როგორ შემიძლია, რომ გადავრჩე?


შეკითხვა: როგორ შემიძლია, რომ გადავრჩე?

პასუხი:
ეს მარტივი, მაგრამ ღრმა შეკითხვა ყველაზე მნიშვნელოვანია მათ შორის, რომელიც კი შეიძლება დაისვას. „როგორ შემიძლია, გადავრჩე?" — ნიშნავს, სად გავატარებთ გარდაცვალებისა და სამყაროს აღსასრულის შემდეგ მარადისობას. არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, ვიდრე მარადიული სამყოფელი. საბედნიეროდ, ბიბლია ნათელ პასუხს გვაძლევს იმაზე, თუ როგორ შეიძლება, ადამიანი გადარჩეს. ფილიპეში მცხოვრები ციხის ზედამხედველი ეკითხება პავლეს და სილას: „ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე?" (საქმეები 16:30), პავლე და სილა პასუხობენ: „იწამე უფალი იესო და გადარჩებით შენც და მთელი შენი სახლიც" (საქმეები16:31).

როგორ უნდა გადავრჩე? რატომაა საჭირო გადარჩენა?
ჩვენ ცოდვით ვართ აღვსილნი (რომაელთა 3:23), ჩვენ ცოდვილები ვიბადებით (ფსალმუნები 50:5) და პიროვნულადაც ვირჩევთ ცოდვას (ეკლესიასტე 7:20, იოანეს 1:8). ცოდვაა, რაც გადარჩენაში გვიშლის ხელს. ცოდვაა, რაც გვაშორებს ღმერთს. ცოდვაა ის, რასაც მარადიულ ხრწნასთან მივყავართ.

როგორ უნდა გადავრჩე? რისგან უნდა გადავრჩე?

ჩვენი ცოდვების გამო ჩვენ ყველანი სიკვდილს ვიმსახურებთ (რომაელთა 6:23), მიუხედავად იმისა, რომ ცოდვის შედეგი ფიზიკური სიკვდილია, ეს არაა ერთადერთი სიკვდილი, რომელიც ცოდვას მოაქვს. საბოლოოდ, ყველა ცოდვას მარადიული და უსასრულო ღმერთის წინააღმდეგ ჩავდივართ (ფსალმუნები 51:4). ამის გამო ჩვენი ცოდვების სასჯელიც მარადიული და უსასრულოა. რა გვჭირდება, რომ მარადიულ ხრწნას გადავურჩეთ? (მათეს 25:46; გამოცხადების 20:15).

როგორ უნდა გადავრჩე? როგორ მოაქვს ღმერთს ხსნა?
რადგანაც ცოდვის სასჯელი მარადიული და დაუსაბამოა, მხოლოდ ღმერთს შეუძლია გამოისყიდოს ის, რადგან მხოლოდ უფალია მარადიული და დაუსაბამო. მაგრამ ღმერთი, თავისი ღვთაებრივი ბუნების გამო, არ შეიძლება მოკვდეს. ამიტომ განკაცდა იგი იესო ქრისტეს სახით. ღმერთმა მიიღო ადამიანის სხეული, ცხოვრობდა ჩვენ შორის და გვასწავლიდა. როდესაც ადამიანებმა უარყვეს ის და ცდილობდნენ მის მოკვლას, მან საკუთარი თავი გაწირა ჩვენ გამო და დაუშვა, რომ ჯვარზე გაეკრათ. (იოანეს 10:15). რადგანაც იესო ქრისტე ადამიანი გახლდათ, შესაძლებელი იყო მისი სიკვდილიც, მაგრამ რადგანაც იესო ღმერთი იყო, მის სიკვდილს მარადიული და დაუსაბამო შედეგი ჰქონდა. იესოს სიკვდილი ჯვარზე ჩვენი ცოდვების სრული გამოსყიდვაა (1 იოანეს 2:2). მან მიიღო ის სასჯელი, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებდით. იესოს აღდგომა სიკვდილის შემდეგ აჩვენებს, რომ მისი სიკვდილი მართლაც საკმარისი მსხვერპლი იყო ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად.

როგორ უნდა გადავრჩე? რა უნდა გავაკეთო?
„იწამე უფალი იესო და გადარჩები..." (საქმეები 16:31). ღმერთმა მთელი სამუშაო უკვე შეასრულა. თქვენ მხოლოდ ის გჭირდებათ, რომ რწმენით მიიღოთ ის ხსნა, რომელსაც ღმერთი გთავაზობთ (ეფესელთა 2:8-9). სრულად გჯეროდეთ, რომ მხოლოდ იესოა თქვენი ცოდვების გამომსყიდველი. ირწმუნეთ მისი; არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპება, არამედ ექნება საუკუნო სიცოცხლე (იოანეს 3:16). ღმერთი გთავაზობთ ხსნას, როგორც საჩუქარს. თქვენ მხოლოდ უნდა მიიღოთ ის. ,,მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე" (იოანეს 14:6).

მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
როგორ შემიძლია, რომ გადავრჩე?