settings icon
share icon
შეკითხვა

რას ამბობს ბიბლია სარჩელზე (ჩივილზე)?

პასუხი


პავლე მოციქულმა გააფრთხილა კორინთელი მორწმუნეები, რომ არ წასულიყვნენ სასამართლოში ერთმანეთის წინააღმდეგ (1 კორინთელთა 6:1-8). ქრისტიანისთვის სულიერ მარცხად ითვლება, თუ ვერ მოახერხებს დაზავებას და პატიებას. რატომ უნდა მოუნდეს ვინმეს გაქრისტიანება, თუ მათაც ისეთივე გადაუჭრელი პრობლემები აქვთ, როგორც სხვებს? თუმცა, არსებობს მაგალითები, როდესაც ჩივილი მოქმედების სწორი გზაა. თუკი დაზავების ბიბლიური სქემა დაცულია (მათეს 18:15-17) და თუ დამნაშავე მხარე მაინც არ თანხმდება, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება სარჩელი გამართლდეს. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ სიბრძნის, დიდი ლოცვისა (იაკობის 1:5) და სულიერ მოძღვრებთან კონსულტაციის შემდგომ.

1 კორინთელთა 6:1-6 მთელი კონტექსტი საეკლესიო დავებს ეძღვნება, პავლე სასამართლო სისტემას გულისხმობს ისეთი შემთხვევებისთვის, რომელებიც ცხოვრებისეულ პრობლემებს ეხება. პავლე აღნიშნავს, რომ სასამართლო სისტემა არსებობს იმ ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ეკლესიის გარეთ ხდება. საეკლესიო პრობლემები არ უნდა გადიოდეს სასამართლო სისტემაში, არამედ ეკლესიაში უნდა გვარდებოდეს.

საქმეების 21-24 თავებში, საუბარია პავლეზე, რომელიც შეცდომით დაადანაშაულეს და დააკავეს. რომაელებმა დააპატიმრეს პავლე და „ათასისთავმა ბრძანა ბანაკში შეეყვანათ იგი და უთხრა, შოლტის ქვეშ დაეკითხათ, რათა გაეგოთ, რისთვის ყვიროდნენ ასე მის წინააღმდეგ. როცა გაჭიმეს ღვედებით, პავლემ უთხრა იქვე მდგომ ასისთავს: „რა უფლება გაქვთ, რომ გაუსამართლებლად გაშოლტოთ რომაელი კაცი?"( საქმეები 22:25). ამ დროს პავლემ თავის დასაცავად გამოიყენა რომაული კანონმდებლობა და მოქალაქეობა. არაფერია ცუდი სასამართლო სისტემის გამოყენებაში, როცა ეს წმინდა გულით და სწორი მოტივებით არის გაკეთებული.

შემდეგ პავლე აღწერს, „ისიც უკვე ძალიან სამარცხვინოა თქვენთვის, რომ ერთმანეთს ედავებით. რატომ არ არჩევთ, რომ ნაწყენი დარჩეთ? რატომ არ არჩევთ, რომ დაზარალებული დარჩეთ?" (1 კორინთელთა 6:7). პავლე წუხდა მორწმუნე მოწმის ჩვენებაზე, რადგან, უკეთესია ვიყოთ შეურაცხყოფილები, ვიდრე სასამართლოში წასვლით, ვუბიძგოთ ადამიანს ქრისტესთან განშორებისკენ. რა უფრო მნიშვნელოვანია – სამართლებრივი ბრძოლა თუ ბრძოლა ადამიანის მარადიული სულისთვის?

საბოლოოდ, შეუძლია თუ არა ქრისტიანს ეკლესიის საკითხები სასამართლოში გაიტანოს? არაფრის დიდებით! შეუძლიათ თუ არა ქრისტიანებს ერთმანეთს სასამართლოში უჩივლონ სამოქალაქო საკითხებზე? არა, თუ არსებობს ამის თავიდან აცილების რაიმე გზა. შეუძლია თუ არა ქრისტიანს სასამართლოში უჩივლოს არაქრისტიანს სამოქალაქო საკითხებზე? ვიმეორებთ, თუ შესაძლებელია ამის თავიან აცილება, არანაირად. თუმცა, ისეთ სიტუაციებში, როდესაც გვიწევს საკუთარი უფლებების დაცვა (როგორც, მაგალითად, ზემოთ განხილული პავლე მოციქულის შემთხვევა), უმჯობესი იქნება, თუ სამართლებრივ პროცესებს მივყვებით.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რას ამბობს ბიბლია სარჩელზე (ჩივილზე)?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries