ნოეს წარღვნა ლოკალური იყო თუ გლობალური?


შეკითხვა: ნოეს წარღვნა ლოკალური იყო თუ გლობალური?

პასუხი:
ბიბლიური ნაწყვეტები ცხადჰყოფს წარღვნის გლობალურობას. დაბადების 7:11-ში ვკითხულობთ: „იჩქეფეს უფსკრულის დიდმა წყაროებმა და გაიხსნენ ცის სარკმელნი". დაბადების 1:6-7 და 2:6 გადმოსცემს, რომ წარღვნამდელი გარემო დღევანდელისგან ბევრად განსხვავდებოდა. ამ და სხვა ბიბლიური განმარტებებით, ადრე დედამიწას გარშემო წყლის სფერო აკრავდა გარს. სფერო, ან ორთქლის იყო, ან მას გარს აკრავდა სატურნისებრი ყინულის რკალი. ეს არის მიწის ზედაპირზე განთავისუფლებული, ჰაერში ასული ორთქლის კომბინაცია (დაბადება 2:6), რომელიც, შემდეგ, გლობალური წარღვნის მიზეზი გახდა.

წარღვნის მოცულობას ყველაზე კარგად აღწერს დაბადების 7:19-23. წყლების შესახებ: „და წყალი გაძლიერდა მეტისმეტად მიწაზე, და დაიფარა ყოველი მთა მაღალი, რაც კი იყო ცისქვეშეთში. თხუთმეტი წყრთით აიწია წყალმა მათზე და დაფარა მთები. და დაიღუპა ყოველი ხორციელი, რომელიც მოძრაობს მიწაზე: ფრინველთაგან, პირუტყვთაგან, ცხოველთაგან და ყოველ ქვეწარმავალთაგან, რომელიც ქვემძრომობს მიწაზე, აგრეთვე ყოველი ადამიანი. ყოველივე, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყოველივე, რაც ხმელეთზე იყო, დაიღუპა. აღიგავა ყოველივე არსებული, რაც მიწის პირზე იყო; ადამიანიდან პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე და ცის ფრინველამდე აღიგავნენ მიწიდან. და გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მის კიდობანში მყოფნი."

ზედა ნაწყვეტში არა მხოლოდ სიტყვა „ყოველი" მეორდება, არამედ ასევე: „გაძლიერდა მეტისმეტად მიწაზე, და დაიფარა ყოველი მთა მაღალი, რაც კი იყო ცისქვეშეთში," და „ყოველი ხორციელი, რომელიც მოძრაობს მიწაზე". ეს წინადადებები ცხადად გვანახებს წარღვნის გლობალურობას, რომელმაც მთელი დედამიწა დაფარა. თუ წარღვნა ადგილობრივი იქნებოდა, მაშინ ღმერთი ნოეს ეტყოდა, რომ ის ადგილი დაეტოვებინა; არ დაავალებდა კიდობანის აშენებას და მასში ცხოველების შეყვანას. ლოკალური წარღვნის შემთხვევაში, კიდობნის აშენებას აზრი ეკარგება.

პეტრეც აღწერს წარღვნის უნივერსალურობას: „და, რომ მაშინდელი ქვეყნიერება წარღვნის წყლით მოისპო. ამავე სიტყვით არიან შემონახულნი ცეცხლისთვის ახლანდელი ცანი და მიწა, უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისთვის" (2 პეტრეს 3:6-7) ამ მუხლებში პეტრე „საყოველთაო" განკითხვას ადარებს ნოეს წარღვნის დროს, ამბობს, რომ მაშინდელი სამყარო წყლით დაიფარა (ესაია 54:9; 1 პეტრეს 3:20; 2 პეტრეს 2:5; ებრაელთა 11:7). ბოლოს, უფალი იესო ქრისტე აღიარებს უნივერსალურ წარღვნას, რასაც მეორედ მოსვლის აღსაწერად იყენებს, როგორც ქვეყნიერების დამანგრეველ მოვლენას მისი დაბრუნებისას (მათეს 24:37-39; ლუკას 17:26-27).

არსებობს უამრავი დამატებითი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს მსოფლიო კატასტროფაზე, როგორიცაა წარღვნა. ყველა კონტინენტზე უამრავი წიაღისეული ნამარხი არსებობს და უამრავი ქვანახშირის საბადო, რომლებსაც წარმოშობისთვის დიდი რაოდენობით მცენარეული საფარველი დასჭირდებოდა. მსოფლიოს მასშტაბით ოკეანის წიაღისეული მთების მწვერვალებზეა აღმოჩენილი. ყველა ქვეყნის კულტურას აქვს წარღვნის საკუთარი ისტორია. ყველა ეს ფაქტი გლობალური წარღვნის მტკიცებულებაა.

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
ნოეს წარღვნა ლოკალური იყო თუ გლობალური?