როგორ მოვემზადო ქორწინებისთვის?


შეკითხვა: როგორ მოვემზადო ქორწინებისთვის?

პასუხი:
ქორწინებისთვის მომზადების ბიბლიური გზა ისეთივეა, როგორც მზადება სხვა ნებისმიერი ცხოვრებისეული საკითხისათვის. არსებობს პრინციპი, რომელიც აწესრიგებს ხელახლა შობილი მორწმუნეების ცხოვრების ყველა მხარეს: ,,შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით" (მათეს 22:37). ეს სერიოზული მოწოდებაა. ეს მორწმუნეების ცხოვრების ქვაკუთხედია. მთელი გულით მივმართავთ რა ყურადღებას უფალსა და მის სიტყვაზე, ჩვენი სული და გონება გარემოიცვება უფლისთვის სათნო საქმეებით.

ღმერთთან ურთიერთობა იესო ქრისტეს მეშვეობით, ყველა სხვა ურთიერთობას სათანადოდ ალაგებს. ქორწინება ეფუძნება ქრისტესა და ეკლესიის ურთიერთობის ნიმუშს (ეფესელთა 5:22-33). ჩვენი ცხოვრების ყველა მხარე ყალიბდება უფლისადმი მიძღვნითა და მისი მცნებებისა და მითითებების გათვალისწინებით. ღვთისა და მისი სიტყვისადმი მორჩილება გზაა მისი წესების დაცვისა ქორწინებაში და, საერთოდ, ქვეყნიერებაზე. ხოლო ყოველი ხელახლა შობილი კი, განადიდებს ღმერთს ყველაფერში (1 კორინთელთა 10:31).

იყავი მორჩილი, რათა ჯეროვნად მოემზადო ქორწინებისთვის, იესო ქრისტეს მოწოდების ღირსად სიარულისთვის, ღმერთთან ღრმა ურთიერთობისთვის (2 ტიმოთეს 3:16-17). არ არსებობს მარტივი გეგმა ღვთის მორჩილებაში სიარულის სასწავლებლად. ეს არჩევანია, ყოველდღიურად გადასაწყვეტი, რათა გვერდზე გადავდოთ ქვეყნიერების მსოფლმხედველობა და ღმერთს მივყვეთ. ქრისტეს ღირსეული მიმდევრობა გულისხმობს თავმდაბლობაში მორჩილებას ერთადერთი გზისადმი, ერთადერთი ჭეშმარიტებისადმი და ერთადერთი სიცოცხლისადმი, ყოველდღიურად და ყოველ წამსა და წუთს. ეს გზა უნდა გაიაროს ყველა ქრისტიანმა დიდი საჩუქრის, ქორწინების, მისაღებად.

ადამიანი, რომელიც სულიერად მომწიფებულია და ღმერთის გზას ადგას, უკეთაა მზად ქორწინებისთვის, ვიდრე რომელიმე სხვა. ქორწინება მოითხოვს ერთგულებას, მგზნებარებას, მორჩილებას, სიყვარულსა და პატივისცემას. ეს ყველაფერი მეტადაა დამახასიათებელი ღმერთთან ახლო ურთიერთობის მქონეთათვის. საკუთარი თავის ქორწინებისთვის მომზადებისას, მიენდეთ უფლის ნებას, რომ იქცეთ ისეთ კაცად ან ქალად, როგორიც ღმერთს სურს (რომაელთა 12:1-2). თუ დაემორჩილებით ღმერთს, ის მოგამზადებთ ქორწინებისთვის, როცა ეს შესანიშნავი დღე დადგება.

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
როგორ მოვემზადო ქორწინებისთვის?