settings icon
share icon
შეკითხვა

როგორ შემიძლია, არ მოვხვდე ჯოჯოხეთში?

პასუხი


ჯოჯოხეთის თავიდან აცილება იმაზე იოლია, ვიდრე გგონია. ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ უნდა დაიცვას 10 მცნება მთელი ცხოვრების განმავლობაში, რომ ჯოჯოხეთში არ მოხვდეს. ზოგი აზრით, უნდა დაიცვა გარკვეული წესები და რიტუალები, რომ ჯოჯოხეთს აარიდო თავი. ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ, მოვხვდებით თუ არა ჯოჯოხეთში. ბიბლია ნათლად აღწერს, თუ როგორ შეუძლია ადამიანს, აიცილოს ჯოჯოხეთში მოხვედრა სიკვდილის შემდეგ.

რატომ არსებობს ჯოჯოხეთი და რატომ უშვებს იქ ღმერთი ზოგიერთ ადამიანს? ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა „გაამზადა" ჯოჯოხეთი ეშმაკისა და დაცემული ანგელოზებისთვის მას შემდეგ, რაც ისინი აუჯანყდნენ მას (მათეს 25:41). ისინი, ვინც უარყოფენ ღვთის პატიებას, სამუდამოდ დაიტანჯებიან ეშმაკთან და დაცემულ ანგელოზებთან ერთად. რატომაა აუცილებელი ჯოჯოხეთი? ყველა ცოდვა საბოლოოდ ღმერთის წინააღმდეგაა (ფსალმუნები 51:4), და რადგანაც ღმერთი უსასრულო და მარადიულია, სასჯელიც უსასრულოა და მარადიული. ჯოჯოხეთი – ესაა ადგილი, სადაც ღმერთის წმინდა და მართალი მოთხოვნები სრულდება. ჯოჯოხეთი – ესაა ადგილი, სადაც ღმერთი სჯის ცოდვას და ყველას, ვინც ღმერთს უარყოფს. ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ ჩვენ ყველამ შევცოდეთ (ეკლესიასტე 7:20; რომაელთა 3:10-23), და როგორც შედეგს, ვიმსახურებთ ჯოჯოხეთს.

ასე რომ, როგორ შეგვიძლია ჯოჯოხეთის თავიდან აცილება? რადგანაც სასჯელი უსასრულო და მარადიულია, გამოსასყიდიც უსასრულო და მარადიული უნდა იყოს. ღმერთი განკაცდა და იესო ქრისტეს სახით მოევლინა დედამიწას. იესო ქრისტეს სახით ღმერთი ცხოვრობდა ჩვენ შორის, გვასწავლიდა და კურნავდა, მაგრამ ეს არ ყოფილა მისი საბოლოო მისია. ღმერთი განკაცდა (იოანეს 1:1, 14), რათა ჩვენთვის მომკვდარიყო. იესო, განკაცებული ღმერთი ჯვარზე მოკვდა. ღმერთის სიკვდილს უსასრულო და მარადიული ღირებულება აქვს და მან სრულიად გამოისყიდა ჩვენი ცოდვები (1 იოანეს 2:2). ღმერთი გვთავაზობს, რომ მივიღოთ იესო ქრისტე, როგორც მხსნელი, მივიღოთ მისი სიკვდილი, როგორც ჩვენი ცოდვების სრული და სამართლიანი გამოსყიდვა. ღმერთი გვპირდება, რომ ყველა, ვინც ირწმუნებს იესოს (იოანეს 3:16), როგორც ერთადერთ მხსნელს (იოანეს 14:6) გადარჩება, ანუ არ მოხვდება ჯოჯოხეთში.

ღმერთს არ უნდა, რომ ვინმე ჯოჯოხეთში მოხვდეს (2 პეტრეს 3:9), ამიტომაც გაიღო საბოლოო, სრულყოფილი და საკმარისი მსხვერპლი ჩვენ გამო. თუკი არ გვინდა ჯოჯოხეთში მოხვედრა, მივიღოთ იესო ქრისტეს მხსნელად. ეს ასე ადვილია. უთხარი ღმერთს, რომ აცნობიერებ შენს ცოდვებს და რომ იმსახურებ ჯოჯოხეთში მოხვედრას. განუცხადე ღმერთს, რომ გწამს იესოსი, როგორც მხსნელისა. მადლობა უთხარი ღმერთს, რომ უზრუნველყო შენი ხსნა და თავიდან აგარიდა ჯოჯოხეთი. იესო ქრისტეს რწმენა და მისი, როგორც მხსნელის აღიარება თავიდან აგარიდებს ჯოჯოხეთს!

მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

როგორ შემიძლია, არ მოვხვდე ჯოჯოხეთში?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries