settings icon
share icon
შეკითხვა

რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ: „იესოს სახელით"?

პასუხი


იესოს სახელით ლოცვა ისწავლება იოანეს სახარებაში (14:13-14): „რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში. თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ". ამ მუხლის წაკითხვისას ზოგიერთები ცდებიან, ფიქრობენ, რომ ყველაფერი, რასაც „იესოს სახელით" ითხოვენ, მიეცემათ. თითქოს „იესოს სახელით" ლოცვა რაიმე ჯადოსნური ფორმულა იყოს. ეს არაბიბლიურია.

იესოს სახელით ლოცვა ნიშნავს, რომ ღმერთთან იესოს ძალაუფლებით საუბრობ და სთხოვ მამას, შეისმინოს შენი ლოცვები, რაკი მისი ძის სახელით წარსდექი. იესოს სახელით ლოცვა იგივეა, რაც უფლის ნებისამებრ ლოცვა: „და აჰა, რა გულდაჯერება გვაქვს მის მიმართ, რომ, როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს. ხოლო როცა ვიცით, რომ იგი გვისმენს, რასაც კი ვთხოვთ, ისიც ვიცით, რომ გვაქვს, რაც მისგან ვითხოვეთ" (1 იოანეს 5:14-15). იესოს სახელით ლოცვისას, ვლოცულობთ იმაზე, რაც იესოს ქებასა და პატივს მიაგებს.

ლოცვის „იესოს სახელით" დაბოლოება, არ ნიშნავს ჯადოსნური ძალის გამოვლენას. „იესოს სახელით" გამოყენებას აზრი ეკარება, თუ არ ვითხოვთ ღვთის ნებით მის სადიდებლად. მნიშვნელოვანია იესოს სახელით გულწრფელი ლოცვა მის განსადიდებლად, და არა ბოლოს წარმოთქმული რამდენიმე სიტყვა. ლოცვისას გადამწყვეტია არა სიტყვები, არამედ ლოცვის მიღმა არსებული განზრახვა. ღვთისთვის სასურველი ლოცვა – ეს არის იესო სახელით ლოცვა.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ: „იესოს სახელით"?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries