settings icon
share icon
შეკითხვა

როგორ უნდა გავიგონო ღმერთის ხმა?

პასუხი


იმისათვის, რომ ღმერთის ხმა გვესმოდეს, უნდა გავერკვიოთ იმაში, თუ რას ნიშნავს ,,ცუდი". პასუხი ერთია- ეს არის ცოდვა. ,,კარგს არავინ, არც ერთი არა იქმს.“ (ფსალმუნი 14:3). ჩვენ იმის წინააღმდეგ წავედით, რასაც ღმერთი გვასწავლიდა. ,,ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით“ (ესაია 53:6).

ცუდი ისაა, რომ ცოდვისათვის სასჯელი სიკვდილია. ,,ცოდვილი სული უნდა მოკვდეს.“ (ეზეკიელი 18:4). კარგი ისაა, რომ მოსიყვარულე უფალი ჩვენს გადასარჩენად მოგვევლინა. იესომ ბრძანა, რომ ის ,,დაკარგულთა საძებნად და დასახსნელად მოვიდა.“ (ლუკა 19:10). მან ბრძანა, რომ თავის მიზანს მიაღწია, როდესაც ჯვარცმულმა სიკვდილის წინ წარმოთქვა ,,აღსრულდა“. (იოანე 19:30)

ღმერთთან სათანადო ურთიერთობა ჩვენი ცოდვების აღიარებით იწყება. შემდეგ მოდის ღვთისადმი ცოდვის აღსარება (ესაია წინასწარმეტყველი 57:15) და ცოდვებზე უარის თქმის გადაწყვეტილება. ,,ვინაიდან გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის.“ (რომაელთა მიმართ 10:10).

ცოდვების მოცემულ მონანიებას თან უნდა ახლავდეს რწმენ. კერძოდ, უნდა გვწამდეს, რომ ქრისტემ სამსხვეპლოზე მიიტანა საკუთარი სიცოცხლე და უნდა გვჯეროდეს უფლის მკვდრეთით სასწაულებრივი აღდგომისა. ყოველივე ამის გამო ქრისტეს ჩვენს მხსნელად მოვიაზრებთ. ,,თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, - ცხონდები.“ (პავლეს ეპისტოლენი რომაელთა მიმართ 10:9). ბევრი სხვა ამონარიდი, როგორიცაა იოანე 20:27; მოციქულთა საქმენი 16:31; გალატელთა მიმართ 2:16; 3:11,26; და ეფესელთა მიმართ 2:8, რწმენის აუცილებლობაზე მეტყველებს.

ღმერთის წინაშე იყო მართალი ნიშნავს საპასუხო ქმედებას მის მიერ გაწეულ სიკეთეზე. მან გამოაგზავნა მაცხოვარი, ის, ვინც თქვენი ცოდვები იტვირთა (იოანე 1:29) და ის დაპირებას გაძლევთ: ,,ყველა, ვინც უხმობს სახელს უფლისას, ცხონდება“ (მოციქულთა საქმენი 2:21).

ცოდვების მონანიებისა და მოწყალების ლამაზი მაგალითია იგავი დაკარგული ძის შესახებ (ლუკა 15:11-32). ახალგაზრდა ძემ მამამისის ძღვენი სამარცხვინო ცოდვებზე გაფლანგა (მე-13 სტროფი). როდესაც მიხვდა თავის შეცდომას, შინ დაბრუნება გადაწყვიტა (მე-18 სტროფი). მან ჩათვალა, რომ არაა იმის ღირსი, რომ ძე ერქვას (მე-19 სტროფი), მაგრამ ის ცდებოდა. მამას დაკარგული შვილი უწინდებურად უყვარდა (მე-20 სტროფი). მამამ ყველაფერი აპატია და მათ მოილხინეს (24-ე სტროფი). ღმერთი ყოველთვის იცავს საკუთარ სიტყვას, მათ შორის ასრულებს დაპირებას პატიების შესახებ. ,,უფალი ახლოსაა გულგატეხილებთან და დავრდომილთ იხსნის.“ (ფსალმუნი 34:18)

თუ გსურთ იყოთ მართლები ღვთის წინაშე, მოვიყვანთ ნაწყვეტს ლოცვიდან. გახსოვდეთ, მოცემული თუ სხვა რაიმე ლოცვის წაკითხვა ვერ გადაგარჩენთ. ცოდვისგან მხოლოდ ქრისტეს რწმენა გიხსნით. მოცემული ლოცვა არის მხოლოდ უფლის მიმართ თქვენი რწმენისა და მადლიერების გამოხატვა, რამეთუ მან გვიხსნა ცოდვებისაგან. ,,ღმერთო, ვიცი, რომ შეგცოდე და სასჯელს ვიმსახურებ. მაგრამ იესო ქრისტე ეწამა, რათა ჩემი სასჯელი გამოესყიდა, რათა მისი რწმენისთვის შენდობა მიმეღო. შენი მწამს, რამეთუ შენ ხარ ჩემი ხსნა. მადლობას გწირავ ღვთიური მადლისა და მოწყალებისთვის - რამეთუ შენ მაჩუქე უკვდავება! ამინ!"

მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

როგორ უნდა გავიგონო ღმერთის ხმა?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries