რა წერია ბიბლიაში დემონით შეპყრობაზე, ეშმაკეულობაზე? დღეს ეს შესაძლებელია? თუ პასუხი დადებითია,როგორ ვლინდება იგი?


შეკითხვა: რა წერია ბიბლიაში დემონით შეპყრობაზე, ეშმაკეულობაზე? დღეს ეს შესაძლებელია? თუ პასუხი დადებითია,როგორ ვლინდება იგი?

პასუხი:
ბიბლია მაგალითებს გვაძლევს დემონით შეპყრობილ ან დემონური გავლენის ქვეშ მყოფ ადამიანებზე. ამ მაგალითებით შეგვიძლია გავიგოთ დემონურიგავლენის მახასიათებლები და მივხვდეთ, თუ როგორ იპყრობს ეშმაკი ადამიანს. აქ ნახავთ რამდენიმე ბიბლიურ ნაწყვეტს: მათეს 9:32; 12:22; 17:18; მარკოზის 5:1-20; 7:26-30; ლუკას 4:33-36; ლუკას 22:3; საქმეები 16:16-18. ზოგიერთ ამ ნაწყვეტში, დემონით შეპყრობა იწვევს ფიზიკურ ავადმყოფობას: საუბრისუნარის წართმევა, ეპილეფსიური შეტევა, სიბრმავე და ა.შ. სხვა შემთხვევაში ის ადამიანს აკეთებინებს ბოროტებას.საამისოდ იუდა კარგი მაგალითია. მოციქულთა საქმეებში (16:16-18), სული გოგონასაძლევს ისეთ უნარს, რომელიც მის განსწავლას აღემატება. გაშმაგებული კაცი, რომელიც შეპყრობილი იყო ეშმაკების (ლეგიონის) მიერ, ჰქონდა ზეადამიანური ძალა და შიშველიცხოვრობდა სასაფლაოებზე. უფლის წინაშე აჯანყების შემდეგ, მეფე საული ბოროტმა სულმა მოიცვა (1 მეფეთა16:14-15; 18:10-11; 19:9-10), რაც გამოიხატებოდა აშკარა დეპრესიითა და დავითის მოკვლის ძლიერი სურვილით.

ამდენად, არსებობს ეშმაკით შეპყრობისმახასიათებლებისფართო ნაირსახეობები, როგორებიცაა ფიზიკური დასუსტება, რაცარ შეიძლება მიეკუთვნებოდეს რეალურ ფიზიოლოგიურ პრობლემას;შინაგანიცვლილება, როგორიცაა დეპრესია ან აგრესია; ზებუნებრივი ძალა, უწესობა, საზოგადოებაში შეუსაბამო ქცევა და იმგვარიინფორმაციის გაზიარების უნარი,რომელიც შეუძლებელია ვინმემ ბუნებრივად იცოდეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ მახასიათებლების უმეტესობას შეიძლება ჰქონდეს სხვა ახსნაც, ამიტომ არ შეიძლება ყველა დეპრესიულ ან ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანს ვუწოდოთ დემონის მიერ შეპყრობილი. ...

ამ ფიზიკური თუ ემოციური განსხვავებების გარდა, ვინმემ შეიძლება სულიერი მახასიათებლებითდაინახოს დემონური გავლენა. მაგალითად, უპატიებლობა (2 კორინთელთა 2:10-11) და აღიარება და გავრცელებაცრუ დოქტრინისა, განსაკუთრებით იესო ქრისტესა და მის გამომსყიდველ ღვაწლზე (2 კორინთელთა11:3-4, 13-15; 1 ტიმოთეს 4:1-5; 1 იოანეს 4:1-3).

ქრისტიანების ცხოვრებაში ეშმაკთამოქმედებებისშესახებ მოციქული პეტრენათელმაგალითს გვიჩვენებს, რომ ეშმაკები ზემოქმედებენ მორწმუნეების ცხოვრებაზეც (მათეს 16:23). ზოგიერთები, ხედავენ რა ქრისტიანებზე ძლიერ დემონურ შემოტევებს, „ეშმაკეულს" უწოდებენ მათ, მაგრამ ბიბლიაში არ არსებობს მაგალითი ქრისტეს მორწმუნეთა ეშმაკით შეპყრობისა. თეოლოგთა უმეტესობას სჯერა, რომ ქრისტიანები ვერ იქნებიან დემონის მიერ შეპყრობილი, რადგან მათში სულიწმინდა მკვიდრობს (2 კორინთელთა 1:22; 5:5; 1 კორინთელთა 6:19), და ღვთის სულს არასოდეს ექნება წილი ეშმაკთან.

ჩვენ ზუსტად არ ვიცით, თუ როგორ შეიძლება შეგვიპყროს დემონმა.იუდას შემთხვევაში, მან გულის კარი გაუხსნა ბოროტებას — ამ შემთხვევაში, ეს იყო სიხარბე (იოანეს 12:6). ასე რომ, არსებობს ალბათობა, რომ თუ ვინმეცოდვით დაიბინძურებს საკუთარ გულს, ამით კარს უღებს დემონს. მისიონერების გამოცდილებით, ეშმაკით შეპყრობა, ასევე, დაკავშირებულია წარმართული კერპების თაყვანისცემასა და ოკულტური ნივთებისფლობასთან. ბიბლია მუდმივად იმეორებს, რომკერპთაყვანისმცემლობაპირდაპირ ნიშნავს ეშმაკის თაყვანისცემას (ლევიანნი 17:7; მეორე რჯული 32:17; ფსალმუნები 106:37; 1 კორინთელთა 10:20).ნუ გავიკვირვებთ, რომ კერპთაყვანისმცემლობა გზას უხსნის ეშმაკით შეპყრობას.

წმინდა წერილისადა მისიონერების გამოცდილების საფუძველზე, შეგვიძლია გამოვიტანო დასკვნა — უამრავი ადამიანი უღებს გულის კარს ეშმაკის ზემოქმედებას, როდესაც ეხვევა ცოდვაში ანმონაწილეობს საკულტო რიტუალებში (გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად). ამის მაგალითი შეიძლება იყოს ამორალურობა, წამლის ან ალკოჰოლის ზემოქმედება, რომელიცუბიძგებსშეურაცხყოფის,ამბოხების, სიძულვილისა და ტრანსცენდენტური მედიტაციისკენ.

გავითვალისწინოთ ისიც, რომ სატანა, თავისი დამქაშებით, ვერაფერს დაგვაკლებს, თუ უფალმაარ დაუშვაეს (იობი1-2). ასეთი შემთხვევა მოხდა მაშინ, როდესაც სატანას ეგონა, რომ საკუთარ მიზანს ახორციელებდა, სინამდვილეში კი,ღვთის კეთილი ნების სრულყოფას ემსახურებოდა. საამისოდ იუდას ღალატის შემთხვევაც გამოდგება. ზოგიერთებიავითარებენ საშიშინტერესსოკულტურიდა დემონური ქმედებებისკენ. ეს არაგონივრული და არაბიბლიურია. თუ ღმერთისკენ ვილტვით, ვიმოსებით მისი საჭურველით, ვმტკიცდებით მისი სიძლიერით(ეფესელთა6:10-18), არ უნდა გვეშინოდეს ბოროტისა, რადგან ყველაფერსღმერთი მართავს!

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
რა წერია ბიბლიაში დემონით შეპყრობაზე, ეშმაკეულობაზე? დღეს ეს შესაძლებელია? თუ პასუხი დადებითია,როგორ ვლინდება იგი?