settings icon
share icon
შეკითხვა

რა არის ათასწლოვანი სამეფო და რეალურია თუ არა ის?

პასუხი


ათასწლოვან სამეფოს უწოდებენ ქრისტეს დედამიწაზე მეფობის 1000 წლიან პერიოდს. ზოგი ცდილობს ათასწლეული ალეგორიული მნიშვნელობით განმარტოს. სხვას კი ათასწლეული გადატანითი მნიშვნელობით ესმის: „ხანგრძლივ დროდ", და არა ქრისტეს ფიზიკურ ათასწლოვან მეფობად დედამიწაზე. თუმცა გამოცხადების 20:2-7-ში ექვსჯერაა ნახსენები, რომ ათასწლოვანი მეფობის წორედ 1000 წელს აღნიშნავს. თუ ღმერთი ინებებდა ეთქვა „ხანგრძლივი დროით", ცხადად არ გაიმეორებდა ზუსტ ვადას.

ბიბლიის მიხედვით, ქრისტე, დედამიწაზე დაბრუნებისას, თავად დაჯდება მეფედ დავითის ტახტზე (ლუკას 1: 32-33). უპირობო აღთქმა მოითხოვს ქრისტეს ცხადად, ფიზიკურად დაბრუნებას, რათა შეიქმნას სამეფო. აბრაამის აღთქმა ისრაელს ჰპირდებოდა მიწას, შთამომავლობას, მმართველსა და სულიერ კურთხევებს (დაბადება 12:1-3). პალესტინელთა აღთქმა ისრაელს დაჰპირდა მიწის აღდგენას და დაკავებას (მეორე რჯული 30:1-10). დავითის აღთქმა ისრაელს პატიებას ჰპირდებოდა, რითაც ერი იკურთხებოდა (იერემია 31:31-34).

ეს აღთქმები შესრულდება მეორედ მოსვლისას, როდესაც ისრაელი, ერებში გაფანტული, თავიდან შეიკრიბება (მათეს 24:31), მოექცევა (ზაქარია 12:10-14) და მათი მიწა აღდგება იესო ქრისტეს, მესიის მმართველობის ქვეშ. ბიბლია ათასწლეულს აღწერს, როგორც საუკეთესო მდგომარეობას ფიზიკური, ისე სულიერი მდგომარეობისთვის. ეს იქნება მშვიდობის (მიქა 4:2-4; ესაია 32:17-18), სიხარულის (ესაია 61:7, 10), ნუგეშის (ეს. 40:1-2), უჭირველობისა და ჯანმრთელობის ჟამი (ამოსი 9:13-15; იოველი 2:28-29). ბიბლია ასევე გვეუბნება, რომ მხოლოდ მორწმუნენი შევლენ ათასწლოვან სამეფოში. ამის გამო, ეს იქნება სრული სამართლიანობის (მათეს 25:37; ფსალმუნები 24:3-4), მორჩილების (იერემია 31:33), სიწმინდის (ესაია 25:8), ჭეშმარიტებისა (ესაია 65:16) და სულიწმინდის სისავსის ჟამი(იოველი 2:28-29). ქრისტე იქნება მეფე (ესაია 9:3-7; 11:1-10), გამგებელი დავითთან როგორც თანამმართველთან ერთად(იერემია 33:15-21; ამოსი 9:11). სახელოვვანიც და მთავარნიც იმეფებენ (ესაია 32:1; მათეს 19:28), და იერუსალიმი იქნება სამყაროს პოლიტიკური ცენტრი(ზაქარია 8:3).

ათასწლოვანი მეფობის განხორციელების დროზე გამოცხადების 10:2-7 მიგვანიშნებს. ამ წერილების გარდა, დედამიწაზე მესიის რეალური მეფობის სხვა უთვალავი საბუთიც არსებობს. უფლის ბევრი აღთქმა და დაპირება მომავალში აღსრულდება პირდაპირი, ფიზიკური გაგებით. ათასწლოვანი მეფობის პირდაპირი ინტერპრეტაციის უარყოფის მყარი საფუძველი არარსებობს. ის 1000 წელიწადსგაგრძელდება.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რა არის ათასწლოვანი სამეფო და რეალურია თუ არა ის?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries