყრელია. ეკლესია ქრისტეს მიმდევრებს უზრუნველყოფს იმ საშუალებებით,რომლებითაცისინისძლევენცოდვას და გათავისუფლდებიანსიბილწისაგან, რომელიც ქვეყნიერებიდან მოდის.ასე მოხდება ბიბლიური სწავლებებითა და ქრისტიანულიძმობით.

ასე რომ, რა არის ეკლესიის მიზანი? პავლემსაოცარიმაგალითი მისცა კორინთელ ქრისტიანებს.ეკლესია, ქრისტეს სხეული,ღვთის ხელები, ბაგე და ფერხნიაქვეყნიერებაზე (1 კორინთელთა12:12-27). ჩვენ, ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც იესო ქრისტე მოიქცეოდა დედამიწაზე ყოფნისას. ეკლესია უნდა იყოს ქრისტიანული, ქრისტეს მსგავსი და ქრისტეს მიმდევარი.

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
რა არის ეკლესიის მიზანი?