settings icon
share icon
შეკითხვა

შეუძლიათ ადამიანებს ზეციდან გადმოხედვა და დედამიწაზე მცხოვრებთა დანახვა?

პასუხი


ებრაელთა მიმართ წერილის მიხედვით (12:1), მრავალს სჯერა, რომ ადამიანებს ზეციდან გადმოხედვა შეუძლიათ – „გვაკრავს რა მოწმეთა ღრუბელი ირგვლივ". „მოწმეები" არიან რწმენის გმირები, რომლებიც ებრაელთა მიმართ წერილის მე-11 თავში არიან ჩამოთვლილნი. და რაკი „გარშემორტყმული" ვართ, ბიბლიის კომენტატორთა აზრით, შესაძლოა, ეს გმირები (და, ალბათ, სხვებიც) ზემოდან დაგვყურებენ.

მოსაზრება, რომ ადამიანები ზეციდან ჩვენს ცხოვრებას უცქერენ, ძალიან გავრცელებულია ხალხთა კულტურაში. თუმცა, მოგვწონს თუ არა ეს, ებრაელთა 12:1 სხვა რამეს გვასწავლის. ებრაელთა მე-11 თავზე დაყრდნობით, ავტორი რამდენიმე პრაქტიკულ გაკვეთილს გვასწავლის (ამიტომაა, რომ მე-12 თავი იწყება სიტყვით: „ამიტომ"). მე-11 თავში „მოწმეები" ის ადამიანები არიან, რომელთაც ღმერთი აქებს რწმენის გამო, რომელთა დიდი ღრუბელიც ზეცაშია. საკითხავია, ვინ არიან „მოწმეები"?

ებრაელთა 12:1-ში დაწერილის სწორი ახსნა ასეთია: ქალები და კაცები, რომელებიც შეადგენენ „მოწმეთა დიდ ღრუბელს" არიან რწმენით სათნო ცხოვრების ნიმუშნი. ძველი აღთქმის ისტორიები მოწმობს, რომ მათ შიშს რწმენა არჩიეს. ებრაელთა მიმართ წერილის 12:1-ის პერიფრაზირება ასეთია: „იმიტომ, რომ გყავს გამოცდილი რწმენის ჭეშმარიტი მაგალითები." საქმე ისაა, რომ ზეცაში მყოფნი ჩვენ კი არ გვიცქერენ (თითქოს იმდენად საინტერესონი ვართ, რომ მათ ამის გარდა აღარაფერი დარჩენიათ!), არამედ ჩვენზე უწინ წასულებმა, ღირსეული ცხოვრების მაგალითი დაგვიტოვეს. მათი ცხოვრების ამბავი ღმერთზე, რწმენაზე და ჭეშმარიტებაზე მოწმობს.

ებრაელთა 12:1 ასე გრძელდება: „ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი." ჩვენამდე მყოფი მორწმუნეების რწმენა და სიმტკიცე, უდიდესი შთაგონებაა ჩვენი რწმენის გზაზე. ჩვენ მივყვებით აბრაამის, მოსეს, რაჰაბისა და გედეონის მაგალითებს.

ზოგიერთის აზრით, ლუკას 16:28-ში მოხსენიებული მდიდარი კაცი და მისი ძმები, იმის დასტურია, რომ გარდაცვლილი სულები (თუნდაც, ჰადესში) ხედავენ დედამიწას. მაგრამ ეს ნაწყვეტი სხვა რამეს გვასწავლის. მან იცოდა, რომ ძმები ჰყავდა. მათი ურწმუნოების შესახებაც იცოდა. ასევე, ზოგიერთს ამის დასტურად გამოცხადების 6:10 მოჰყავს – თავიანთი სიკვდილის გამო შეჰღაღადებენ ღმერთს შურისძიებისთვის. ამ ნაწყვეტითან არ მტკიცდება, თითქოს ისინი ხედავენ დედამიწის მკვიდრთ; უბრალოდ მათ იცოდნენ, რომ ისინი განკითხვას იმსახურებდნენ, და უფლის მოქმედებას ლამობდნენ.

ბიბლიაში კონკრეტულად ვერ ვხედავთ ფაქტებს, თითქოს ადამიანებს ზეციდან გადმოხედვა და დაკვირვება შეუძლიათ. შესაბამისად, ეს საკითხი დოგმატური ვერ იქნება. თანაც, ნაკლებად სავარაუდო, მათ ეს შეეძლოთ. ადამიანები ზეცაში უფლის თაყვანისცემითა და ღვთის ნამოქმედარის ცქერით არიან დაკავებულნი.

შეუძლიათ თუ არა ადამიანებს ზეციდან დაბლა ჩამოიხედონ და დაგვინახონ, ეს უმნიშვნელოა ჩვენი ცხოვრების სარბიელისთვის. ჩვენ არ მოველით მათ აღიარებას, და არც მათი ტაშისცემა გვესმის. წერილი ეფესელთა მიმართ 12:2, ჩვენს ყურადღებას სწორად წარმართავს: „მოველოდეთ ნეტარ სასოებას და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გაცხადებას" (ტიტეს 2:13).

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

შეუძლიათ ადამიანებს ზეციდან გადმოხედვა და დედამიწაზე მცხოვრებთა დანახვა?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries