settings icon
share icon
შეკითხვა

რას გულისხმობს გონიერი ქმნილების თეორია?

პასუხი


გონიერი ქმნილების თეორიის მიხედვით, გონიერი საწყისები აუცილებელია, ბიოლოგიის კომპლექსური, ინფორმაციულად მდიდარი სტრუქტურების ასახსნელად და, რომ ეს მიზეზები ემპირიულად (ცდის მიერ) აღმოჩენადია. გარკვეული ბიოლოგიური თავისებურებები ეწინააღმდეგება სტანდარტულ დარვინისეულ შემთხვევითობას, რადგან ნათელია მათი ჩანაფიქრი. ქმნილებას, დიზაინს სჭირდება გონიერი დიზაინერი. დიზაინის გარეგნული მხარე დიზაინერის გამოძახილია. გონიერი დიზაინის თეორიაში არსებობს სამი ძირითადი არგუმენტი: 1) შეუფერებელი სირთულე, 2) განსაზღვრული სირთულე და 3) ანთროპული პრინციპი.

შეუფერებელი სირთულე განიმარტება „…ცალკეული სისტემა, რომელიც შედგება რამდენიმე კარგად შედგენილი ინტერაქტიული ნაწილისგან, რომლებიც ხელს უწყობენ ძირითად სტრუქტურის მოქმედებას, სადაც რომელიმე ნაწილის გაუქმებით სისტემის მწყობრი მოქმედება წყდება." მარტივად რომ ვთქვათ, სიცოცხლე შედგება ერთმანეთზე გადაჭდობილი ნაწილებისგან, რომლებიც ერთმანეთს ეყრდნობიან ფუნქციონირებისთვის. შემთხვევითმა მუტაციამ შეიძლება გამოიწვიოს ახალი ნაწილის განვითარება, მაგრამ ვერ იქნება მიზეზი ფუნქციური სისტემისა, რომელიც საჭიროა შემდგომში მრავალი ნაწილის განვითარებისათვის. მაგალითად თვალი, აშკარად აუცილებელი სისტემაა. თვალი გუგის, მხედველობითი ნერვის და ვიზუალური ქერქის გარეშე, შემთხვევით შეჯვარებული არასრული თვალი, რეალურად კონტრპროდუქტიული უნდა იყოს სახეობების გადარჩენისთვის და შესაბამისად, აღმოფხვრილი უნდა იყოს ბუნებრივი შერჩევის პროცესში. თვალს თუ გამართული ნაწილები არ აქვს, რომლებიც ერთდროულად, სწორად, მუშაობენ, ის აღარ არის მნიშვნელოვანი სისტემა.

განსაზღვრული კომპლექსურობა არის ცნება, რომლის მიხედვითაც, რადგანაც ორგანიზმებში შესაძლოა შეგვხვდეს სპეციფიკური, კომპლექსური ნიმუშები, უნდა არსებობდეს მათი წარმოშობის ახსნის რაღაც სახელმძღვანელო. განსაზღვრული კომპლექსურობის არგუმენტი აცხადებს, რომ შეუძლებელია კომპლექსური ნიმუშების შემუშავება შემთხვევითი პროცესების მეშვეობით. მაგალითად, შეიძლება ოთახში იყოს 100 კომპიუტერი და 100 მაიმუნი და მხოლოდ რამდენიმე სიტყვა წარმოიქმნას, ან შეიძლება ერთი წინადადებაც, მაგრამ ვერასოდეს შეიქმნება შექსპირის პიესა. რამდენად რთულია ბიოლოგიური სიცოცხლე შექსპირის პიესაზე?

ანთროპული პრინციპი აღნიშნავს, რომ მსოფლიო და სამყარო "კარგადაა დამონტაჟებული", რათა დედამიწაზე ცხოვრების საშუალება მიეცეთ. დედამიწის ჰაერის ელემენტების თანაფარდობა ოდნავ მაინც თუ შეიცვლება, ბევრი სახეობა ძალიან სწრაფად გადაშენდება. თუ დედამიწა მზეს უფრო მიუახლოვდა ან მოშორდა, ასევე, უამრავი სახეობა აღარ იარსებებს. დედამიწაზე სიცოცხლის არსებობა და განვითარება მოითხოვს უამრავ ცვლილებას და შეუძლებელია ცვლილებები შემთხვევითი, მიმოფანტული მოვლენების შედეგად მოხდეს.

მართალია, ინტელექტუალური დიზაინის თეორია არ ითვალისწინებს ინტელექტის ამოცნობის წყაროს (ღმერთი იქნება ეს თუ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი) ინტელექტუალური დიზაინის თეორეტიკოსების უმრავლესობა თეოკრატია. ისინი ხედავენ დიზაინის გარეგნულ მხარეს, რომელიც შეაღწევს ბიოლოგიურ სამყაროში, როგორც ღვთის არსებობის მტკიცებულება. ასევე, არის ზოგიერთი ათეისტი, რომელიც ვერ უარყოფს დიზაინის ძლიერ მტკიცებულებებს, მაგრამ არ სურს იწამოს ღმერთი, როგორც შემქმნელი. მათ ახასიათებთ ტენდენცია განიხილონ მონაცემები, როგორც მტკიცებულება, რომ დედამიწა შეიქმნა ვიღაც კოსმოსური არსებების ოსტატობით (უცხოპლანეტელები). რა თქმა უნდა, ისინი არც უცხოპლანეტელების არსებობას აღიარებენ, ასე, რომ ისევ თავდაპირველ არგუმენტს უბრუნდებიან და სათანადო პასუხი არ გააჩნიათ.

ინტელექტუალური დიზაინის თეორია არ არის ბიბლიური შემოქმედება. ამ ორ პოზიციას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ბიბლიური შემოქმედება იწყება დასკვნით, რომ ბიბლიური ჩანაწერები შექმნის შესახებ საიმედო და სწორია, რომ დედამიწაზე სიცოცხლე გონიერმა წარმომადგენელმა — უფალმა მოიგონა. მათ შეუძლიათ ბუნებრივი გარემოდან მოიძიონ ამ დასკვნის მტკიცებულებები. ინტელექტუალური დიზაინის თეორია იწყება ბუნებრივი გარემოთი და ასკვნის, რომ დედამიწაზე სიცოცხლე ინტელექტუალური აგენტის მიერ შეიქმნა (ვინც არ უნდა იყოს ის).

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რას გულისხმობს გონიერი ქმნილების თეორია?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries