settings icon
share icon
შეკითხვა

რას ნიშნავს ქრისტეს სამსჯავრო?

პასუხი


რომაელთა 14:10-12-ში დაწერილია: „ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე... ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის პასუხს აგებს ღვთის წინაშე". მეორე კორინთელთა 5:10-ში კი: „ვინაიდან ჩვენ ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა – კეთილს თუ ბოროტს". კონტექსტის მიხედვით, აშკარაა, რომ ორივე წერილში აქცენტი ქრისტიანებზეა, და არა ურწმუნოებზე. შესაბამისად, ქრისტეს სამსჯავრო მოიცავს მორწმუნეებს, რომლებმაც ქრისტეს თავიანთი ცხოვრების ანგარიში უნდა ჩააბარონ. ქრისტეს სამსჯავრო არ განსჯის ვინ გადარჩება და ვინ – არა; ეს განსაზღვრულია ჩვენთვის გაღებული ქრისტეს მსხვერპლითა (1 იოანეს 2:2) და ჩვენი რწმენით (იოანეს 3:16). ჩვენი ყველა ცოდვა მიტევებულია; არასდროს არ დავისჯებით მათ გამო (რომაელთა 8:1). ქრისტეს სამსჯავროს დროს, ღმერთი ცოდვათა გამო კი არ გვსჯის, არამედ გვაჯილდოებს ჩვენი ცხოვრებისთვის. დიახ, როგორც ბიბლიაში წერია, მოგვიწევს ანგარიშის ჩაბარება. ცხადია, ამ მონათხრობის ნაწილი იქნება ის ცოდვებიც, რომლებიც ჩავიდინეთ. თუმცა ეს არ იქნება ქრისტეს სამსჯავროს ძირითადი მიზანი.

ქრისტეს სამსჯავროს დროს, ქრისტიანები ჯილდოებს მიიღებენ ქრისტესადმი გამოჩენილი ერთგულების მიხედვით (1 კორინთელთა 9:4-27; 2 ტიმოთეს 2:5). შესაძლოა განვიკითხოთ თუ რამდენად დავემორჩილეთ „დიად დავალებას" (მათეს 28:18-20), რამდენად დავამარცხეთ ცოდვა (რომაელთა 6:1-4) და რამდენად კარგად „მოვათვინიერეთ ჩვენი ენა" (იაკობის 3:1-9). ბიბლია გვასწავლის, რომ გვირგვინთა მიღება დამოკიდებულია ქრისტეს ერთგულად მსახურების ხარისხზე (1 კორინთელთა 9:4-27; 2 ტიმოთეს 2:5). სხვადასხვა გვირგვინია აღწერილი შემდეგ ნაწყვეტებში: 2 ტიმოთეს 2:5, 2 ტიმოთეს 4:8, იაკობის 1:12, 1 პეტრეს 5:4, გამოცხადების 2:10. იაკობის 1:12 აჯამებს აზრებს ქრისტეს სამსჯავროზე: „ნეტარია კაცი, რომელმაც დაითმინა განსაცდელი, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარულთ."

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რას ნიშნავს ქრისტეს სამსჯავრო?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries