როგორ მივხვდე, რომ მიყვარს?


შეკითხვა: როგორ მივხვდე, რომ მიყვარს?

პასუხი:
სიყვარული ძალიან ძლიერი გრძნობაა. ის ახალისებს ცხოვრებას. ბევრ გადაწყვეტილებას ამ ემოციის ფონზე ვიღებთ, და ვქორწინდებით კიდეც, რაკი ვგრძნობთ „სიყვარულს". ხშირად, ეს ხდება პირველი ქორწინების გაყრით დასრულების მიზეზი. ბიბლია გვასწავლის, რომ ნამდვილი სიყვარული გადაწყვეტილებაა, და არა ემოცია, რომელიც მიდის და მოდის. მარტო ისინი კი არ უნდა გვიყვარდეს, ვისაც ვუყვარვართ; არამედ ისინიც, ვისაც ვძულვართ, როგორც ქრისტეს უყვარდა თავისი მტრები (ლუკას 6:35). „სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს. არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს" (1 კორინთელთა 13:4-7).

იოლია „შეყვარება", მაგრამ არსებობს რამდენიმე შეკითხვა, რომელიც უნდა დავსვათ მანამ, სანამ ჩვენი გრძნობის ნამდვილობას გადავწყვეტთ. პირველი, არის თუ არა ის ადამიანი ქრისტიანი? მიუძღვნა მან საკუთარი თავი ქრისტეს? სწამს, რომ მხოლოდ ქრისტეშია გადარჩენა? თუ აპირებთ მთელი გული მიუძღვნათ ვინმეს, მაშინ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ, შეგიძლიათ ამ ადამიანის ყველაზე მაღლა დაყენება, გარდა ღვთისა? ბიბლია გვეუბნება, რომ როცა ორი ადამიანი უღლდება, ისინი ერთ სხეულად ერთიანდებიან (დაბადება 2:24; მათეს 19:5).

კიდევ ერთი საკითხი უნდა გაითვალისწინოთ – კარგი მეუღლე იქნება? მისთვის უპირველესი ღმერთია? მზადაა თავისი დროითა და ენერგიით ქორწინებაში ისეთი ურთიერთობის აწყობისთვის, რომელიც მტკიცე იქნება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ვერანაირად გავზომავთ საკუთარი სიყვარულის სიწრფელესა და სიმტკიცეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვის გრძნობებს მივყვებით, საკუთარს თუ ღვთისას? ნამდვილი სიყვარული გადაწყვეტილებაა, და, არა მხოლოდ გრძნობა. ნამდვილი ბიბლიური სიყვარული არის ცხოვრების ბოლომდე სიყვარული; ყოველთვის, და, არა მარტო, „გრძნობებისა" და „შეყვარებულობის" დროს.

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
როგორ მივხვდე, რომ მიყვარს?