settings icon
share icon
შეკითხვა

როგორმივიღო ლოცვებზე პასუხი?

პასუხი


ხალხს ჰგონია, რომ პასუხგაცემული ლოცვები ღვთისგან შესმენილი ლოცვებია. თუ ლოცვას პასუხი არ აქვს, ფიქრობენ, რომლოცვა არ „შეისმინა" უფალმა. თუმცა ეს ლოცვის არასწორი გაგებაა. უფალი ყველა ლოცვას სცემს პასუხს, რომელიცმასთან მიდის. ხშირად, ღმერთი პასუხობს: „არა", „მოიცა". უფალი გვპირდება ლოცვის შესმენას მაშინ, როცა მისი ნებისამებრ ვლოცულობთ: „და აჰა, რა გულდაჯერება გვაქვს მის მიმართ, რომ, როცა რამე ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს. ხოლო როცა ვიცით, რომ იგი გვისმენს, რასაც კი ვთხოვთ, ისიც ვიცით, რომ გვაქვს, რაც მისგან ვითხოვეთ" (1 იოანეს5:14-15).

რას ნიშნავს ღვთისნების შესაბამისად ლოცვა? ღვთისნებისამებრ ლოცვა მისი საქებარი და სადიდებელი ლოცვაა, ანდალოცვა იმისთვის, რასაც, წმინდა წერილი ღვთის ნებად სახავს. ამაოდ ვლოცულობთ, თუ ისეთ რამეს ვითხოვთრაც, არც უფალს განადიდებს და, არც უფლის ნებას წარმოადგენს ჩვენი ცხოვრებისთვის. საიდან უნდა ვიცოდეთ უფლის ნება? ღმერთი სიბრძნეს აღგვითქვამს, თუ ვითხოვთ მას. იაკობის 1:5-ში ვკითხულობთ: „თუ რომელი მე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყველასთვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა." დასაწყისისთვის, წაიკითხეთ 1 თესალონიკელთა 5:12-24, სადაც უფლისთვის სათნო ყოფაქცევაა აღწერილი. წმინდა წერილის უკეთესი ცოდნით, ვხვდებითრისთვის უნდა ვილოცოთ (იოანეს15:7). როცა უკეთ ვიცით რისთვისაც უნდა ვილოცოთ,და ასეც ვიქცევით, უფალიც სასიკეთოდ გამოეხმაურება ჩვენს თხოვნას.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

როგორმივიღო ლოცვებზე პასუხი?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries