უნდა ივარჯიშოს თუ არა ქრისტიანმა? რას ამბობს ბიბლია ჯანმრთელობაზე?


შეკითხვა: უნდა ივარჯიშოს თუ არა ქრისტიანმა? რას ამბობს ბიბლია ჯანმრთელობაზე?

პასუხი:
ვარჯიშშიც ისევე არსებობს უკიდურესობა, როგორც ბევრ სხვა ცხოვრებისეულ მოვლენაში. ზოგიერთი ადამიანი მთლიანად კონცენტრირებულია სულიერებაზე და უარყოფს ფიზიკურ სხეულს. სხვები ძალიან არიან კონცენტრირებული და დიდ ყურადღებას უთმობენ სხეულის ფორმებს და უარყოფენ სულიერ ზრდასა და მომწიფებას. მათგან არც ერთი არ იცავს ბიბლიურ ბალანსს. „ვინაიდან ხორციელი წვრთნა ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან აღგვითქვამს სიცოცხლეს აწმყოშიც და მომავალშიც" (1 ტიმოთეს 4:8). ეს მუხლი არ უარყოფს ვარჯიშის საჭიროებას. არამედ, ამბობს, რომ ვარჯიში ღირებულია, თუ პრიორიტეტებს სწორად ვანაწილებთ და ვამბობთ, რომ ღვთისმოსაობა უფრო ღირებულია.

პავლე მოციქული ახსენებს ფიზიკურ ვარჯიშსს სულიერი ჭეშმარიტების ილუსტრირებით 1 კორინთელთა 9:24-27-ში. ის ქრისტიანულ ცხოვრებას ადარებს რბოლას ჯილდოს მოსაპოვებლად, მაგრამ ჯილდო, რომელსაც ვეძებთ, მარადიული გვირგვინია, რომელიც არ გაიხრწნება. 2 ტიმოთეს 2:5-ში, პავლე მოციქული ამბობს, რომ „შეჯიბრშიც გვირგვინს ვერავინ მიიღებს, თუ უწესოდ იბრძოლებს." პავლე ათლეტურ ანალოგიას ისევ იყენებს 2 ტიმოთეს 4:7- ში: „კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე." მართალია, წმინდა წერილის მთავარი აზრი ფიზიკური მომზადება არ არის, მაგრამ, რადგან პავლე მას მეტაფორულად იყენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი დამოკიდებულება ფიზიკური მომზადების მიმართ პოზიტიურია. ჩვენ ვართ როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი არსებები. ბიბლიურად, სულიერი ასპექტები უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა, ჩვენი ჯანმრთელობის არც სულიერი და არც ფიზიკური ასპექტები არ უნდა უარვყოთ.

აშკარაა, რომ არაფერია ცუდი იმაში, რომ ქრისტიანმა ივარჯიშოს. ბიბლია პირდაპირ გვეუბნება, რომ კარგად უნდა მოვუაროთ სხეულს (1 კორინთელთა 6:19-20). ამავდროულად, ბიბლია გვაფრთხილებს ამაოებაზე (1 მეფეთა 16:7; იგავნი 31:30; 1 პეტრეს 3:3-4). ჩვენი ვარჯიშის მიზანი არ უნდა იყოს სხეულის შესამჩნევად გაუმჯობესება სხვათა მოსახიბლად. ვარჯიშის მიზანი უნდა იყოს ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, რათა გვქონდეს უფრო მეტი ფიზიკური ენერგია, რომელსაც სულიერ მიზნებს მივუძღვნით.

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
უნდა ივარჯიშოს თუ არა ქრისტიანმა? რას ამბობს ბიბლია ჯანმრთელობაზე?