settings icon
share icon
შეკითხვა

რას ნიშნავს დიდი თეთრი ტახტის სამსჯავრო?

პასუხი


დიდი თეთრი ტახტის სამსჯავრო აღწერილია გამოცხადების 20:11-15-ში, და ესაა უკანასკნელი სამსჯავრო მანამ, სანამ დაკარგულნი ცეცხლის ტბაში ჩავარდებიან. გამოცხადების 20:7-15-იდან ვიცით, რომ სამსჯავრო იქნება ათასწლიანი მეფობისა და სატანის, მხეცის, და ცრუწინასწარმეტყველთა ცეცხლის ტბაში ჩაგდების შემდეგ (გამოცხადების 20:7-10). გადაშლილ წიგნებში (გამოცხადება 20:10) ჩაწერილია ყველა ადამიანის საქმეები, კეთილი თუ ბოროტი, რადგან ღმერთმა ყველაფერი იცის, რაც კი ოდესმე თქმულა, გაკეთებულა ან გაფიქრებულა, და ის შესაბამისად დასჯის ან დააჯილდოებს (ფსალმუნები 28:4; 62:12; რომაელთა 2:6; გამოცხადება 2:23; 18:6; 22:12).

ამავე დროს, გაიხსნება მეორე წიგნი, რომელსაც ჰქვია „სიცოცხლის წიგნი" (გამოცხადება 20:12). სწორედ ეს წიგნი განსაზღვრავს, ადამიანები დაიმკვიდრებენ საუკუნო სიცოცხლეს თუ საუკუნო სასჯელს ცეცხლის ტბაში. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანებს აქვთ პასუხიმგებლობა საკუთარ საქმეებზე, ისინი ნაპატიებნი არიან ქრისტეს მიერ და მათი სახელები ჩაიწერა „სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან" (გამოცხადება 17:8). წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ამ სამსჯავროზე „განკითხულ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ" (გამოცხადება 20:12), და „ყველა, ვინც არ აღმოჩნდა სიცოცხლის წიგნში ჩაწერილი, ცეცხლის ტბაში იქნა ჩაგდებული." (გამოცხადება 20:15).

წმინდა წერილის უამრავი მუხლი მეტყველებს ყველა ადამიანის, მორწმუნისა და ურწმუნოს, საბოლოო სამსჯავროზე. ერთ დღეს, ქრისტეს წინაშე, ყველა ადამიანი წარსდგება და განისჯება მათი საქმეთა მიხედვით. ცხადია, რომ დიდი თეთრი ტახტის სამსჯავრო უკანასკნელი სამსჯავროა, მაგრამ, მაინც, ქრისტიანებში აზრთა სხვადასხვაობაა სხვა სამსჯავროებთან დამოკიდებულებაში, კონკრეტულად კი, ისმის კითხვა, თუ ვინ განიკითხება დიდი თეთრი ტახტის სამსჯავროზე.

ზოგ ქრისტიანს სჯერა, რომ წმინდა წერილი მოიცავს მომავალ სამ სამსჯავროს. პირველი, ესაა განკითხვა ცხვრებისა, თხების ან ერებისა (მათეს 25:31-36). ეს ტანჯვის შემდგომ მოხდება, მაგრამ ათასწლეულამდე; მისი მიზანია ათასწლოვან სამეფოში შემსვლელთა განსაზღვრა. მეორე სამსჯავრო მორწმუნეთა საქმეებს შეეხება, მას ხშირად :ქრისტეს სამსჯავროს („ბემას") უწოდებენ (2 კორინთელთა 5:10). ამ სამსჯავროზე ქრისტიანები დაჯილდოვდებიან კეთილი საქმეებისთვის და ღვთის მსახურებისთვის. მესამე – დიდი თეთრი ტახტის სამსჯავრო (გამოცხადება 20:11-15). ეს ურწმუნოთა სამსჯავროა, სადაც განიკითხებიან მათ საქმეების მიხედვით, და ცეცხლის ტბაში იქნებიან ჩაგდებულნი საუკუნო სასჯელისთვის.

სხვების აზრით, სამივე სამსჯავრო საბოლოო სამსჯავროა, და არა სამი დამოუკიდებელი ერთმანეთისგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოცხადების 20:11-15-ის მიხედვით, დიდი თეთრი ტახტის სამსჯავროზე იქნება ჟამი მორწმუნეებისა და ჟამი ურწმუნოების განკითხვისა. ისინი, ვის სახელებსაც სიცოცხლის წიგნში ამოიკითხავენ, განიკითხებიან საქმეთა გამო, რათა განისაზღვროს მათი ჯილდო ან ჯილდოს დაკარგვა. ვისი სახელებიც არ არის სიცოცხლის წიგნში, განიკითხებიან საკუთარი საქმეების მიხედვით, და განისაზღვრება მათი სასჯელის ხარისხი ცეცხლის ტბაში. ამ თვალსაზრისის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ მათეს 25:31-46 არის კიდევ ერთი აღწერა იმისა, რაც დიდი თეთრი ტახტის სამსჯავროს დროს უნდა მოხდეს. ისინი მიუთითებენ ფაქტზე, რომ ამ სასამართლოს შედეგი ემთხვევა იმას, რაც გამოცხადებაში დიდი თეთრი ტახტის სასამართლოზე ხდება. ცხვრები (მორწმუნეები) საუკუნო სიცოცხლეში შედიან, თხები (ურწმუნოები) კი საუკუნო სასჯელს იტეხენ (მათეს 25: 46)

დიდი თეთრი ტახტის სამსჯავროზე მოსაზრებათა მრავალგვარობის ფონზე, მნიშვნელოვანია, არასდროს არ დაგვავიწყდეს ფაქტები, რომელებიც მომავალ სამსჯავრო(ებს) შეეხება. პირველი, მსაჯული იესო ქრისტეა. ქრისტე ყველა ურწმუნოს განსჯის და დასჯის გაკეთებული საქმეების შესაბამისად. ბიბლია ძალიან ცხადად გვაჩვენებს, რომ ურწმუნოები იხვეჭენ რისხვას (რომაელთა 2:5), და, რომ ღმერთი „ყველას მისი საქმეებისამებრ მიუზღავს" (რომაელთა 2:6). მორწმუნეებსაც ქრისტე განსჯის, მაგრამ, რაკი ქრისტეს სამართლიანობით შევიმოსეთ, ჩვენი სახელები სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი, რის გამოც, დავჯილდოვდებით, და არ დავისჯებით, ჩვენი საქმეების მიხედვით. რომაელთა 14:10-12-ის მიხედვით, ყველანი წარვსდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე. და ყოველი საკუთარი თავისათვის პასუხს აგებს ღვთის წინაშე.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რას ნიშნავს დიდი თეთრი ტახტის სამსჯავრო?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries