settings icon
share icon
შეკითხვა

რა ნიშნავს წინასწარგანსაზღვრულობა? წინასწარგანსაზღვრულობა ბიბლიურია?

პასუხი


რომაელთა მიმართ წერილში (8:29-30) წერია: „ვინაიდან, რომელნიც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავის ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმათა შორის. ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ კიდეც მოუწოდა და, ვისაც მოუწოდა, კიდეც გაამართლა. და ვინც გაამართლა, კიდეც განადიდა." ეფესელთა მიმართ 1:5, 11-ში წერია: „წინასწარ განსაზღვრა ჩვენი შვილება იესო ქრისტეს მეშვეობით თავისი ნებისამებრ... მასში არჩეულნი ვიქნებით კიდეც მემკვიდრეებად, რისთვისაც წინასწარ განსაზღვრული ვიყავით მისი განზრახვით, ვინც ყოველივეს იქმს თავისი ნებით". ბევრ ადამიანს მტკიცედ სჯერა წინასწარგანსაზღვრულობის დოქტრინისა. მართლაც, წინასწარგანსაზღვრულობა ბიბლიური დოქტრინაა. წინასწარგანსაზღვრულობის ძირითადი მნიშვნელობა ბიბლიურია.

სიტყვა, რომელიც წმინდა წერილის ზემოთმოყვანილ ციტატებში ნათარგმნია, როგორც „წინასწარგანსაზღვრულობა", მოდის ბერძნული სიტყვისგან „პროორიზო", რაც ნიშნავს „წინასწარ განსაზღვრას", „დადგენას", „წინასწარ გადაწყვეტას". ასე რომ, წინასწარგანსაზღვრულობისას ღმერთი განსაზღვრავს მოვლენებს, რომელიც მომავალში უნდა მოხდეს. რას განსაზღვრავს ღმერთი წინასწარ? რომაელთა 8:29-30-ის მიხედვით, ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა, რომ გარკვეული ადამიანები იქნებიან ძის ხატებად, მოწოდებულნი, გამართლებულნი და განდიდებულნი. არსებითად, ღმერთი წინასწარ განსაზღვრავს გარკვეულ ადამიანთა გადარჩენას. წმინდა წერილის ბევრი ადგილი მოწმობს ქრისტეს მორწმუნეთა რჩეულობაზე (მათეს 24:22, 31; მარკოზის 13:20, 27; რომაელთა 8:33, 9:11, 11:5-7, 28; ეფესელთა 1:11; კოლოსელთა 3:12; 1 თესალონიკელთა 1:4; 1 ტიმოთეს 5:21; 2 ტიმოთეს 2:10; ტიტეს 1:1; 1 პეტრეს 1:1-2, 2:9; 2 პეტრეს 1:10). წინასწარგანსაზღვრულობა ბიბლიური დოქტრინაა, რომლის მიხედვითაც ღმერთი თავისი უზენაესობით ირჩევს იმ ადამიანებს, რომლებიც უნდა გადარჩეს.

ყველაზე გავრცელებული წინააღმდეგობა წინასწარგანსაზღვრულობის დოქტრინის მიმართ — იგი უსამართლოა. რატომ უნდა აირჩიოს ღმერთმა ერთი ადამიანი და არა — მეორე? მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ გადარჩენას არავინ არ იმსახურებს. ყველანი ცოდვილები ვართ (რომაელთა 3:23) და ყველანი ვიმსახურებთ საუკუნო სასჯელს (რომაელთა 6:23). შესაბამისად, ღმერთი სამართლიანად მოიქცეოდა, თუ ყველას ჯოჯოხეთს მიუსჯიდა. თუმცა ღმერთი დაიხსნის ზოგიერთ ჩვენგანს. ღმერთი არაა უსამართლო მათ მიმართ, ვისაც არ ირჩევს, რადგან ისინი იმას იღებენ, რაც დაიმსახურეს. ღმერთი არავის მოვალე არ არის, შესაბამისად, ვერავინ შესჩივის ღმერთს. მაგალითისთვის, ავიღოთ ადამიანი, რომელმაც ოც კაცში, შემთხვევითობის პრინციპით, ხუთ ადამიანს უნდა დაურიგოს ფული. გაბრაზდება დარჩენილი თხუთმეტი, რომლებმაც ვერაფერი მიიღეს? სავარაუდოდ, კი. აქვთ კი გაბრაზების უფლება? არა და არა. რატომ? იმიტომ, რომ იმ ადამიანს არავის ფული არ მართებს. მან მხოლოდ რამდენიმეს მიმართ გამოიჩინა წყალობა.

თუკი ღმერთი ირჩევს, ვინ უნდა გადაარჩინოს, განა აზრი არ ეკარგება ჩვენს თავისუფალ ნებას, რომ ავირჩიოთ და გვწამდეს ქრისტე? ბიბლია გვასწავლის, რომ არჩევანი გვაქვს — ყოველი, ვინც ირწმუნებს იესო ქრისტეს, გადარჩება (იოანეს 3:16, რომაელთა 10:9-10). ბიბლია ცხადჰყოფს, რომ ღმერთი არც ერთ მის მორწმუნესა და მაძიებელს არ უკუაგდებს (2 რჯული 4:29). როგორღაც, ღვთის საიდუმლოებით, წინასწარგანზრახულობა გადაჯაჭვულია ადამიანთან, რომელიც მართულია ღვთისგან (იოანეს 6:44), და, რომელსაც სწამს გადარჩენისა (რომაელთა 1:16). ღმერთი განსაზღვრავს, ვინ უნდა გადარჩეს, ხოლო ჩვენ უნდა ავირჩიოთ ქრისტე, რათა გადავრჩეთ. ორივე ფაქტი თანაბრად ჭეშმარიტია. რომაელთა 11:33-ში წერია: „ო, ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! რა ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!"

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რა ნიშნავს წინასწარგანსაზღვრულობა? წინასწარგანსაზღვრულობა ბიბლიურია?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries