settings icon
share icon
შეკითხვა

როგორია ქრისტიანული შეხედულება ექსტრასენსების (მედიუმების) შესახებ?

პასუხი


ბიბლია მკაცრად ეწინააღმდეგება სპირიტიზმს, მედიუმებს, ოკულტისტებსა და ექსტრასენსებს (ლევიანნი 20:27; მეორე რჯული 18:10-13) ჰოროსკოპი, ტაროს ბანქო, ასტროლოგია, მკითხავები, ქირომანტები და სეანსები ამავე კატეგორიაში გადის. ეს საქმიანობა ეფუძნება შეხედულებას, რომ არსებობენ ღმერთები, სულები ან გარდაცვლილი ახლობლები, რომლებსაც შეუძლიათ გვიხელმძღვანელონ და რჩევები მოგვცენ. ეს „ღმერთები" და „სულები" დემონები არიან (2 კორინთელთა 11:14-15). ბიბლია არ გვაძლევს ფიქრის საბაბს, რომ გარდაცვლილთა სულებს რამენაირად შეუძლიათ ჩვენთან ურთიერთობა. თუკი ისინი მორწმუნეები იყვნენ, მაშინ ზეცაში არიან, ხარობენ ყველაზე მშვენიერი ადგილით და ღმერთთან ურთიერთობით. თუკი ისინი მორწმუნეები არ ყოფილან, მაშინ ჯოჯოხეთში არიან, იტანჯებიან მარადიულ ცეცხლში ღმერთის სიყვარულის უარყოფისა და მის წინააღმდეგ ამბოხის გამო.

ასე რომ, თუკი ახლობლებს არ შეუძლიათ ჩვენთან ურთიერთობა, საიდან აქვთ მედიუმებს, სპირიტისტებს და ექსტრასენსებს ასეთი ზუსტი ინფორმაცია? ბევრჯერ ამხილეს ექსტრასენსები, როგორც თაღლითები. დამტკიცდა, რომ ექსტრასენსებს დიდი რაოდენობით ინფორმაციის მოპოვება შეუძლიათ ჩვეულებრივი გზებით. ტელეფონის ნომრისა და ინტერნეტის მეშვეობით, მათ შეუძლიათ სახლების, მისამართების, დაბადების და ქორწინების, ოჯახის წევრების შესახებ და ა. შ., ინფორმაციის მოძიება. თუმცა, არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ, ხშირად, ექსტრასენსებმა იციან რაღაცები, რაც არ უნდა იცოდნენ. სად იღებენ ამ ინფორმაციას? სატანისგან და დემონებისგან. „და არ არის საკვირველი, რადგან თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზად გარდაისახება. ამიტომ დიდი ამბავი არ არის, თუ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურებად გარდაისახებიან. მაგრამ მათი ბოლო მათი საქმეთამებრ იქნება" (2 კორინთელთა 11:14-15). საქმეების 16:16-18-ში მოთხრობილია მკითხავის შესახებ, რომელსაც მომავლის წინასწარმეტყველება შეეძლო მანამ, სანამ პავლემ დემონისგან არ გაათავისუფლა.

სატანა თავს გვაჩვენებს, თითქოს კეთილი და დამხმარეა. ცდილობს თავი სასიამოვნოდ წარმოაჩინოს. სატანა და დემონები ექსტრასენსებს აძლევენ ინფორმაციას ადამიანის შესახებ, რათა ისინი ჩაითრიონ სპირიტიზმში, რაც ღვთის მიერ აკრძალულია. თავიდან თითქოს არაფერი, მაგრამ უმალ აღმოჩნდება, რომ დამოკიდებულნი გახდნენ ექსტრასენსებზე და, უნებურად, მისცეს სატანას უფლება მათი ცხოვრების დანგრევისა. პეტრე აცხადებდა: „მღვიძარენი იყავით, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს" (1 პეტრეს 5:8). ზოგჯერ, თვითონ ექსტრასენსებიც ცურდებიან, რადგან არ იციან იმ ინფორმაციის წყარო, რომელსაც იღებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ინფორმაციის წყარო, რომელიც გადაჯაჭვულია სპირიტიზმთან, ჯადოქრობასთან და ასტროლოგიასთან, არის ბოროტად, უღვთოდ მოპოვებული. როგორია ღვთისნიერი გზა უფლის ნების შესაცნობად ჩვენი ცხოვრებისათვის? ღმერთის გეგმა მარტივია, მაგრამ ძლიერი და ქმედითი: შეისწავლეთ ბიბლია ( 2 ტიმოთეს 3:16-17) და ილოცეთ სიბრძნის მისაღებად (იაკობის 1:5).

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

როგორია ქრისტიანული შეხედულება ექსტრასენსების (მედიუმების) შესახებ?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries