რას ნიშნავს ახალი ცა და ახალი მიწა?


შეკითხვა: რას ნიშნავს ახალი ცა და ახალი მიწა?

პასუხი:
ბევრ ადამიანს ცუდად ესმის ზეცის რაობა. გამოცხადების 21-22-ე თავები დეტალურად აღწერს ახალ ცასა და ახალ მიწას. ბოლო ჟამის შემდეგ, დღევანდელი ცა და მიწა გაქრება, და იქნება ახალი ცა და ახალი მიწა. მორწმუნეები მარადიულად ახალ მიწაზე იცხოვრებენ. ახალი მიწა იქცევა „ცად", სადაც მარადისობას გავატარებთ. ამ ახალ მიწაზე იდგება ახალი იერუსალიმი, ზეციური ქალაქი. სწორედ ამ ახალ მიწაზე იქნება მარგალიტის ჭიშკრები და ოქროს ქუჩები.

ცა – ახალი მიწა – იქნება ის ფიზიკური ადგილი, სადაც განახლებული სხეულებით ვიცხოვრებთ (1 კორინთელთა 15:35-58). ზეცის „ღრუბლებში" არსებობის თვალსაზრისს ბიბლია არ ცნობს. არც სულების ზეცაში „ფრენის" მოსაზრებაა ბიბლიურად მართებული. ეს ახალი ცა, რომელიც მორწმუნეთა საცხოვრებლად გამზადდება, იქნება ახალი და საუცხოო პლანეტაა. ახალ მიწაზე არ იქნება ცოდვა, ბოროტება, ავადმყოფობა, ტანჯვა და სიკვდილი. სავარაუდოდ, ის იქნება დღევანდელი დედამიწის მსგავსი ან განახლებული დედამიწა, ცოდვის წყევლისგან თავისუფალი.

რა იგულისხმება ახალ ცაში? ცნობისთვის, ანტიკურ ხანაში, ცნება „ზეცაში" მოისაზრებოდა ცა და კოსმოსური სივრცე, ასევე ის სფერო, სადაც ღმერთი მკვიდრობს. ასე რომ, როცა გამოცხადების 21:1-ში მოხსენიებული ახალი ცა, ეს სავარაუდოდ, ახალი სამყაროს შექმნაზე მიუთითებს, – ახალი მიწა, ახალი ცა და ახალი კოსმოსი. ჩანს, რომ ღმერთის ზეცაც თავიდან უნდა შეიქმნას, რათა ახალ სამყაროს „დაედოს საფუძველი", როგორც ფიზიკურს, ისე სულიერს. მარადისობაში მივწვდებით ახალ ცას? ამის გასაგებად დაცდა მოგვიწევს. დაე, ზეცის შესახებ, ღმერთმა ჩამოგვიყალიბოს მართებული მოსაზრებებისა და შეხედულებები.

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
რას ნიშნავს ახალი ცა და ახალი მიწა?