რას ამბობს ბიბლია ქრისტიანის სამხედრო მსახურებაზე?


შეკითხვა: რას ამბობს ბიბლია ქრისტიანის სამხედრო მსახურებაზე?

პასუხი:
ბიბლია სამხედრო სამსახურზე უამრავ ინფორმაციას შეიცავს. მართალია, სამხედრო სამსახურის შესახებ ბიბლიის ცნობები მხოლოდ ანალოგიებია, რამდენიმე მუხლი პირდაპირ ამ კითხვებთანაა დაკავშირებული. ბიბლია არ საუბრობს კონკრეტულად იმაზე, შეუძლია თუ არა ქრისტიანს სამხედრო მსახურება. ამავდროულად, ქრისტიანს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ წმინდა წერილზე დაყრდნობით, სამხედრო სამსახური არის საკმაოდ დაფასებული და ის გამყარებულია ბიბლიური მსოფლმხედველობით.

სამხედრო სამსახურის პირველი მაგალითს ძველ აღთქმაში ვხედავთ (დაბადების 14), როდესაც აბრაამის ძმისწული, ლოტი, თავის ქონებასთან ერთად ქედორ-ლაღომერმა, ელამის მეფემ, მოიტაცა. აბრაამმა აღჭურვა თავის სახლში მცხოვრები სამას თვრამეტი მსახური და დაამარცხა ელამელები. აქ ვხედავთ მაგალითს, სადაც შეიარაღებული ძალები მოტივირებულნი არიან კეთილშობილურ საქმეზე – უდანაშაულო ადამიანის ხსნასა და დაცვაზე.

ისტორიის გვიან პერიოდში, ისრაელს მუდმივი არმია ჰყავდა. ალბათ, ისრაელის არმია ნელა იმიტომ ვითარდებოდა, რომ მათ უფლის ღვთიური მეომრობის სწამდათ და ფიქრობდნენ, რომ უფალი დაიცავდა თავის ხალხს, მიუხედავად მტრის სამხედრო სიძლიერისა. მუდმივი ჯარის განვითარება დაიწყო მხოლოდ ძლიერი, ცენტრალიზებული პოლიტიკური სისტემის განვითარების შედეგად, რომელიც საულმა, დავითმა და სოლომონმა დანერგეს. პირველად საულმა ჩამოაყალიბა მუდმივი ჯარი (1 მეფეთა 13:2; 24:2; 26:2).

საულის დაწყებული საქმე დავითმა გააგრძელა. მან არმია გაზარდა, აიყვანა ჯარები სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც მის მიმართ სიმპათიით იყვნენ განწყობილი (2 მეფეთა 15:19-22). იობს პირდაპირ გადაეცა მთავარსარდლობა. დავითის დროის ისრაელის სამხედრო პოლიტიკა ბევრად სასტიკი გახდა, განსაკუთრებით მეზობლების, მაგალითად, ყამონის მიმართ (2 მეფეთა 11:1; 1 ნეშტთა 20:1-3). დავითმა ჩამოაყალიბა მბრუნავი ჯარის სისტემა, რომლის მიხედვითაც 24000 ადამიანი მსახურობდა თითო თვეში (1 ნეშტთა 27). სოლომონის მეფობა მშვიდობიანი იყო, მაგრამ მან არმია საკმაოდ გაზარდა; დაამატა ცხენოსნები და ეტლები (1 მეფეთა 10:26). მუდმივი არმია არსებობას მანამ, სანამ სოლომონის გარდაცვალების შემდეგ, ისრაელი დაიყო სამეფოებად ძვ. წ. აღ 586 წელს, როდესაც ისრაელმა (იუდა) შეწყვიტა პოლიტიკურ სუბიექტად ყოფნა.

ახალ აღთქმაში იესო გაოცდა, როდესაც რომაელთა ცენტურიონი (ასმეთაური) მივიდა მასთან. ასმეთაურის პასუხი ნათელჰყოფდა მის ძალაუფლებასა და რწმენას ქრისტესადმი (მათეს 8:5-13). იესოს არ გაუკიცხავს მისი კარიერა. ახალ აღთქმაში ბევრი ასმეთაურია მოხსენიებული ქრისტიანად, ღვთისმოშიშად და კეთილშობილად (მათეს 8:5; 27:54; მარკოზის 15:39-45; ლუკას 7:2; 23:47; საქმეები 10:1; 21:32; 28:16).

წოდებები და ადგილები შესაძლოა შეიცვალა, მაგრამ ჩვენი შეიარაღებული ძალები დღესაც ისეთივე პატივისცემით სარგებლობენ, როგორც ბიბლიაში მოხსენიებული ცენტურიონები. მაშინ ჯარისკაცის პოზიცია დიდად დაფასებული იყო. მაგალითად, პავლე ეპაფროდიტოსს ახსენებს, როგორც თანამშრომელსა და „თანამებრძოლს" (ფილიპელთა 2:25). ასევე, ბიბლია იყენებს სამხედრო ტერმინებს, როდესაც აღწერს უფლის ძალით გამაგრებას და მისი სრული საჭურველით შემოსვას (ეფესელთა 6:10-20), ჯარისკაცის იარაღების ჩათვლით – ჩაჩქანი, ფარი და ხმალი.

დიახ, ბიბლია პირდაპირ და არაპირდაპირ ეხება სამხედრო სამსახურს. ქრისტიან ქალებსა და კაცებს, რომლებიც ემსახურებიან სამშობლოს ღირსეულად, ზნეობრივად და პატივით, შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ უფლის კეთილგანწყობაში მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის. ისინი, ვინც ღირსეულად მსახურობს სამხედრო სამსახურში, პატივისცემასა და მადლიერებას იმსახურებენ.

English
<


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
რას ამბობს ბიბლია ქრისტიანის სამხედრო მსახურებაზე?