მართებულია ქორწინებამდე წყვილთა ერთად ცხოვრება?


შეკითხვა: მართებულია ქორწინებამდე წყვილთა ერთად ცხოვრება?

პასუხი:
უკეთ ვუპასუხებთ ამ კითხვებს, თუ სწორად გავიგებთ „თანაცხოვრების" არსს. თუკი ეს გულისხმობს სექსუალურ ურთიერთობებს, მაშინ ეს, ცალსახად, არასწორია. ქორწინებამდე სექსუალური ურთიერთობა არაერთხელაა დაგმობილი წმინდა წერილში სხვა ამორალურ სექსუალურ ფორმებთან ერთად (საქმეები 15:20; იუდა 7; რომაელთა 1:29; 1 კორინთელთა 5:1; 6:13, 18; 7:2; 10:8; 2 კორინთელთა 12:21; გალატელთა 5:19; ეფესელთა 5:3; კოლოსელთა 3:5; 1 თესალონიკელთა 4:3). ბიბლიის მიხედვით, სწორია ქორწინებამდე სრული თავშეკავება. ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობა ისეთივე ამორალურია, როგორც სიძვა ან სექსუალური გარყვნილების სხვა ფორმები, რადგან ყველა უკავშირდება სქესობრივ ცხოვრებას ქორწინების მიღმა არსებულ ადამიანთან.

თუ „თანაცხოვრება" გულისხმობს ერთ სახლში ცხოვრებას, ეს სხვა საკითხია. ზოგადად, არაფერია ცუდი, თუკი კაცი და ქალი ერთ სახლში იცხოვრებს ამორალურობისა და უწესობის გარეშე. თუმცა, ამ დროს ჩნდება სიძვის საფრთხე (1 თესალონიკელთა 5:22; ეფესელთა 5:3), და ეს დიდ ცდუნებად იქცევა. ბიბლია გვაფრთხილებს, განვერიდოთ სიძვას და მოვიცილოთ სიძვის მუდმივი საფრთხე (1 კორინთელთა 6:18). ამას გარდა, არსებობს ალბათობის საფრთხეც. წყვილი, რომელიც ერთად ცხოვრობს, სავარაუდოდ, ერთადაც იძინებს, – ეს ბუნებრივია. თავისთავად, ერთ სახლში ცხოვრება არაა ცოდვა, მაგრამ არსებობს ცოდვის ალბათობა. წმინდა წერილი მოგვიწოდებს, რომ განვერიდოთ ყოველგვარ ბოროტებას (1 თესალონიკელთა 5:22; ეფესელთა 5:3), გავექცეთ ამორალურობას, და ვიყოთ ფრთხილად, რათა არ დავაბრკოლოთ ან შევურაცხყოთ ვინმე. საბოლოოდ, ღვთისთვის არ არის სათნო, ქორწინების მიღმა, ერთად ცხოვრება.

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
მართებულია ქორწინებამდე წყვილთა ერთად ცხოვრება?