შეიძლება განმეორებით ვილოცოთ ერთსა და იმავეზე, თუ მხოლოდ ერთხელ უნდა ვითხოვოთ?


შეკითხვა: შეიძლება განმეორებით ვილოცოთ ერთსა და იმავეზე, თუ მხოლოდ ერთხელ უნდა ვითხოვოთ?

პასუხი:
ლუკას სახარებაში (18:1-7), იესო იგავით დაჟინებული ლოცვისკენ მოგვიწოდებს. ის მოგვითხრობს ისტორიას ქვრივის შესახებ, რომელიც მის მოქიშპესთან სამართალს ეძებდა, რის გამოც უსამართლო მოსამართლესთან მივიდა. დაჟინებული თხოვნის წყალობით, მოსამართლე დაიყოლია. ამით იესომ ხაზი გაუსვა იმას, რომ თუკი უსამართლო მოსამართლემ შეისმინა ქვრივის დაჟინებული თხოვნა სამართლიანობისთვის, მაშინ, მოწყალე ღმერთი, რომელსაც ასე ვუყვარვართ, ხომ მეტად შეისმენს თავისი რჩეულთა (მ. 7) დაჟინებულ ლოცვას. ხშირად, ეს იგავი არასწორად ესმით, თითქოს, თუკი უფრო ხშირად ვთხოვთ უფალს ერთსა და იმავეს, ამით ის ვალდებულია თხოვნა შეგვისრულოს. ღმერთი გვპირდება, რომ ჩვენ გამო შურს იძიებს, გაგვამართლებს, გაგვაძლიერებს, გვაზიარებს სამართლიანობას და გაგვათავისუფლებს მოდავეთაგან. ის ამას აკეთებს სამართლიანობის, სიწმინდისა და ცოდვის სიძულვილის გამო. პასუხობს რა ლოცვებს, ის ასრულებს აღთქმებსდა გვაჩვენებს თავის ძალაუფლებას.

იესო ლოცვის ძალის შემდეგი მაგალითი მოყვანილია ლუკას 11:5-12-ში. უსამართლო მოსამართლის მსგავსად, იესოს აქაც გვასწავლის, რომ თუ ადამიანი შეწუხების გამო ეხმარება თავის მეგობარს, ღმერთი, რომელიც არ წუხდება ჩვენი თხოვნით, ბევრად მეტს გაგვიკეთებს. მაგრამ, აღსანიშნავია, რომ დაპირება არ ნიშნავს, რომ ყველაფერს, თუკი დაჟინებით მოვითხოვთ, მივიღებთ. უფლის აღთქმა მისი შვილებისთვის არა სურვილების, არამედ საჭიროებათა დაკმაყოფილებაა. მან ჩვენზე უკეთ იცის რა გვჭირდება. იგივე აღთქმა აღწერილია მათეს 7:7-11-სა და ლუკას 11:13-ში, სადაც უფლის „კეთილი მისაცემელი" გაიგივებულია სულიწმიდასთან.

ორივე იგავის მთავარი სათქმელი დაჟინებული ლოცვის აუცილებლობაა. ერთსა და იმავეს რამდენჯერმე თხოვნით არაფერი დაშავდება. ვიდრე იცით, რომ თქვენი სურვილი ღმერთის ნებაა, სთხოვეთ მანამ, სანამ არ შეგისრულდებათ ან არ გააქრობს ამ სურვილს თქვენი გულიდან. ზოგჯერ, ღმერთი დალოდებას მოითხოვს სულგრძელობისსასწავლებლად. ხშირად, ისეთ რამეს ვითხოვთ, რაც უფლის ნებასა და დროს არ ესადაგება.ხანდახან კი,უფლის ნების საწინააღმდეგოს ვითხოვთ,რაზეც უარს ვიღებთ. ლოცვა მხოლოდ საკუთარი სურვილების ღვთის წინაშე მიტანა კი არა, არამედ ღვთის ნების ჩვენს გულებში მოტანაა. იქამდე ითხოვეთ, აკაკუნეთ და ეძიეთ, ვიდრე არ შეგისრულებთ თხოვნას ან, ვიდრე არ დაგარწმუნებთ, რომ თქვენი თხოვნა არ შეესაბამება მის ნებას.

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
შეიძლება განმეორებით ვილოცოთ ერთსა და იმავეზე, თუ მხოლოდ ერთხელ უნდა ვითხოვოთ?