რომელია კულტში მყოფი ან ცრუ რელიგიის მიმდევარი ადამიანისთვის სახარების ქადაგების საუკეთესო გზა?


შეკითხვა: რომელია კულტში მყოფი ან ცრუ რელიგიის მიმდევარი ადამიანისთვის სახარების ქადაგების საუკეთესო გზა?

პასუხი:
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ მათთვის, ვინც კულტის წევრია ან ცრუ რელიგიას მიმდევარი, ლოცვაა. უნდა ვილოცოთ, რათა ღმერთმა შეცვალოს მათი გულები და აუხილოს თვალები ჭეშმარიტების შესაცნობად (2 კორინთელთა 4:4). უნდა ვილოცოთ, რათა ღმერთმა დაარწმუნოს ისინი, რომ ხსნა მხოლოდ იესო ქრისტეშია (იოანეს 3:16). ღმერთის ძალისა და სულიწმიდის ჩარევის გარეშე ჩვენ ვერავის დავარწმუნებთ ჭეშმარიტებაში (იოანეს 16:7-11).

ასევე, უნდა ვიცხოვროთ ღვთისმოსავი ქრისტიანული ცხოვრებით, რომ მათ, ვინც კულტებისა და რელიგიების ხაფანგში მოყვნენ, იხილონ ცვლილებები, რომელიც ღმერთმა გამოიწვია ჩვენს ცხოვრებაში (1 პეტრეს 3:1-2).

უნდა ვილოცოთ სიბრძნისთვის, რათა მთელი გულით მოვემსახუროთ მათ (იაკობის 1:5). ამას გარდა, თამამად უნდა ვიქადაგოთ სახარება. ჩვენ უნდა ვიმეოროთ სახარების უწყება, რომ იესო ქრისტეშია ხსნა (რომაელთა 10:9-10). ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად ჩვენი რწმენის დასაცავად (1 პეტრეს 3:15), მაგრამ ეს ფრთხილად და პატივისცემით უნდა ვაკეთოთ. ჩვენ შეგვიძლია სწორად გამოვთქვათ დოქტრინა, მოვიგოთ სიტყვებით, და ასე დავძლიოთ განრისხებულთა უპირატესობა.

საბოლოოდ, მათი გადარჩენა ღმერთს უნდა მივანდოთ. ადამიანებს ღმერთის ძალა და მადლი იხსნის და არა ჩვენი. მიუხედავად იმისა, რომ კარგი და გონივრულია მზადყოფნა თავდაცვისთვის და ცოდნა ცრუ რელიგიებისა, არც ერთი არ დაგვეხმარება მათ მოქცევაში, ვინც კულტისა და ცრუ რელიგიის ხაფანგში მოყვა. ყველაზე უკეთესია, თუკი ვილოცებთ მათთვის და ვირწმუნებთ, რომ სულიწმიდა მუშაობს მათ მოსაზიდად, დასარწმუნებლად და მოსაქცევად.

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
რომელია კულტში მყოფი ან ცრუ რელიგიის მიმდევარი ადამიანისთვის სახარების ქადაგების საუკეთესო გზა?