როგორ შევიცნო რა არის ცოდვა?


შეკითხვა: როგორ შევიცნო რა არის ცოდვა?

პასუხი:
ეს კითხვა ორ საკითხს მოიცავს: ცოდვები, რომლებიც ნათელია ბიბლიაში და ცოდვები, რომლებსაც ბიბლია ირიბად ეხება. წმინდა წერილში ცოდვის ნუსხები მოცემულია შემდეგ ადგილებში: იგავნი 6:16-19, გალატელთა 5:19-21, 1 კორინთელთა 6:9-10. აქ, ეჭვგარეშეა, მოხსენიებული საქმეები ცოდვადაა მიჩნეული, რაც მიუღებელია ღმერთისთვის. მკვლელობა, მრუშობა, ტყუილი, ქურდობა... ესენი, უდავოდ, ცოდვებია. მეტად რთულია განსაზღვრო ცოდვა, რომელიც ბიბლიაში ბუნდოვანია. როცა ბიბლია პირდაპირ არ ეხება რომელიმე თემას, ჩვენ გვაქვს დამხმარე სახელმძღვანელო პრინციპები წმინდა წერილში.

უპირველესად, როდესაც არ არსებობს უშუალო მუხლი წმინდა წერილში, ვიკითხო რამდენად სასარგებლოა იგი. მაგალითად, ბიბლიაში წერია: „გამოისყიდეთ დრო" (კოლოსელთა 4:5). დედამიწაზე იმდენად მწირი და ძვირფასი დრო გაქვს მოცემული მარადისობასთან შედარებით, რომ არასდროს არ უნდა დავკარგოთ დრო საკუთარი სიამოვნებისთვის, არამედ გამოვიყენოთ მხოლოდ „კეთილის აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს გამგონეთ" (ეფესელთა 4:29).

ამის კარგი განმსაზღვრელი იქნება, თუ რამდენად გულწრფელად, სუფთა სინდისით, შეგვიძლია ვთხოვოთ ღმერთს აკურთხოს და გამოიყენოს კონკრეტული საქმე თავისი კეთილი განზრახვებისთვის „იმიტომ ჭამთ, სვამთ, თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად (1 კორინთელთა 10:31). თუ ვეჭვობთ, რომ ღმერთს რაღაც არ მოეწონება, მაშინ უკეთესია შევეშვათ: „ყოველივე, რაც რწმენით არაა, ცოდვაა (რომაელთა 14:23). უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სხეულები, ისევე როგორც სულები, გამოსყიდულია და ღვთის საკუთრებაა. „ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა, რომელიც ღვთისაგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით? ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულებით, რომლებიც ღვთისაა" (1 კორინთელთა 6:19-20). მართლაც, ამ დიდმა ჭეშმარიტებამ უნდა განსაზღვროს, რას ვაკეთებთ და სად მივდივართ.

ამას გარდა, საკუთარი ქმედებანი არა მხოლოდ ღმერთთან მიმართებაში უნდა ავწონ-დავწონოთ, არამედ ოჯახს, ახლობლებს, და, ზოგადად, სხვებს უნდა შევუფარდოთ. თუკი კონკრეტული საქმე ჩვენ არ გვაზიანებს, მაგრამ ცუდად და საზიანოდ ზემოქმედებს სხვებზე, ეს უკვე ცოდვაა. „უმჯობესია არა ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და არც სხვა რამ, რითაც შენი ძმა შებრკოლდება... ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე" (რომაელთა 14:21; 15:1).

და ბოლოს, გვახსოვდეს, იესო ქრისტე არის უფალი და მხსნელი. მისი ნების აღსრულება უმაღლესი პრიორიტეტი უნდა იყოს. ვერანაირმა სურვილმა და ამბიციამ ვერ უნდა შეძლოს ჩვენი ცხოვრების გაკონტროლება. ეს ძალაუფლება მხოლოდ ქრისტეს ხელთაა. „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები" (1 კორინთელთა 6:12). „და ყოველივე, რასაც თქვენ აკეთებთ სიტყვით თუ საქმით, ყოველივე გააკეთეთ უფალ იესოს სახელით და მის მიერ ჰმადლობდეთ მამა ღმერთს" (კოლოსელთა 3:17).

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
როგორ შევიცნო რა არის ცოდვა?