რატომ ცხოვრობდნენ ადამიანები ასე დიდხანს „დაბადების" პერიოდში?


შეკითხვა: რატომ ცხოვრობდნენ ადამიანები ასე დიდხანს „დაბადების" პერიოდში?

პასუხი:
საოცარია, როცა დაბადების პირველ თავებში ვკითხულობთ ადამიანების დღეგრძელობაზე.

დაბადების მე-5 თავში მოცემულია შეთის ღვთისმოსავი შთამომავლების გენეალოგიური ხაზი, საიდანაც უნდა შობილიყო მესია. შესაძლოა ღმერთმა ისინი ღვთისმოსაობისა და მორჩილების გამო დაასაჩუქრა დღეგრძელობით. მიუხედავად ამ ვარაუდისა, ბიბლია არსად არ ზღუდავს დაბადების მე-5 თავში აღწერილი ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობას. ამას გარდა, დაბადების მე-5 თავში, ვერ ვხედავთ ენოქის გარდა სხვა განსაკუთრებული ღვთისმოსაობით გამორჩეულ ადამიანს. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ პერიოდში ყველანი რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში ცოცხლობდნენ. ამას რამდენიმე ფაქტორი უწყობდა ხელს.

წარღვნისას რაღაც მოხდა, რამაც შეამოკლა ადამიანის სიცოცხლის დღეები. შეადარეთ სიცოცხლის ხანგრძლივობა წარღვნამდე (დაბადება 5:1-32) და წარღვნის შემდეგ (დაბადება 11:10-32). წარღვნის შემდეგ, ასაკი საგრძნობლად შემცირდა, და კლება განაგრძო. ასახსნელად დაბადების 6:3 გამოდგება: „და თქვა უფალმა: „არ დაივანოს სულმა ჩემმა ადამიანში მარად, რადგან იგი ხორციელია, და იქნენ დღენი მისი ას ოცი წელი." ბევრს მიაჩნია, რომ „ასოცი წელი" ღმერთის მიერ დადგენილი სიცოცხლის ახალი ხანგრძლივობაა. მოსეს დროიდან (რომელმაც 120 წელი იცოცხლა) სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა. მოსეს შემდეგ, არ ვიცით, ვინმემ 120 წელი იცოცხლა თუ არა.

ერთი თეორიის მიხედვით, ადამიანები დაბადების პერიოდში ასე დიდხანს იმიტომ ცოცხლობდნენ, რომ მიწას წყლის საფარველი (მყარი) ფარავდა. საფარველის თეორიის მიხედვით, წყალი „მიწის ზემოთ" (დაბადება 1:7) ქმნიდა სათბურის გარემოს და აჩერებდა იმ გამოსხივებას, რომელიც დღეს აზიანებს დედამიწას. მაშინ საუკეთესო სასიცოცხლო პირობები იყო. წარღვნის დროს, წყლის საფარველი (მყარი) დაეცა დედამიწას (დაბადება 7:11), რითაც გარემო პირობები წახდა. დღეს, კრეაციონიზმის მიმდევრების უმეტესობას საფარველის (მყარის) თეორიას უარყოფს.

მეორე ვარაუდის მიხედვით, შესაქმის შემდეგ, პირველ თაობაში, ადამიანის გენეტიკურ კოდი ნაკლით განვითარდა. ადამი და ევა სრულყოფილები იყვნენ. ისინი ძალიან გამძლენი იყვნენ დაავადებებისა და ავადმყოფობის მიმართ. მათმა შთამომავლობამ მემკვიდრეობით მიიღო ეს უპირატესობები, მაგრამ — ნაკლები ხარისხით. დროთა განმავლობაში, ცოდვის შედეგად, ადამიანის გენეტიკური კოდი სულ უფრო და უფრო ზიანდება და ადამიანები მეტად ეხვევიან სიკვდილსა და ავადმყოფობის მარწუხებში. ამას უნდა გამოეწვია სიცოცხლის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი შემცირება.

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
რატომ ცხოვრობდნენ ადამიანები ასე დიდხანს „დაბადების" პერიოდში?