settings icon
share icon
შეკითხვა

რა უნდა ქნას ქრისტიანმა მშობელმა, თუ მას უძღები შვილი ჰყავს?

პასუხი


უძღები შვილის ისტორიას (ლუკას 15:11-32) თან ახლავს რამდენიმე პრინციპი, რომელიც მორწმუნე მშობლებს შეუძლიათ გამოიყენონ აღზრდის მეთოდების მოწინააღმდეგე შვილებისთვის. მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ, მას შემდეგ, რაც შვილები სრულწლოვანები გახდებიან, აღარ არიან მშობლების ზედამხედველობის ქვეშ.

უძღები შვილის ისტორიაში უმცროსი ძმა იღებს თავის მემკვიდრეობას, მიდის შორეულ ქვეყანაში და ფლანგავს ყველაფერს. ვინც ხელახლა არ შობილა, მათთვის ეს ბუნებრივი საქციელია. თუ ადრე შვილი აღიარებდა ქრისტეს, შემდეგ კი განუდგა მას, ასეთ ადამიანს ვეძახით „უძღებს". ამ სიტყვის მნიშვნელობა განიმარტება შემდეგნაირად „ადამიანი, რომელიც თავის რესურსებს უაზროდ ფლანგავს". უკეთესი ახსნა ასეთია, შვილი, რომელიც ტოვებს სახლს და მშობლებისგან მიცემულ სულიერ მემკვიდრეობას ფლანგავს. მთელი წლების აღზრდა, სწავლება, სიყვარული და ზრუნვა დავიწყებულია, უფლის წინააღმდეგ წასვლისთანავე. ყველა მეამბოხე, პირველ რიგში, უფლის წინააღმდეგ მიდის და, შემდეგ, მშობლების ავტორიტეტისადმი წინააღმდეგ.

დააკვირდით, მამა არ აკავებს შვილს. არც დასაცავად მიჰყვება მას. პირიქით, ის იმედიანად რჩება სახლში და ლოცულობს, ხოლო როცა შვილი „გონს მოეგება" და უკან დაბრუნდება, მშობელი მოთმინებით ელოდება, ხედავს და გარბის მასთან შესახვედრად, მიუხედავად მისი დიდი ხნის გაუჩინარებისა.

როდესაც ჩვენი შვილები თავის გზას ადგებიან – დაჟინებით ამტკიცებენ საკუთარ სრულწლოვანებას – ვიცით, რომ ცუდ შედეგს მოიმკიან, მაგრამ, მაინც, წასვლის ნება უნდა დავრთოთ. მშობელი არ უნდა გაჰყვეს და ჩაერიოს მოსალოდნელ შედეგებში. პირიქით, მშობელი რჩება სახლში, ლოცულობს რწმენით და აკვირდება სინანულისა და შეცვლის ნიშნებს. იქამდე კი, მშობელი მოთმინებით ელოდება, არ ერევა არაფერში (1 პეტრეს 4:15).

როდესაც შვილები სრულწლოვანები ხდებიან, ისინი მხოლოდ უფლისა ძალაუფლებასა და უფლის მიერ დანიშნულ მთავრობას ექვემდებარებიან (რომაელთა 13:1-7). როგორც მშობელი, მხარში უნდა დავუდგეთ ჩვენს უძღებ შვილს, სიყვარულითა და ლოცვით, მზად ვიყოთ მხარდასაჭერად, როდესაც ისინი უფლისკენ მოქცევას გადაწყვეტენ. ხშირად, ღმერთი მიგვიშვებს საკუთარი თავის დასაზიანებლად, რათა სიბრძნემდე მიგვიყვანოს, სწორი პასუხი კი თითოეული პიროვნებაზეა დამოკიდებული. ჩვენ უძლურნი ვართ, მხოლოდ ღმერთს ძალუძს ჩვენი შვილების დახსნა. ვიდრე ამის დრო მოვა, უნდა დავაკვირდეთ, ვილოცოთ და უფლის ძლიერებას მივანდოთ. მართალია, ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ, როდესაც ბიბლიის შესაბამისად მოხდება, სიმშვიდე დაუფლება ჩვენს გულსა და გონებას. მხოლოდ უფალს შეუძლია ჩვენი შვილების განსჯა. ესაა უდიდესი ნუგეში: „შორს შენგან — რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა, სამართლიანად არ განსაჯოს!" (დაბადების 18:25ბ).

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რა უნდა ქნას ქრისტიანმა მშობელმა, თუ მას უძღები შვილი ჰყავს?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries