settings icon
share icon
შეკითხვა

როგორ უნდა ვუქადაგოთ სახარება ოჯახსა და მეგობრებს უსიამოვნებისა და ზეწოლის გარეშე?

პასუხი


ყველას გვყოლია ურწმუნო ოჯახის წევრი, მეგობარი, თანამშრომელი თუ ახლობელი. სახარების გაზიარება რთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვინმესთან ურთიერთობა გვაქვს დაძაბული. ბიბლია გვასწავლის, რომ ზოგიერთისთვის უსიამოვნოა სახარება (ლუკას 12:51-53). ჩვენ მოწოდებულები ვართ სახარების საქადაგებლად, და ვერანაირი საბაბით ვერ გავიმართლებთ თავს, თუკი სახარებას არ ვაუწყებთ (მათეს 18:19-20; საქმეები 1:8; 1 პეტრეს 3:15).

ასე რომ, როგორ უნდა ვუქადაგოთ სახარება ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თანამშრომლებსა და ახლობლებს? საუკეთესო გზა მათთვის ლოცვაა. ვილოცოთ, რათა ღმერთმა აუხილოს მათ თვალები და გაუხსნას გული სახარებისთვის (2 კორინთელთა 4:4). ვილოცოთ, რათა უფალმა განაწყოს მათი გულები საკუთარი სიყვარულისა და ქრისტესმიერი ხსნის საჭიროებისათვის (იოანეს 3:16). ვილოცოთ სიბრძნის მისაღებად, რათა საუკეთესოდ მოვემსახუროთ მათ (იაკობის 1:5).

ჩვენ გაბედულად და აქტიურად უნდა ვიქადაგოთ სახარება. განუცხადე შენს ოჯახსა და მეგობრებს იესო ქრისტეს ხსნის სახარება (რომაელთა 10:9-10). ყოველთვის მზად იყავი ისაუბრო შენს რწმენაზე მოწიწებითა და პატივისცემით (1 პეტრეს 3:15). სახარების პირადად ქადაგებას ვერაფერი ჩაანაცვლებს: „რწმენა — მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა — ქრისტეს სიტყვისაგან."

ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ღვთისგან შეცვლილი ჩვენი ცხოვრება რომ დაინახონ, ლოცვასთან ერთად, აუცილებელია ღვთისმოსაური, ქრისტიანული ცხოვრება (1 პეტრეს 3:1-2). საბოლოო ჯამში, ჩვენი საყვარელი ადამიანების ხსნა უფალს უნდა მივანდოთ. ადამიანებს გადაარჩენს არა ჩვენი ძალისხმევა, არამედ ღმერთის ძალა და მადლი. ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ, დავუმოწმოთ და, მათ თვალწინ, ქრისტეს მსგავსად ვიცხოვროთ. ღმერთი ზრდის ( 1 კორინთელთა 3:6)!

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

როგორ უნდა ვუქადაგოთ სახარება ოჯახსა და მეგობრებს უსიამოვნებისა და ზეწოლის გარეშე?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries