როგორია კარგი მშობელი ბიბლიის მიხედვით?


შეკითხვა: როგორია კარგი მშობელი ბიბლიის მიხედვით?

პასუხი:
მშობლობა რთული გამოწვევაა, მაგრამ, ამავდროულად, ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო და სასიამოვნო საქმიანობა. ბიბლიაში ბევრი წერია იმაზე, თუ როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვები ღვთისათვის წარმატებულად. პირველ რიგში, მათ ღვთის სიტყვა უნდა ვასწავლოთ.

ღვთის სიყვარულისა და მისი მცნებებისადმი მორჩილების სანიმუშო მაგალითით, უნდა გავიაზროთ მეორე რჯულის 6:7-9 ბრძანება, რომ იგივე ვასწავლოთ შვილებსაც. ეს ნაწყვეტი ხაზს უსვამს ამ მითითების უწყვეტ ბუნებას. ის მუდმივად უნდა დავიცვათ – სახლში, გზაზე, დილით და ღამით. ბიბლიური ჭეშმარიტებანი უნდა იყოს ჩვენი ოჯახების საფუძველი. ამ ბრძანებების პრინციპების მიყოლით, ვასწავლით ჩვენს შვილებს, რომ ღვთის თაყვანისცემა მუდმივია და არ შემოიფარგლება მხოლოდ კვირა დილით ან ღამე ლოცვით.

მართალია, ბავშვები პირდაპირი დარიგებით ძალიან ბევრს სწავლობენ, თუმცა გაცილებით მეტს სწავლობენ ჩვენზე დაკვირვებით. ამიტომ ყველაფერში ფრთხილად უნდა ვიყოთ. პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ ღვთის მიერ ბოძებული დანიშნულება. ქმრები და ცოლები თანაბრად უნდა სცემდნენ პატივს და ემორჩილებოდნენ ერთმანეთს (ეფესელთა 5:21). ამასთანავე, ღმერთმა დააწესა ავტორიტეტის ზღვარი წესრიგის შესანარჩუნებლად: „მაგრამ ასევე მინდა იცოდეთ, რომ ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი — ქმარი და ქრისტეს თავი — ღმერთი" (1 კორინთელთა 11:3). ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე ღმერთზე აღმატებული არ არის, ისევე, როგორც ქალი არ არის კაცზე აღმატებული. ღმერთი აცნობიერებს, რომ ავტორიტეტის მორჩილების გარეშე წესრიგი არ არსებობს. „ქმრის, ისე როგორც ოჯახის თავის ვალდებულება, არის უყვარდეს ცოლი ისევე როგორც საკუთარი თავი, ისეთივე თავგანწირვით, როგორც ქრისტეს უყვარდა ეკლესია (ეფესელთა 5:25-29).

ასეთი სიყვარულით სავსე წინამძღოლობისას, ცოლისთვის რთული არ უნდა იყოს ქმრისადმი დამორჩილება (ეფესელთა 5:24; კოლოსელთა 3:18). მისი მთავარი პასუხისმგებლობაა ქმრის სიყვარული და პატივისცემა, სიწმინდითა და სიბრძნით ცხოვრება და სახლის მოვლა-პატრონობა (ტიტეს 2:4-5). ქალები უფრო კარგი აღმზრდელები არიან, ვიდრე კაცები, რადგან კაცები ბავშვების ძირითადი საჭიროებების უზრუნველსაყოფად არიან.

დისციპლინა და დარიგება მშობლობის განუყოფელი ნაწილია. იგავნი 13:24: „ვინც თავის შოლტს ზოგავს, სძულს თავისი ძე, ხოლო ვისაც უყვარს, სჯის მას." ის ბავშვები, რომლებიც უდისციპლინო ოჯახში იზრდებიან, თავს არასასურველად გრძნობენ. მათ აკლიათ მიმართულება და თვითკონტროლი, და ამიტომ, მოზარდობისას ხდებიან მეამბოხეები და უპატივცემულონი ყოველგვარი ძალაუფლებისადმი, ღვთის ჩათვლით. „დასაჯე შენი შვილი, მაგრამ არ განაწყო შენი სული მის სასიკვდილოდ" (იგავნი 19:18). ამავდროულად, დისციპლინა უნდა დაბალანსდეს სიყვარულით, სხვა შემთხვევაში ბავშვები გაიზრდებიან ბრაზიანნი, გულგატეხილნი და მეამბოხენი (კოლოსელთა 3:21). უფალი აღიარებს დასჯის მტკივნეულ პროცესს (ებრაელთა 12:11), მაგრამ თუ სიყვარულის მითითებებს მივყვებით, ბავშვს დიდად ვარგებთ. „თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით" (ეფესელთა 6:4).

აუცილებელია ბავშვები ადრეული ასაკიდანვე იყვნენ ჩართულნი ეკლესიურ ოჯახსა და მსახურებაში. მუდმივად უნდა ესწრებოდნენ ჭეშმარიტი ეკლესიის მსახურებებს (ებრაელთა 10:25). ნება უნდა დავრთოთ, რომ გვიყურონ როგორ სწავლობთ უფლის მოძღვრებას, რათა თავად ისწავლონ. ისაუბრეთ მათთან გარშემო სამყაროზე და ასწავლეთ უფლის განდიდება ყოველდღიურობაში. „ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას" (იგავნი 22:6). კარგი მშობლობა ნიშნავს შვილების ისე აღზრდას, რომ ისინი მიჰყვებოდნენ შენს კვალს და ემორჩილებოდნენ უფალს.

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
როგორია კარგი მშობელი ბიბლიის მიხედვით?