რწმენა ღვთისა და მეცნიერება ერთმანეთს ეწინააღმდეგება?


შეკითხვა: რწმენა ღვთისა და მეცნიერება ერთმანეთს ეწინააღმდეგება?

პასუხი:
მეცნიერება არის დაკვირვება, აღწერა, ამოცნობა, ექსპერიმენტული გამოძიება და მოვლენის თეორიული ახსნა. მეცნიერება ბუნებრივი სამყაროს ამოცნობის საუკეთესო საშუალებაა კაცობრიობისთვის. ესაა კვლევა-ძიების შედეგად მიღებული ცოდნა. მეცნიერული წინსვლა წარმოაჩენს ადამიანურ ფართო ლოგიკასა და წარმოსახვას. თუმცა ქრისტიანებისთვის რწმენა მეცნიერებისადმი და რწმენა ღვთისადმი უნდა განსხვავდებოდეს. ქრისტიანს უნდა სწამდეს უფლისა და პატივს სცემდეს მეცნიერებას და იცოდეს რომელია სრულყოფილი და რომელი – არა.

ღვთის რწმენა იმედის რწმენაა. ჩვენ გვწამს მისი ძისა გადარჩენისთვის, გვწამს მისი შეგონებებისა, გვწამს სულიწმიდის გაძღოლისა. ღვთის უნდა გვწამდეს აბსოლუტურად, ვინაიდან, გვწამს რა უფალი, შესაბამისად, გვწამს სრულყოფილი, ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე შემოქმედი. მეცნიერებისადმი რწმენა უნდა შემოიფარგლებოდეს ინტელექტუალური ცოდნით. მეცნიერებაზე დაყრდნობა შეგვიძლია მრავალ საკითხში, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ მეცნიერებაც ცდება. თუ მეცნიერებას დავეყრდნობით, ჩვენ ვირწმუნებთ არასრულყოფილი, ცოდვილი, შეზღუდული და მომაკვდავი ადამიანის აზრებს. ისტორიამ დაგვანახა, რომ მეცნიერება ძალიან ხშირად ცდება. მაგალითად, დედამიწის ფორმის, მძლავრი მფრინავი ხომალდების, ვაქცინების, სისხლის გადასხმისა და რეპროდუქციის შესახებაც კი. უფალი კი არასოდეს ცდება.

ჭეშმარიტება ისაა, რომ არაფრის უნდა გვეშინოდეს, შესაბამისად, ქრისტიანს არ უნდა ეშინოდეს კარგი მეცნიერებისა. უფლის მიერ სამყაროს მოწყობის გამოკვლევით, ღრმა პატივისცემა გვიჩნდება და დიდად ვაფასებთ შესაქმის სასწაულ ხასიათს. ცოდნის გაღრმავებით ვამარცხებთ დაავადებებს, უმეცრებას, და ნათელს ვფენთ გაუგებრობებს. თუმცა მეცნიერები ცდებიან, როდესაც ადამიანურ ლოგიკას მეტად ემყნობიან, ვიდრე ღმერთს. ეს ადამიანები არაფრით განსხვავდებიან თავდადებული მორწმუნეებისგან; მათ აირჩიეს ადამიანზე დაყრდნობა, და ყოველთვის იპოვნიან ფაქტებს, რომლებითაც დაიცვან თავიანთ რწმენას.

და მაინც, მეცნიერთა უმეტესობა, რომელთაც არ სწამთ ღვთისა, აღიარებს, რომ ჩაუწვდომელი და გამოუკვლეველია სამყარო. მათი აზრით, ბიბლიისა და ღვთის არსებობას, ვერც დაამტკიცებენ და, ვერც უარყოფენ მეცნიერებით, როგორც მათი თეორიების უმეტესობას. მეცნიერება უნდა იყოს ჭეშმარიტად შუალედური დისციპლინა, რომელიც მხოლოდ სიმართლეს ეძებს და არ სცდება ამას.

მეცნიერთა დიდი წილი ეთანხმება ღმერთის არსებობას და აღიარებს მის ნამოქმედარს. ფსალმუნი 18:1 აცხადებს: „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო." ყოველი აღმოჩენა მეცნიერებისა შესაქმის ისტორიას განამტკიცებს. დნმ-ის არაჩვეულებრივი კომპლექსურობა და რეპლიკაცია, ფიზიკის რთული და შეკრული კანონები, პირობების აბსოლუტური ჰარმონია და ქიმია – ამ ყველაფერს მივყავართ ბიბლიის შინაარსთან. ქრისტიანმა უნდა მიიღოს მეცნიერება, რომელიც ეძებს ჭეშმარიტებას, მაგრამ უარყოს მეცნიერება, რომლებიც ადამიანურ ცოდნას უფალზე მაღლა აყენებს.

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
რწმენა ღვთისა და მეცნიერება ერთმანეთს ეწინააღმდეგება?